საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
აბსოლუტური სისულელე იყო, დავითაშვილის, აბურჯანიას, აზაროვის, კვეკვესკირის დაყენება, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ოთო
29 მარტი 2023 01:05
1
მოკლედ დავწერ - კვარას ნაპოლი აკლდა დღეს
გივი
28 მარტი 2023 23:41
4
ნორვეგიას გამოცდილი მწვრთნელი ყავს, ჩვენ კი ადამიანი, რომელიც შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მწვრთნელიბას ახლა სწავლობს, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს. რას ერჩიო რომ მკითხოთ:
1. ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად. პირველ ტაიმში ორ მეტრში რომ პასს ვერ აკეთებდნენ
მაგის ბრალია. შიშით თამაშმა იცის ეგ.
2. მატჩის უდიდეს ნაწილში დაცვით ფაზაში არამჭიდრო თამაში და სუსტი პრესინგი ( თუ ამას პრესინგი ერქვა საერთოდ) ეს იმ ფონზე , რომ როგორც კი ინტენსივობას ვზრდიდით ისინი ბურთს კარგავდნენ.

3. პირველ ტაიმში შეჭამეს აზაროვი ფლანგზე, გოჩეიშვილმა მეორე ტაიმში იქით შეჭამა ისინი იმავე ფლანგზე. მონღოლებთან ჩანდა რომ მაგარ ფორმაშია და რატომ არ ათამაშა თავიდან?
4. აბურჯანია არადამაჯერებელი იყო თავიდანვე მაგრამ სანამ ტრავმა არ მიიღო არ გაიყვანა. გაგნიძე ძალიან კარგი იყო მონღოლებთან და აქ დრო პრაქტიკულად არ მიეცა. ისევე როგორც ჩაკვეს და ეს იმ ფონზე რომ ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ერთ კვეკვესკირზე იყო მთელი ეს დატვირთვა. ამის გამო კვარაც და ჟორჟიც იშვიათად ღებულობდნენ ბურთს.
ხო და კიდევ - დავითაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ რაც გააკეთა როდესაც თავისუფლად მდგარ მიქაუტაძეს პასი არ მისცა საჯარიმოში (99 პროცენტიანი გოლი იყო რომ მიეცა) ასეთი რამე ავტოგოლს უტოლდება სიმძიმით. და თუ უნდა სერიოზული ფეხბურთი ითამაშოს ეს უნდა გააცნობიეროს.
არტ
28 მარტი 2023 23:01
1
არა უშავს, გაკვეთილი მიღებულია! "ცხოველი" (ჰოლანდი), რომ ყოფილიყო ერთ სამ ბურთს შეგვიგდებდა! 2-3 მეტრიდან ააცილეს და მამარდაშვილმაც გამოაძრო ორი ბურთი! მომავალში ვილი დააყენებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც 100% არიან მზად! უნდა შეთამაშდე წინა ხაზი! სხვა გვარად ვერ გამოვა!
მწრთვნელი
28 მარტი 2023 22:53
2
გაგვიმართლა რომ არ წავაგეთ...მადლობა მამარდას! მეორე სართულზე სასტიკად მოგვიგეს, თითქმის ყველა ბურთი მოხსნეს. პრესინგში და სივრცეების გამოყენებაში ერთი თავით გვაჯობეს!!... ისევე როგორც ტექნიკურად... ჩვენებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და შეტევაში კრეატიულობა აკლდათ. კვარა რამოდენიმე მომენტის გარდა არ ჩანდა! ფლანგთან შებოჭილი იყო და თითქოს სივრცე არ ჰქონდა... გუნდს შეთამაშების ნაკლებობა ეტყობა. ეს თამაში სანიოლმაც ჩააგდო და ვერ გამოიყენა კვარას პოტენციალი!
იმედგაცრუებული ვარ, მეტს ველოდი
ბესო
28 მარტი 2023 22:19
0
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლს შეუძლია შესვენების დროს სწორი დასკვნების გამოტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ როგორც მონღოლეთთან, ისე ნორვეგიასთან.
ნიკა
28 მარტი 2023 23:41
5
ამ თამაშით ჩვენ ჯგუფიდან ვერ გავალთ!
დავითაშვილი რეგრესირებს და უნდა დაფიქრდეს ამაზე რა ხდება მის თავში
ბევრი უნდა იმუშაოს და იჯარის ვადა
გამოიყენოს ბორდოში თორემ მოუწევს
უკან დაბრუნება ასეთი თამაშის გამო
გაუგონარი უზუსტო პასები. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს ზედმეტად ვაფასებთ ჩვენ თავს როგორც ჩანს. გოჩოლეიშვილი საოცრად შემოვიდა მაღალი კლასი აქვს აშკარად. მიქაუტაძე უკეთეს გუნდში გადავა ეს ფაქტია.
დანარჩენი რა გითხრათ მქონდა იმედი მეც გადამეტებული და ეხლა გულწრფელად ვიტყვი რომ არ მაქ იმედი და ჩვენ აქედან გავიდეთ და არც ერთალიგიდან შევძლებთ გასვლას იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო! დღეს ერთადერთი მისაღები შედეგი მოგება იყო მხოლოდ და მხოლოდ მოგება და მომავალი ორი შეხვედრაშიც მხოლოდ მოგება თუ რამეზე გვსურდა რომ გველაპარაკა მაგრამ როგორც ჩანს არ გვაქ ჩვენ საკმარისი დონე.
დავინახე სურვილიც მონდომებაც მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
ვწუხვარ მეტი რომ არ შეგვიძლია!
T.q
28 მარტი 2023 22:49
9
ყველაზე მაღალი შეფასება, მეკარეს.
მსაჯის ბალტიისპირელი ყველა და ყველაფერი, ...... ტიპმა პირველი ტაიმის ბოლოს შეტევა არ დაგვამთავრებინა და იმათ, ბოლოს კუთხურიც ჩააწოდებინა.
100%
28 მარტი 2023 22:48
5
ეჰ ვილი ვილი, ვერ დააყენე დღეს ძირითადი შემადგენლობა. ბალასტი გყავს გუნდში და ვერ ან არ ხვდები რომ ძირითადში არ უნდა დააყენო.
მალაქია
28 მარტი 2023 22:39
1
სანიოლ თვალები მიხატული გაქვს???? ერთი კვირა ბიჭებს ავარჯიშებ აკვირდები და ვინ არის ფორმაში და ვინ არა ელემენტარული მაგის შემჩნევის უნარიც არ გაქვს????? აზაროვს რო ასი თავით ჯობია გოჩოლეიშვილი და უკეთეს ფორმაში როა მაგას დიდი მარჩიელობა უნდოდა? ან ლობჟანიძე რო არაა ფორმაში და ხედავ ბერიძე კარგად თამაშობს.. ზივზივაძემ თავის გუნდში რომ ეხლა ჩაატარა ალიაბალია ნახევარი საათი და ვოლკოვი სულ სასტავში როა ეგეც არ ეტყობოდათ ბიჭებს ვარჯიშზე? 80 წლის კანკავა მოიყვანეთ და ეს მარიაჟა კვეკვე გაათრიეთ ხალხი არ ხართ? ან რომელი საუკუნეა აბურჯანიას კუს ვინმე კიდე ათამაშებს????? ამდენი ხანია სანიოლი ნაკრებშია ერთხელაც არ ათამაშა ტაბიძე და ეხლა რა ბზიკმა გიკბინა??? რამე შეატყე რო ფორმაში იყო?????? ეს თამაში ჩააგდო მწვრთნელმა საკუთარ მოედანზე ვიღაც ნორვეგიასთან მიჯაჭვული არუნდა ვიყოთ... ინგლისთან ან ესპანეთან რაღა იქნება წარმომიდგენია..... სანიოლ წადი
რონი
28 მარტი 2023 22:17
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული