საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ვილი, ესე ნახევარდაცვის გარეშე აპირებ თამაშს. ნახევარდაცვის შეფასებაა -1. ლობოტკაც ნახევარდაცვაა და ეს ჩვენი ნელი კადრიც ყველა ერთად აღებული. ხუთი კაცი საერთოდ ტყუილად გვყავდა?????????????
კახა
28 მარტი 2023 23:25
0
მესმის რომ ნორვეგია ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარ მოედანზე თამაშობ შე დალოცვილო, ცოტა მოინდომე რა (თუმცა თავზემოთ ძალა არაა), ჰოლადნს რომ ეთამაშა მინიმუმ სამ ბურთს მაინც გაგვიტანდა
ჭიჭიკო
28 მარტი 2023 22:45
4
ფიზიკური მომზადება 0 ს ქვემოთ კიდე კაი ჰალანდი არ კყო ...კვარაცხელიაზე კი კიდევ თავს შევიკავებ ...კვარადონა ანუ მარადონა თამაშებს მარტო იგებდა ამიტომ კვარადონას დაზახება სასაცილოა ჯერ ჯერობით .
goga
28 მარტი 2023 22:15
16
მარადონას სადაც არ უნდა ეთამაშა, გვერდში ყოველთვის 10 მაღალი დონის პარტნიორი ახლდა(როგორც კვარას ნაპოლში) და მოწინააღმდეგე იძულებული იყო ყველასთვის მიექცია ყურადღება.
"მარტო კაცი ჭამაშიც კი ბრალიაო".
ნიკი
28 მარტი 2023 23:16
0
ამას ქვია მიქაუტაძემ გადაგვარჩინა, ეს სანიოლა კიდევ იმას იძახის, რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს არ ვათამაშებო და შეიძლებოდა აზაროვის და გოჩოლეოშვილის თამაშის შედარება?, აზაროვი ბათუმის დინამოში უკეთესი იყო. ნუ ჩაკვეტაძის საერთოდ სათადარიგოთა სკამზე დასმა:( "ვინ ჯანდაბაა აბურჯანია" თქვა ტვენტეს ახლმა მწვრთნელმა გუნდში რომ მივიდა და გაუშვა გუნდიდან. სანიოლამდე ჯერ არ მისულა ეს ამბავი, ქართველი მწვრთნელები უბლოკავენ:) დაცვა მაგარი იყო, არ ჯობდა არაფერი მაგათ ყურებას:) მოკლედ ვერც ხვიჩამ ივარგა და მადლობა მიქაუტაძეს და მამარდას რომ 0:3 ნაცვლად 1:1 დამთავრდა.
ირაკლი
28 მარტი 2023 22:13
3
ჩვენი უპირატესობა იქნებოდა ნორვეგიელებთან ტექნიკური სწრაფი თამაში.
შეტევა მარტო ხვიჩას და მიქაუტაძის სისწრაფეზე იყო აგებული-დანარჩენი 8 კაცი კიდე ჯაჯგურით იყო დაკავებული,რაშიც ნორვეგიელებს ვერ აჯობებ.
იგივე ვაისის ნაკრები ვნახეთ დღეს 5year later
Levani
29 მარტი 2023 03:44
7
ხო არ ღადაობ შოტლანდიამ ესპანეთს გაუტანა ამ ჯგუფში შანსი არა გვაქ ნორვეგია გვეგონა საჭიდაო იქით თურმე გველეშაპი ყოფილა აბა ძმაო კარგად იყავით დაივიწყეთ ევროპა მითუმეტეს ესეთი თამაშით.
T.q
28 მარტი 2023 22:55
29
როგორი ჩასაფრებულიხარ,ცენზურას რა ვუთხრა თორემ ტუ ტუ ტუ ტუ…ზუსტად ეგ
T.q-s
28 მარტი 2023 22:59
0
ხო რაიყოთ რას არ იწონებთ რამე სიმართლე არ ვთქვი?? შოტლანდიას არც განვიხილავდით ნორვეგია გვეგონა ჩვენი სწორი და ნორვეგიასთანაც კი ვერ მოვიგეთ და იქით ესპანეთს უგებს შოტლანდია და ამ თამაშით რისი იმედი უნდა გქონდეთ ბიჭო?????? და რომელომეს იმედი აქვს რო შოტლანდიას ორივე თამაშს მოვუგებთ და თავის სახლში ისევ ნორვეგიას დავამატებთ??? რა? სიმართლე ეგრე არ გიყვართ ბიჭო??
T.q
28 მარტი 2023 23:39
1
ყველა გამოხმაურება
ამ კვერკველიას რას გადაეკიდეთ?კაცმა ერთი სამჯერ გადაგვარჩინა მარტო პირველ ტაიმში.რაც შეეხება პირველ არხს-სირცხვილია 21 საუკუნეში ასეთი გამოსახულებით რომ აუწყებთ
გიუშა
28 მარტი 2023 22:45
5
არაა საჭირო ეს პროფესორა კომენტარები, წელს პირველი თამაში იყო და გამოჩნდა ვის რა შეუძლია. დაწყება ყოველთვის გვიჭირს არ დაგავიწყდეთ. ყველაფერი წინაა!!!
mate
28 მარტი 2023 22:15
5
კომენტატორები ლაყბობენ თურმე მოახერხა ნორვეგიის ნაკრებმა კვარას შეჩერება... თქვე საწყლებო ბურთი ვერ მიიტანენ კვარამდე ის ბიჭი ჯადოქარი კი არ არის....
ჯაბა
29 მარტი 2023 11:15
1
100 პრიცენტით გეთანხმები ჯავა არადა აბურჯანიას მაღალი კლასი რომ ქონოდა ერთი პასით რამდენჯერ შეეძლო კვარა გაეშვა გამწვავებაზე
Soso
29 მარტი 2023 12:16
0
კომენტატორები კომენტატორებად,მაგრამ ტრანსლაციას ვინც ახორციელებდა,რამდენი კამერა ჰქონდათ დაყენებული?თითქმის არ იყო გამეორებები,რაც იყო,არავითარი რაკურსები გამეორებებისას.ვარი როგორ მუშაობდა,როცა არაფერი ჩანდა,ეგაა საინტერესო.შესარჩევი ჯგუფის თამაშში ასეთი გადაღება,სამარცხვინოა მისი გამკეთებლისათვის.სულ ბოლოს ხელ თამაშზე შესაძლო პენალტს რომ განიხილავდნენ,დაახლოებით 60 მეტრიდან გადაღებული ერთადერთი რაკურსი აჩვენეს და ისიც,ზურგიდან გადაღებული და თანაც,მხოლოდ ერთხელ.გარეთ გრიგალი იყო და შესაძლოა რაღაცები დაზიანდა,მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც ხომ შეეძლოთ?
პ.ს.გუშინდელ ქარბორბალას,მსხვერპლიც მოჰყოლია და ვუსამძიმრებ,გარდაცვლილის ჭირისუფლებს.დაშავებულებს კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
29 მარტი 2023 12:10
0
ერთხელ ხო უნდა გაგვიმართლოსო და აგერ გაგვიმართლა.სულაც არ არის სირცხვილი და ტრაგედია შენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ფრე გაუგორო. ბევრად მეტია საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად. უბრალოდ დროა საჭირო ძალიან მაგარი თაობა მოვიდა.აუცილებლად მოვა შედეგიც.
ისე კვარას ნაპოლში გამთმამაშებელი ყავს ზელინსკი, ჩემ აზრით ჩაკვეტაძეა საჭირო კვარასთან ერთად დაახლოვებით ნაპოლის თამაში რო ვითამაშოდ
დათო
29 მარტი 2023 10:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული