საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
დავითაშვილს ნაკრებში საერთოდ არ გამოვიძახებდი. თავი პელე გონია მგონი
სიმართლე
28 მარტი 2023 22:48
6
უკიდურეად თავმდაბალი ბიჭია, პირიქით ფსიქოლოგი სჭირდება, რომ თავის თავის ირწმუნოს.
უვიცი
28 მარტი 2023 22:52
3
ყველაზე მაღალი შეფასება, მეკარეს.
მსაჯის ბალტიისპირელი ყველა და ყველაფერი, ...... ტიპმა პირველი ტაიმის ბოლოს შეტევა არ დაგვამთავრებინა და იმათ, ბოლოს კუთხურიც ჩააწოდებინა.
100%
28 მარტი 2023 22:48
5
არვამბობ ამა პირველად, აბუ-კვეკვე მადლობა ძმებო, მაგრამ არახართ ძირითადი 11-ეულის ბიჭები, სანიოლი უნდა ხვდებოდეს ამ ყველაფერს. კვარას თუარწუვიდა თამაში ვხედავთ რადღეში ვვარდებით, მოკლედ რომ ვთქვათ ბევრია სამუშაო, ამ თამაშით 1 ქულა ჩვენთვის არის დიდი წარმატება! მადლობა ბოლმდე ბრძოლისთვის ბიჭებო!
ჯიი
28 მარტი 2023 22:46
1
მესმის რომ ნორვეგია ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარ მოედანზე თამაშობ შე დალოცვილო, ცოტა მოინდომე რა (თუმცა თავზემოთ ძალა არაა), ჰოლადნს რომ ეთამაშა მინიმუმ სამ ბურთს მაინც გაგვიტანდა
ჭიჭიკო
28 მარტი 2023 22:45
4
ცენტრი საერთოდ არ იყო, დაცვა დირკა. გაგნიძე არის დღეს ძირითადის ფეხბურთელი, რა ვიცი, რომელი ერთი ვთქვა, ცოდოა წიტასნაირის არგამოყენება და ა.შ.
ლევანი
28 მარტი 2023 22:45
0
ამ კვერკველიას რას გადაეკიდეთ?კაცმა ერთი სამჯერ გადაგვარჩინა მარტო პირველ ტაიმში.რაც შეეხება პირველ არხს-სირცხვილია 21 საუკუნეში ასეთი გამოსახულებით რომ აუწყებთ
გიუშა
28 მარტი 2023 22:45
5
მცველებს დავალება ქონდათ არ ეთამაშოთ ართმევაზე და მამარდამდე ჩააცილეთ ნორვეგიელებიო? ამას რა ერქვა არ ვიცი - მეტოქეს რატომ უყურებდნენ ვარჯიშზე დაყენებული სადგამებივით.
???
28 მარტი 2023 22:43
0
ჩაკვეტაძე, გაგნიძე და საზონოვი უნდა დაეყენებინა. მონღოლეთთან თამაშის მერე 5 წუთსაც არ იმსახურებდა ჩაკვე? თუ დავითაშვილმა ითამაშა საოცრად
....
28 მარტი 2023 22:41
2
მეტი ამბიცია გვჭირდება შედეგის მისაღწევად… ერთი ქულის აღება, კმაყოფილ სახეებს არ უნდა გვგგვრიდეს…
ირაკლი
28 მარტი 2023 22:40
2
ეჰ ვილი ვილი, ვერ დააყენე დღეს ძირითადი შემადგენლობა. ბალასტი გყავს გუნდში და ვერ ან არ ხვდები რომ ძირითადში არ უნდა დააყენო.
მალაქია
28 მარტი 2023 22:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული