"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
"უბრალო ფანი"-ს ყველაფერში გეთანხმები ძმაო.
ლევანი
11:18 29-03-2023
0
ამ გუნდში ჩაკვეტაძის სათამაშო რატომ არაა ვერ ვხვდები
სფინქსი
10:05 29-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული