სამი ფეხბურთელი შეუერთდა - საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩებისთვის კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება. ამ ეტაპზე საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობს. რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

5 ივნისის სავარჯიშო პროცესის შემდეგ ნაკრებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე სამი ფეხბურთელი შეუერთდა. სანდრო ალთუნაშვილმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს. უკვე გუნდთან ერთადაა ლუკა გაგნიძეც.

საქართველოს ნაკრების კიდევ რამდენიმე ლეგიონერი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა:

მეკარე:
გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი
მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
გენა ჩამოვიდა მოსკოვიდან?
ჯონდი
07 ივნისი 2023 12:36
6
დავითაშვილი ბორდოში შექმნილი სიტუაციის გამო ვერ მოდის და არ ჯობდა ყაზაიშვილით ჩაენაცვლებია სანიოლს!? დავითაშვილი კიდევ პირდაპირ 21-იანებთან ჩამოსულიყო!? კი შორი გზაა , მაგრამ არა მგონია ყაზაიშვილის საერთოდ არ გამოძახებამ უკეთესი შედეგი მისცეს ნაკრებს!
მწვრთნელი
07 ივნისი 2023 12:19
6
შეიძლება არარეალურად ჩანდეს, მაგრამ 3-4 ფეხბურთელის გარდა, იმდენად თანაბარი შემადგენლობაა, კვიპროსში ერთი გუნდი ითამაშო, შოტლანდიაში სხვა ფეხბურთელები.
თენგაბი
07 ივნისი 2023 09:54
3
საზანოვი ახალგაზრდულშია,როგორც წიტაიშვილი
იეა
07 ივნისი 2023 06:36
1
გაგი მარგველაშვილი იმსახურებდა გამოძახებას მაინც
რატი
07 ივნისი 2023 02:37
15
საბა საზონოვი რატომ არ არის? თუ იცის ვინმემ დაწერეთ
muro
07 ივნისი 2023 01:24
7
Axalgazrdulshia
L.J .
07 ივნისი 2023 09:52
1
ეგ ახალგაზრდულს დაუთმეს პირდაპირ
დათო
07 ივნისი 2023 09:28
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული