საქართველოსთან (17 ივნისს) და ნორვეგიასთან (20 ივნისს) ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ჩემპიონატის შემდეგ თამაში სასიამოვნო არაა, მაგრამ ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ყველა ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია. რთული შეხვედრები გვაქვს და რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა მოსამზადებლად 10 დღე დაგვრჩა. იმედია, ამ დროის მანძილზე სათანადოდ მომზადებას შევძლებთ.
საქართველოსთან მატჩზე ბევრი ვისაუბრეთ, ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაშია. ბევრჯერ მითქვამს, საქართველო ჩემი სამშობლოა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ კვიპროსი ჩემთვის უცხო არაა. უკვე 30 წელია
აქ ვცხოვრობ, კვიპროსელი მეუღლე მყავს, ქალიშვილი - ნახევრად კვიპროსელი. საქართველოსთან ადვილი დაპირისპირება არ გველის, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც მათ ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, რომლებიც დიდ ქვეყნებში ასპარეზობენ. წარმატებული ფეხბურთელები ჰყავთ.
როგორი გეგმები გვაქვს კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად? ყველა გუნდს ჰყავს კარგი თავდამსხმელები. ერთი იტალიაში გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო მეორე - ინგლისში. რა თქმა უნდა, მათი კარგად მეურვეობა დაგვჭირდება, რათა პრობლემები არ შეგვიქმნან.
ეროვნული გუნდი მუდმივად იცვლება. ჩვენ თავის წარმოსაჩენად შანსს ვაძლევთ", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.