რატომ არ იქნება ხვიჩა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ იქნება და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამაზე განცხადება თავად ფეხბურთელმა გაავრცელა:

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

მოგვიანებით, იმავე შინაარსის მიმართვა გიორგი მიქაუტაძესაც ჰქონდა. ჩვენ ამ თემაზე წერილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ და ახლის თქმა გაგვიჭირდება. ვხედავთ, ბევრი გულშემატკივარი გულდაწყვეტილია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "კვარას" განვლილი სეზონი, უახლოესი გეგმები, ის, რომ კლუბებს ყოველთვის უჭირთ, მოთამაშეები ახალგაზრდულ ფორუმებზე გაუშვან, რადგან ივლისიდან ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ...


კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ პერიოდს მიეძღვნა...

მოახლოვდა კვიპროსსა და შოტლანდიაში გასამართი მატჩები. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო პაუზას უფრო იმედიანად ვხვდებით, ვიდრე მანამდე იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით, ტოპ-ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ მთავარ ლიგაში საუკეთესოდ აღიარეს. შეცვლილია მოწინააღმდეგეების დამოკიდებულებაც. ყველაფერ ამას მეორე უკიდურესობაც აქვს, გაზრდილი ამბიციები გულისწყვეტას უფრო მარტივად იწვევს.

ყველას სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების რიგებშიც გაიტანოს ისეთი გოლი, როგორითაც "ატალანტას" კარი აიღო; გააკეთოს ისეთი პასი, როგორითაც ოსიმენს "რომასთან" გაატანინა, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება, ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამავდროულად, სხვა უამრავი კომპონენტი არსებობს, ვიდრე შედეგიანი მოქმედებაა.

Sportall.Ge

წარმოვიდგინოთ, რა სეზონი განვლო ხვიჩამ, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ზოგადად იწყება. "ნაპოლიმ" მაქსიმალურად გამოიყენა ის დრო, როცა გუნდს თამაში მისდიოდა, ბოლომდე დაიხარჯა, ქულების მაქსიმუმი მოიპოვა, საჩემპიონო დუელში კომფორტულად დაწინაურდა და ბოლო თვეებში გუნდს გადაღლილობა აშკარად დაეტყო. ნუ ვიტყვით, რომ "22 წლის ბიჭი რამ უნდა დაღალოს" (რაც გვსმენია ხოლმე). რა თქმა უნდა, არსებობს აღდგენითი პროცედურები, თუმცა დილით და სამუშაო დღის ბოლოს ერთნაირად ვერ იქნები, არათუ დატვირთული სეზონის დასაწყისში და მიწურულს. ზოგჯერ იქნებ ხვიჩასგან იმაზე მეტს ვითხოვთ, ვიდრე ადამიანურ შესაძლებლობებსაც კი აღემატება.

არ გვინდა, ის იფიქროთ, რომ "კვარას" თამაშს წინასწარ ვუწევთ ადვოკატირებას, ის მას არ სჭირდება. უგოლო სერიის "ჯვაროსნების" ფორმით დასრულებასაც ველით, თუმცა გვინდა, მოვლენებს ობიექტური შეფასება მივცეთ. ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება ხვიჩას მიმართ მოლოდინი, როცა ის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შეუერთდება, რადგან ჩავთვლით, რომ ეს უფრო "დაბალი ლიგაა", ვიდრე კვარაცხელიას შეეფერება. აბა, წარმოვიდგინოთ - ეროვნულ გუნდში ატარებ ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს, შემდეგ დასვენების გარეშე გადაერთვები ტურნირზე, სადაც შენ წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივირებით ითამაშებენ, თანაც საკმაოდ მაღალი დონის მეტოქეები და ამ დროს "დუბლების ვალდებულება" გქონდეს - რთული მიზანია, თუმცა "კვარადონა" რომ ბოლომდე დაიხარჯება და მიზნისთვის ყველაფერს გადადებს, ვიცით.

ბევრს იქნებ გაუკვირდა, ნორვეგიასთან (1:1) დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება რომ დავუწერეთ, რადგან მას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და იქნებ ჩათვალეს კიდეც, რომ მისი ავტორიტეტი მოქმედებდა. არადა, ხვიჩა გამორჩეული იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა დავწერეთ მაშინ:

Sportall.Ge

"კვარა", წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია. ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით."

კვიპროსსა და შოტლანდიაში კვარაცხელიას მისია კიდევ უფრო დიდი იქნება. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩას სისწრაფეები გამოიყენოს და სტუმრად ჩატარებულ მატჩებს უფრო კონტრშეტევებზე აგებს. ნეაპოლელთა ვარსკვლავის მიმართ ამხელა ყურადღების პირობებში, მისთვის სივრცეების გამოძებნა რთული იქნება. ამისთვის გუნდურად უფრო სწრაფად მოქმედება, მეტი ართმევა და ჩაჭრაა საჭირო.

"კვარას" საქართველოს ნაკრებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს და შორს არაა ის დრო, როცა მის შედეგებთან მიღწევა ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ამავდროულად, ხვიჩას მოქმედებები უფრო მეტია, ვიდრე გოლი, საგოლე პასი ან მოპოვებული პენალტი. პირველ რიგში, ის გუნდზე დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი შეგრძნება ერთად მუშაობენ!..

alt"კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა... ივნისში ფორმის განსაზღვრა რთულია" - ვილი სანიოლი

altსანიოლის არჩევანი - იქნება რადიკალური ცვლილებები დაცვაში? მეტი დრო გაგნიძეს და მსჯელობა ორ ფორვარდზე...

altსანამ ხვიჩა და სხვები მოვლენ... - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობის განხილვა - პორტუგალიით ვიწყებთ!..

altქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

მკითხველის კომენტარები / 88 /
მოდი ჯერ კვარამ რაიმე განსაკუთრებული შედეგი დადოს ნაკრებში და მერე ვაქოთ და ვადიდოთ ყველა ბრუნვაში, თორემ ჩემთვის პირადათ, მისი ნაპოლში გაჩემპიონება,გატანილი 12 გოლი და სიმბოლური- საუკვეთესო ფეხბურთელობა მე-2 მე-3 ხარისხოვანია ამ შედეგით მან საკუთარი კარიერა მოიწყო და თავი დაიმკვიდრა დიდ ფეხბურთში,ახლა ჯერი მასზეა რომ ნაკრებს გამოადგეს და შედეგი დაიდოს...აქ გადაღლილობა, მოტივაცია, დაქორწილება თუ რამდენი მცველი ეთამაშება მიზეზად ვერ გამოდგება,არც წინასწარ მისი მაღალ დონეზე ვერ თამაშის გაპრავება გამოვა, რაც ამ სტატიაში იკითხება.....ისე გუშინ იგივე ავტორი 21 წლიანების შემადგენლობის განხილვისას ბათუმის დინამოელ კვერნაძეს ლამის უალტერნატივოდ მიიჩნევდა,რომელის თამაშსაც თითქოსდა მთელი იტალია ელოდა, ხოდა ეს ბიჭი როგორც გავრცელდა 21-წლიანების ნაკრებიდან გაუშვიათ....ეს მხოლოდ ჩემი აზრია, რომელიც შეიძლება არავის აინტერესებს,მაგრამ.....მაინც..
SOSO
08 ივნისი 2023 12:58
42
განსაკუთრებულ შედეგად რას ჩაუთვლი?ხვნაში პირობა სჯობია,მკაში პირობას.სჯობია თავიდანვე თქვა,მერე რომ ნატოსა და ევროკავშირივით,ახალახალი მოთხოვნები არ დაამატო!თუ მისმა თამაშმა ნაკრებში და მაკედონიასთან უთამაშებლობამ,ვერაფერში დაგარწმუნა,ძალიან გაჭირდება შენი რამეში დარწმუნება!-რომ დაინახო,უნდა ხედავდე!
ჩემი აზრით,ხვიჩამ უკვე დადო,განსაკუთრებული შედეგი!-მან ნაკრებში და ხალხში,იმედი გააჩინა!აქ ჩაკვეტაძეზეც დაწერა ერთმა,ადგილი უნდა მოეძებნოსო ნაკრებში...ცუდი აზრით არ უთქვამს,მაგრამ არასწორად გამოუვიდა.ჩაკვეს ადგილის მოძებნა არ სჭირდება!მთავარია ფორმა,რწმენა დაიბრუნოს და სულ ცოტა,თითქმის ხვიჩას კალიბრის მეორე ფეხბურთელი გვეყოლება ნაკრებში,რომელიც თვითონ დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს,ნაკრებში!მამარდასთან ერთად,ეს ბიჭები,ლოკომოტივად გადაექცევიან ნაკრებს, უკვე ძალუმად ნაკრების კარზე მოკაკუნე ახალგაზრდობას,კიდევ უფრო მაღალ ზღუდეებს შეუტევენ და გადალახავენ.დღეს,ნაკრებში ერთადერთი,გურამ კაშიაა,ვისი ღირსეული შემცვლელიც,ჯერჯერობით არ ჩანს.ის ჯერ კიდევ ითამაშებს,მაგრამ უკვე გვიანდება მისი შემცვლელის ნაკრებში დაწინაურება.ის ხომ უნიკალურია თავისი ინტელექტით,ლიდერის თვისებებით და კლასთან შეხამებული გამოცდილებით.თვითონ ისიც,წლები მიდიოდა,ასეთად გახდომამდე და მისი შემცვლელი,ერთ და ორ წელიწადში,ასეთად ვერ იქცევა.არ მინახია როგრ თამაშობს გველესიანი,თუმცა მისი გამოსვლები ირანში,იმედს მაძლევს,რომ შესაძლოა მას ჰქონდეს საჭირო თვისებები,გურამ კაშიას შესახიდებლად.მას ასაკიც აქვს,გამოცდილებაც და ვფიქრობ კლასიც,ხოლო თუ ნაკრებში კარგად წარმოაჩინა თავი,ევროპაშიც შესძლებს ფეხის მოკიდებას.მის მიერ ირანში გატანილ გოლებს რომ ვუყურებ,როგორღაც ძალიან მეიმედება ამ ბიჭის და ისე ძალიან სურდა,ნაკრებში თამაში,რომ მინდორზე თავს მოიკლავს,ნაკრების გულისათვის.
სოსო
08 ივნისი 2023 18:14
4
ეს იგივეა ჰალანდზე რომ დაწეროს ვინმემ, ნორვეგიის ნაკრებთან ერთად თუ ვერ მოიგებს რაიმეს არაფერი ფეხბურთელი არააო.
ძალიან არასწორია რასაც წერთ, მითუმეტეს იცით, რომ საქართველოს ნაკრებში ხვიჩას დონის ფეხბურთელი არ გვყავს და მინიმუმ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი ამას რომ ხვდებოდეთ. ერთ კაცს რატომ აკისრებ ამას როცა ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს?
ჩასაფრებულს ჰგავს თქვენი კომენტარი.
მოკლედ მსოფლიომ აღიარა მაგრამ ქართველები ცოცხალი თავით არ იჯერებთ მის დიდ ფეხბურთელობას, აბა ნაკრებში მოიგოს თუ მაგარიაო.
კარგით რა მართლა.
მარტო ათრევს ნაკრებს და ერთა ლიგაზე რეებიც ქნა კი ნახეთ. მაკედონიასთან, ბულგარეთთან. ასევე შესარჩევზე შვედეთთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან. როგორც ჩანს დიდად არ გაინტერესებთ ეგ.
თქვენნაირები მესიზეც იძახდნენ ნაკრებს სანამ არ მოიგებს დიდი ფეხბურთელი არ დადგებაო.
სასაცილოა ცოტა :))
!!
08 ივნისი 2023 14:06
1
ყველა გამოხმაურება
მარტის შემდეგ დაკატაობდა მოედანზე ნაპოლი და რამ დაღალა ?
sosia
13 ივნისი 2023 13:33
21
15 დისლაიქი რატომ აქვს ამ კომენტარს? რამე სხვაგვარად იყო?
უვიცი
13 ივნისი 2023 19:58
7
მართლა უვიცი რომ არ იყო ასეთ რამეს არ დაწერდი.
მაშინაც კი, როცა ხვიჩას გოლი არ გაუტანია, უდიდეს სამუშაოს წევდა გუნდისგვის. ამას შეფასებები და შედეგები ადასტურებს.თქვენ ალბათ მარტო ტაბლოზე უყურებდიღ ფეხბურთს, ან საცოდავად სიგარეტის ფული გქონდათ დადებული მის გოლებზე. რომ არ გაუტანია და ვერ მოგაგებინათ, მაგის გამო ლანძღვაზე გადახვედით.
რა უნდა ელაპარაკო ამ დონის ხალხს.
ხო მარა ემ ვი პი არ ეკუთვნოდაო თქვენნაირებმა ლამის პეტიცია შექმნან და იტალიაში გააგზავნონ.
იიი შეუერთდი ალ დაგაგვიანდეს ჩქალაა
უვიცი ს
15 ივნისი 2023 17:33
4
ქვეყანას აზროვნება და გაქანება რო გვიჭირს ეს უტყუარი ფაქტია,თუმცა იმედი მაინც არსებობს,იქნებ მომავალში შეიცვალოს რამე. ფლეისთეიშენი თამაში გონიათ რეალობაში ფეხბურთის თამაში. არიქა ვარსკვლავები გამოგვიჩდნენ,აგერ ხვიჩა დაფრინავს და წარმატების შანსი გვაქვსო,თუმცა ეგრე არ ხდება. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,იგებს სწორი ტაქტიკა და დაბალანსებული შემადგენლობა. კაცი რო ორ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს ეროვნულში და 3 დღეში ისევ თამაში მოუწევს,რა უნდა გააკეთოს? ან დასვენება არ უნდა ან შეთამაშება? ასე ლაპარაკს აზრი არ აქვს,ჯობია მაგალითებით ვისაუბროთ.პსჟ ყავდა მესი,მბაპე და ნეიმარი,ცენტრში ევროპის ჩემპიონი ვერატი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დონარუმა,თუმცა ლიგა ვერ მოიგო.ბავარიამ მოუგო და გაგდო,თან გოლიც ვერ გაუტანა. უფრო შორს წავიდეთ,გალაქტიკო ყავდა რეალს,თუმცა 1/8 ფინალს ვერც ცდებოდნენ 8 წელი. მავანი იტყვის,რომ მამარდა გვყავს კარშიო,მერე რა? ალისონი ედგა რომას კარში,თუმცა ლივერპულმა 10 გოლი გაუტანა ორ თამაშში.სამაგიეროდ,ლივერპულში გადავიდა და ეპლი მოიგო,ყველაზე მეტი მშრალი კარი ქონდა. ტიტულებს ვარსკვალური სახელები კი არა,დაბალანსებული გუნდები იგებენ. ხვიჩა გარანტირებულად ხალხს მიიყვანს სტადიონზე,თუმცა შედეგს ვერ დაგიდებს. როგორც ყოველთვის,მოლოდინები დიდი გვაქვს ხოლმე დასაწყისში,თუმცა მერე იმედგაცრუებაში გადადის ხოლმე,რადგან არასწორი მოლიდინებია და უმიზნოდ კეთდება ყველაფერი. რა არის მიზანი უ21 ნაკრების? კარგი ახალგაზრდები გამოიძახონ და მოამზადონ ეროვნული ნაკრებისთვის. ოლიპიადაზე გასვლა არის მიზანი? 17 წლამედელებს ქონდათ წარმატება,თუმცა რითი გაგრძელდა? ხვიჩა,დავითაშვილი,მამარდა,მიქაუტაძე ნანახია უკვე და აღარ საჭიროებს ზედმეტ გამოფენას,ისინი არიან ნაკრების იმედი და მომავალი. ახლა,უნდა ეცადო რო სხვებს გაუწიო პოპულარიზაცია და ათამაშო,თუ თავს გამოიჩენენ და კარგი ტურნირი ექნებათ,ნორმალურ კლუბებში გადავლენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. ასე იკვრება ბირთი და რეზერვი,რაც წარმატებამდე მიგვიყვანს. ხო გახსოვთ,ხვიჩა გვეყოლება და მაკედონიას გავარღვევთო,ხოდა რა მოხდა? გაარღვიეთ? გამოგვაკლდა ხვიჩა და ჩავქიმეთ. ადრე დავწერე მსგავსი კომენტარი და დამცინეს,სიმართლე დასაცინი გახდა და არის ამ ქვეყანაში. იმის გამო რო ვიღაცამ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს,ხვიჩას თამაში ნახოს ან ბავშვს ანახოს,მომავალს ვსპობთ და სხვებს ვჩაგრავთ,რამეთუ ახალგაზრდული ნაკრებები არის ეროვნულის მოსამზადებელი ეტაპები. ოლიმპიადაზე ნეიმარსაც უთამაშია და სხვებსაც,თუმცა იქ ტურნირის მოგებაზე ქონდათ გათვლა,ბრაზილია და მიტომ.მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ასე ხდება,ერთი წუთის სიამოვნებისთვის ანგრევენ ყველაფერს. არის ასეთი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი,რომელიც ეროვნული ლიგის გამორჩეული შემტევი იყო და ახლა ბოსნიაში თამაშობს,ხოდა რატომ უნდა დაიჩაგროს მიქაუტაძის ან დავითაშვილის გამო? ეროვნულში მათ გამო არ იძახებენ და არც ახალგაზრდულში უნდა მიეცეს შანსი? წესად მოგვდგავს ერს ადამიანების დაცაგრვის წახალისება,რა ასე არ არის? ხვიჩა არ იჩაგრებოდა საქართველოში? ვიღაც პლაჟდან წამოყვანილი ბრაზილიელიები და ჯუნგლებიდან წამოყვანილი აფრიკელები დარბდნენ დინამოს სასტარტოში,ხვიჩა გაანათხოვრეს. რო არა რუსეთი და რუბინი,მისი ნიჭი დაიკარგებოდა და ეხლა კარგია ხო ვარსკვლავი რო გვყავს და ქართველია,სერიას ა წლის მოთამაშე და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა რო გახდა? შანსი თუ არ მიეცა ადამიანს,საიდან დაგიმტკიცებს რამეს,დაიგინოს? არა ახალგაზრდა ბიჭების დაცაგვრას ეგოს დასაკმაყოფილებლად და არა უმიზნოდ რაიმეს კეთებას.
მიზანი არის მთავარი
13 ივნისი 2023 10:30
6
ფეხბურთისგან რომ არ არის გადაღლილი ფაქტია,ორი თვეა კვირაში ერთი თამაში ქონდა.
ასეა ეს
13 ივნისი 2023 17:41
6
ფიზიკურად გადაღლის გარდა არსებობს ემოციური გადაღლა. წარმოიდგინე რომ სამსახურში მუშაობ და 1.5 წელია არ დაგისვენია. გამოფიტული ხარ და არაფერი აღარ გინდა ამ დროს. მექანიკურად ასრულებ შენ საქმეს და არ ხარ პროდუქტიული. მინიმუმ 2 კვირა მაინც უნდა დასვენება. გარემოს შეცვლა. ასე რომ შეეშვით მის კრიტიკას და ყოვლისმცოდნეებად ნუ მოგაქვთ თავი.
ოტტო
15 ივნისი 2023 17:55
7
ზოგიერთს კომენტარზე ეტყობა, რომ შეგნება ნული აქვს და დივანზე მოკოტრიალეს და ბირჟის გამამაგრებელს ვერ წარმოუდგენია, თუ რა არის გადაღლილობა.
რატი
13 ივნისი 2023 13:08
7
კვარაზე ბევრი დაიწეეა და ის ჩვენი აწმყო და მომავალია. მარადიშვილი ვერ დავითანხმეთ? არადა როგორ გვჭირდება
ვანჩოპე
09 ივნისი 2023 00:02
6
და რატომ გვჭირდება თავის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითადში? :)
las
13 ივნისი 2023 10:21
3
მარადიშვილი ნამდვილად გვჭირდება, თუმცა რატომღაც სათადარიგოებს მიეჩვია (ამასწინათ შეცვლაზე ითამაშა) და მის პოზოციაზე მყოფი კიტეიშვილი შეირჩა, თუმცა რატომ არ იქნა გამოძახებული გაუგებარია (!) გაეცნობოდა მაიც გარემოს. დავიჯერო მისი საპასპორტო პრობლემა ვერ გადაიჭრა?!
უფრო მგონია მარადიშვილის არგამოძახება მისი არასათანადო ფორმაში ყოფნას უნდა მიეწეროს.
ლაშა
13 ივნისი 2023 10:44
3
ამ წუთშიც გადის u21 ის თამაში. მერე რა რომ ამხანაგურია, კაციშვილი არ ახსენებს, არც უშვებენ და აინტერესებთ.
ეგაა გულშეატკივრობა?
კვარა რომ იქნებოდა მარტო მაშინ დაგაინტერესებდათ თუ როგორაა საქმე? ეს ერთი ბიჭი შუაზეც რომ გაიხეს თქვენი მოსაწონი მაინც არ იქნება, რომ ეთამაშა და ტრავმა მიეღო, მერე დაწერდით ახალგაზრდულში რა უნდოდა ჭკუა არ ჰქონდაო?
ამიტომ როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ,ყოველთვის ისე უნდა მოიქცეს, რადგან არავის არ ანაღვლებს მისი ბედი, პირიქით, ცუდად თუ წაუვა საქმე, უფრო ბედნიერები იქნებიან, რადგან ეს ქვეყანა უბედურებზე და განადგურებულებზე გიჟდება.
.
15 ივნისი 2023 21:05
3
თუ დაიღალა დაისვენოს! უფლებას ვაძლევ :), თუ არა და ითამაშოს, არავინ უშლის! სანიოლი შეხედავს სიტუაციას და ისე ათამაშებს მე მგონი ხვიჩას! არ არის გამორიცხული შეცვლაზე შემოუშვას კვიპროსთან, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შოტლანდიასთან ძირითადში დააყენოს!
მწვრთნელი
08 ივნისი 2023 18:05
12
არა მგონია მისი ინიციატივა იყოს: აგენტი და კლუბი ჩაერეოდა. მიანიშნებდნენ, რომ თუ გადაღლისაგან ან სხვა დამატებითი ფაქტორის გამო (ემოციური;ფიზიკური; მეტოქის უხეშობა) ტრავმას მიიღებდა და გამოაკლდებოდა ნაპოლის პირველ წინასაზენო შეკრებებს- საფრთხე შეექმნებოდა მისი კონტრაქტის გადახედვა/კორექტირებას. ასე ვფიქრობ.
თუ ასე არაა, მაშინ ვერ გავამართლებ შემდეგი ფაქტორების გამო: -ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თან თბილისში და შანსია, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავახაროთ მთელი ქვეყანა;
-ასაკით მეტი ახალგაზრდული ჩემპიონატი არ მოუწევს და ეროვნულში ევროპის ან მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე თამაში, შეიძლება ისე დაამთავროს კარიერა - არც მოუწიოს;
-ჩვენი ერისათვის მისი წარმატება ნაკრებში და მისი მეშვეობით გუნდის წარმატება, ჩვენი ქვეყნისა და მისი გულშემატკივრებისათვის უფრო ფასეული და მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სკუდეტო;
-ნაპოლიში, რომ არ თამაშობდეს ახლა და ისევ ბათუმში იყოს, და იყოს სკაუტების დაკვირვების არეალში და წყდებოდეს მისი ტრანსფერის ბედი - მაშინაც უარს იტყოდა?
დათი
15 ივნისი 2023 18:11
6
ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,
პატრიოტი ქართველი
15 ივნისი 2023 17:34
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული