"კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" - უცხოური მედიის პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
შაბათს, 17 ივნისს (22:45 სთ), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეისგან მიღებული დუბლისა და შოტლანდიასთან (0:3) მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ხასიათის გამოსწორება სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სცადა, რომელთანაც უხვგოლიანი (2:2) ფრე ითამაშა. ქართველი სპეციალისტი ჯერ კიდევ ელოდება მნიშვნელოვან გამარჯვებას. კვიპროსის ნაკრებს "ერთა ლიგის" C დივიზიონში დარჩენაც აქვს გადასაწყვეტი, სადაც პლეი-ოფში გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდეს.

ბოლო 21 მატჩში მხოლოდ სამი მოგება საკმარისი არაა. რაც შეეხება ქეცბაიას შედეგებს - 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება,
ბურთები 7:14. კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის ეს ბევრი ვერაფერია, რადგან შესარჩევ ეტაპებზე კატასტროფული მაჩვენებელი აქვთ, მათ შორის რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი (0:6) მარცხი.

Sportall.Ge

ახლა კვიპროსელებს ნეაპოლელი "ფლანგის ჯადოქრის", ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოუწევთ, რომელიც "ერთა ლიგაზეც" ძალიან შედეგიანი იყო, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან (მარტში) მოიტოვა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან. ურთიერთთამაშებში უპირატესობა კვიპროსელებს აქვთ (3 მოგება 2-ის პირისპირ). მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს, გორში შედგა, სადაც მასპინძლებმა გიორგი ქვილითაიას გოლით (1:0) გაიმარჯვეს, რომელიც ახლაც შემადგენლობაშია.

ქეცბაიას მთავარი პრობლემა ფორვარდ სოტირიუს ტრავმა და მარცხენა მცველ იოანუს დისკვალიფიკაციაა. ანდერსონ კორეიასა და კოსტას პილეას პირველი სანაკრებო მატჩები უნდა ჰქონდეთ.

Sportall.Ge

9 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც მარტის მატჩებისას ვილი სანიოლის განკარგულებაში იყო, ახლა გუნდში არაა. 15 გოლის ავტორ ვაკო ყაზაიშვილს 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. არ იქნებიან დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია, კაპიტანი გურამ კაშია კი "ჯვაროსნების" ფორმას 103-ედ მოირგებს.

საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით უნდა შეუტიოს, რომელთაც დახმარებას ზურიკო დავითაშვილი გაუწევს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

(3-5-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე - კაკაბაძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, დავითაშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ბრაზილიელითა და ფრანგით გაძლიერებული დაცვა და პარალელი "ჯვაროსნებში" მუშაობასთან...

altსანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

alt"გეგმები კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად" - ქეცბაიამ მომავალ მატჩებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ზურიკოს ფეხბურთელობა არ გეიშვას, რა უნდა თვითომნაც არ იცის, მარა სირბილი კი შეეუძლია, ქეცბაიაზე ცოტა მეტს კი დარბის, არის მოსუქებულ მაჩვივით ხო?..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04:50 17-06-2023
4
მიუხედავად იმისა რომ სანიოლი უდაოდ დიდი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის რანგში მაღალი კვალიფიკაცია ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს და ეს არის ფაქტი. იყო თამაშები სადაც მისი სწორი გადაწყვეტილებების, მიგნებების დაუნახაობა ნამდვილად უმადურობად ჩაითვლება. მაგრამ ისიც ფაქტია რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ჩვენ ნაკრებს არც არასოდეს ყოლია. იყო რათქმაუნდა გამონათებები, მაგრამ შემადგენლობის ასეთი ბალანსი, პოზიციებზე გარკვეული არჩევანი, ბოლოსდაბოლოს კვარას დონის ფეხბურთელი დამოუკიდებლობის ეპოქაში არ გვყოლია. პოზიციას, რომ სანიოლმა ჩვენზე უკეთ იცის და გულშემატკივრის შეხედულებები აზრს მოკლებულია, კატეგორიულად არ ვეთანხმები. მასზე ბევრად დიდ ტრენერებს რაღაც პერიოდში აშკარა შეცდომები მოსვლიათ, რბილად რომ ვთქვათ. რამდენი ადამიანია, ვისაც ნორვეგიასთან დაყენებული შემადგენლობა, ან თავდაპირველი სქემა, ზოგადად პირველი ტაიმი მოეწონა? სიმართლეს თუ ალიკაპს არ ამოვდებთ, ეს იყო კრახი. ძალიან არ მინდა რომ იგივე როდესმე განმეორდეს. ვინ იცის კიდევ როდის გვეყოლება ასეთი პერსპექტიული ნაკრები. ეხლა ექსპერიმენტების და ,,პროფესორობის" დრო არ არის. სწორედ კვიპროსთან არის დასაყენებელი უძლიერესი შემადგენლობა პირველივე წუთებიდან, რადგანაც სწორედ ეს თამაშია მოსაგები, შოტლანდიასთან ვერცერთ შემთხვევაში მოგებას ვერ დაგეგმავ და მარცხიც არ იქნება გამოუსწორებელი შედეგი.საბოლოო ჯამში შემადგენლობასა და სათამაშო სქემას რათქმაუნდა მწვრთნელი წყვეტს, თვითონვეა შედეგზე პასუხისმგებელი.მაგრამ არის რაღაცეები რაც აშკარად გაუგებრობას გამოიწვევს, მაგალითად გოჩოლეიშვილის არ დაყენება, ჭაკვესთვის მცირე შანსისაც კი არ მიცემა,კვიპროსთანაც თამაშის კონტრშეტევებზე აწყობა, მამარდაშვილის თემა, საყრდენები და ა. შ.ღმერთმა ინებოს, რომ ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასიკეთოდ დალაგდეს! გამარჯვებებს გისურვებთ ყველა გულშემატკივარს!
ამატაკი
00:41 17-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული