"კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" - უცხოური მედიის პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
შაბათს, 17 ივნისს (22:45 სთ), ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ სკოტ მაკტომინეისგან მიღებული დუბლისა და შოტლანდიასთან (0:3) მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ხასიათის გამოსწორება სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სცადა, რომელთანაც უხვგოლიანი (2:2) ფრე ითამაშა. ქართველი სპეციალისტი ჯერ კიდევ ელოდება მნიშვნელოვან გამარჯვებას. კვიპროსის ნაკრებს "ერთა ლიგის" C დივიზიონში დარჩენაც აქვს გადასაწყვეტი, სადაც პლეი-ოფში გიბრალტარს უნდა დაუპირისპირდეს.

ბოლო 21 მატჩში მხოლოდ სამი მოგება საკმარისი არაა. რაც შეეხება ქეცბაიას შედეგებს - 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება,
ბურთები 7:14. კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის ეს ბევრი ვერაფერია, რადგან შესარჩევ ეტაპებზე კატასტროფული მაჩვენებელი აქვთ, მათ შორის რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი (0:6) მარცხი.

Sportall.Ge

ახლა კვიპროსელებს ნეაპოლელი "ფლანგის ჯადოქრის", ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოუწევთ, რომელიც "ერთა ლიგაზეც" ძალიან შედეგიანი იყო, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან (მარტში) მოიტოვა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან. ურთიერთთამაშებში უპირატესობა კვიპროსელებს აქვთ (3 მოგება 2-ის პირისპირ). მათი ბოლო დაპირისპირება 2017 წელს, გორში შედგა, სადაც მასპინძლებმა გიორგი ქვილითაიას გოლით (1:0) გაიმარჯვეს, რომელიც ახლაც შემადგენლობაშია.

ქეცბაიას მთავარი პრობლემა ფორვარდ სოტირიუს ტრავმა და მარცხენა მცველ იოანუს დისკვალიფიკაციაა. ანდერსონ კორეიასა და კოსტას პილეას პირველი სანაკრებო მატჩები უნდა ჰქონდეთ.

Sportall.Ge

9 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც მარტის მატჩებისას ვილი სანიოლის განკარგულებაში იყო, ახლა გუნდში არაა. 15 გოლის ავტორ ვაკო ყაზაიშვილს 2022 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. არ იქნებიან დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია, კაპიტანი გურამ კაშია კი "ჯვაროსნების" ფორმას 103-ედ მოირგებს.

საქართველოს ნაკრებმა კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტით უნდა შეუტიოს, რომელთაც დახმარებას ზურიკო დავითაშვილი გაუწევს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

(3-5-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე - კაკაბაძე, გაგნიძე, კვეკვესკირი, დავითაშვილი, აზაროვი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ბრაზილიელითა და ფრანგით გაძლიერებული დაცვა და პარალელი "ჯვაროსნებში" მუშაობასთან...

altსანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

alt"გეგმები კვარაცხელიას და ჰოლანის შესაჩერებლად" - ქეცბაიამ მომავალ მატჩებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ან რა სტატიაა, არ რა ანალიზი, ან რა სათაური!? რას ნიშნავს "კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" !? ვინ არის ეს ფანტომი "უცხოური მედია", რომლის ციტირებასაც სათაურში ახდენთ, მაგრამ ტექსტში არ ახსენებთ?
ხვიჩას (იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის !!!) ამ კონტექსტში ხსენება არც ფაქტობრივად, არც მორალურად და არც ფსიქოლოგიურად, მნიშვნელოვანი თამაშის წინ არ არის გამართლებული. ყველაფერი ეს მაქარაშვილებისა და სანაიების ხელწერას გავს.
ადმინ, არ დაბლოკო!
ძველი გულშემატკივარი
14:18 16-06-2023
20


მამარდა, კაშო, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი(გაგნიძე), კიტე, ჩაკვე, დავითაშვილი, კვარა და მიქაუტაძე.
azri
17:59 16-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული