სანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოკლედ უპასუხა მედიის კითხვებს:

"ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად არ იყო იოლი. დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში - ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.

კარგი იყო, რომ ამ სიტუაციაში ტრავმა არც ერთი გუნდის მოთამაშეებმა არ მიიღეს, მათ ხომ ბევრჯერ მოუწიათ თამაშში ჩართვა. რამდენჯერმე გახდნენ იძულებული, გახურებულიყვნენ.
შესცივდათ, უჭმელებიც იყვნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ რთული იყო, ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა მათზე.

მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა. მწვრთნელი ვარ და მეც ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს".

რატი შელეგია გლაზგოდან „სპორტალისთვის“

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში

altსაათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო

altშოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?

altმატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 33 /
დიდი ფეხბურთი ვისაც უთამაშია,ყველამ იცის ,რომ თერთმეტმეტრიანი აუღებელია,ყოველთვის ,თუ დარტყმულია ფეხის შიგნითა გვერდით,დაბალ კუთხეში ძელთან ახლოს ერთ მეტრში მაინც,ცაციათი მარცხენა ძელთან,მარვენათი,მარჯვენა ძელთან.მეკარემ თუ წეები არ დაარღვია,ნაბიჯი არ გადადგა დარტყმამდე,არ იხტუნავა ნახტომის წინბიძგის გასაძლიერებლად და სხვა......დაბალ კუთხეს ვერ აიღებს,ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანისთვის,რაც არ უნდა ნავარჯიშები არ ყვეს,ნახტომის ტრაექტორიით ვერ ასწრებს ბურთის ძელთან აღებას,მთავარია დამრტყმელმა მოახვედროს ამ ერთი მეტრის ფარგლებში ძელიდან.სლავა მეტრეველი ურტყამდა ყველაზე კარგად პენალტს ყველა დროს მოთამაშე ქართველებიდან და არა მარტო....
მ.,ზ.
16:26 26-08-2023
0
ძალით დაგინებულზე ითამაშეს-იარეს მინდორზე ჩვენებმა. ჟილკა ნული. მონდომება ნული. ხარისხი ნული. ზოგიერთებს თავში ავარდნა ასი. უჯიგრო თამაში ხალხზე თავზე და@მა გამოგდით ქვეყნის რჩეულებო
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული