შოტლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოკლედ უპასუხა მედიის კითხვებს:
"ეს იყო სიტუაცია, რომელიც არავის სურდა. რამდენჯერმე გავედით და დავბრუნდით მოედანზე. დიდხანს ველოდით გადაწყვეტილებას და ეს ნამდვილად არ იყო იოლი. დაწყებისთანავე გახდა ცხადი, რომ რთული იქნებოდა ასეთ სიტუაციაში თამაში - ამაზე ორივე მწვრთნელი შევთანხმდით, თუმცა მატჩი ჯერ შეწყდა, მერე განახლდა და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.
კარგი იყო, რომ ამ სიტუაციაში ტრავმა არც ერთი გუნდის მოთამაშეებმა არ მიიღეს, მათ ხომ ბევრჯერ მოუწიათ თამაშში ჩართვა. რამდენჯერმე გახდნენ იძულებული, გახურებულიყვნენ.
შესცივდათ, უჭმელებიც იყვნენ. გასაგებია, რომ პროფესიონალები არიან, მაგრამ რთული იყო, ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედა მათზე.
მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა. მწვრთნელი ვარ და მეც ყოველდღე ვიღებ გადაწყვეტილებას. ისიც მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს".
რატი შელეგია გლაზგოდან „სპორტალისთვის“
ფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში
საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლებული მატჩი - პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი შეწყდა - "ჯვაროსნები" თამაშის გადატანას მოითხოვს?
მატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა
ამას არც პატრიოტიზმის ჭრილში განვიხილავ და არც ვინმეზე მეტად ქვეყნის მოყვარული მგონია თავი.
არც ვალდებულებას ვგრძნობ, რომ მაინცდამაინც ესენი მიყვარდეს მაგრამ მიყვარს ბუნებრივად.
ვინც გიყვარს იმას ვერ დასცინებ, ვერ დაამცირებ, ვერ გალანძღავ- ამაზე ვინმე არ შემეკამათოს, 100% ით ვიცი.
შეიძლება მწარედ გააკრიტიკო მაგრამ მაინც გასამართლებელ არგუმენტებს დაუწყებ ძებნას და კრიტიკაც მის გამოსასწორებლად იქნება მიმართული, ოღონ ჯანსაღი...
არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, ვინც საკუთარი ნაკრების თამაშზე, მოწინააღმდეგის მაისურით მივა, ვინც დამარცხების მერე გამარჯვებულით აღფრთოვანდება და საკუთარი საყვარელი გუნდის გასამართლებელ მიზეზებს არ ეძებს.
უბრალოდ არ არსებობს, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობდე და შენი ნაკრების თამაშზე მოწინააღმდეგის მხარდასაჭერად მიდიოდე, 10 წელიც არაა გასული იქედან, როცა ეს ხდებოდა. ახლა ხვიჩას და ახალი თაობის გამოჩენამ თითქოს შეცვალა მაგრამ ის ხალხი არსად წასულა, ჩვენს შორისაა ისევ...
გულშემატკივარიც უნდა გაიზარდოს. ნაკრები და გულშემატკივარი ერთი ორგანიზმია, როგორ შეიძლება შენს ნაკრებს ცუდად მისდიოდეს საქმე და შენ აჰაჰავებდე და სიამოვნებას იღებდე, მერე ჩასაფრებული ერთმანეთს ეჯიბრებოდე, ვინ უფრო ენაკვიმატურად დაამცირებს ნაკრებს. არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ეგ.
ჩემი უპირობო მხარდაჭერა ნაკრებს და იმ გულშემატკივარს, ვინც გულით განიცდის ცუდ თამაშს და გულით უხარია კარგი...❤️