"თამაში არ უნდა დაგვეწყო, გოლი გავუშვით და მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა მატჩის შეჩერება" - გურამ კაშია

AutoSharing Option
შოტლანდიასთან 2:0 მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე გლაზგოური თამაში შეაფასა:

"დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.

ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა,
რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ".

წყარო: Nakrebi.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
რას მიედ მოედებიტ გაგვიმარტლა რო კარგი ამინდი არ იყო
o o n
21 ივნისი 2023 12:43
8
კარგი შეფასებაა მატჩის კაპიტნის მხრიდან, მაგრამ რა ვქნათ რომ ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ხდება?
ჩემის აზრით, ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც გამართლება შეგიძლია მოუძებნო ნაკრებს! თამაში რომ შეგვეწყვიტა და არ განგვეახლებინა ეჭვი მაქვს უეფა წაგებას ჩაგვითვლიდა...
ლაშა
21 ივნისი 2023 12:33
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული