"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
ნამდვილად, გეთანხმებით!
ეს თამაში იყო - შოტლანდია-მამარდაშვილი!
ნინო
21 ივნისი 2023 18:11
7
ამას ფეხბურთი ისე ესმის როგორც მე ჩინური ! რამოდენიმეჯერ სისულელეები რომ დაწერა და ხალხმა რომ დასცინა ეტყობა ეხლა ვიღაცა ახლობელ ფეხბურთელს ან მწვრთნელს სთხოვა ეს ტექსტი დაეწერა ! ყველაფერში ვეთანხმები იმ ფეხბურთელის თუ მწვრთნელის აზრებს !
zura222
21 ივნისი 2023 18:09
16
100% მართალია, ძალიან მაგარი ანალიაზია, მე კიდევ ერთ რამეს დავამატებ, ყველა თამაშზე მისი ტაქტიკა მცდარი იყო, სანიოლი კი არა მთელი მისი შტაბი არის დასათხოვი თავის ასისტენტიან ანალიტიკოსიანად, კვიპროსთან გადავრჩით/გაგვიმართლა, უფრო წინ რომ წავიდეთ და გადავხედოთ თამაშებს, ბულგარეთთან გავიმართლა რომ მეორე გოლი გავითანეთ, თორემ ისე იყო ათამაშებული ბულგარეთი კიდევ 5 ბურთს გაგვიტანდა, მაკედონია ხომ საერთოდ თემაა, ხარისხით მაგათთან ვერც მივიდა ჩევნი გუნდი, ყველა თამაშში საქართველოს მეტოქე სჯობნიდა თამაშის ხარისხით, ყოველთვის ვიგებდით კვარცხელიას ხარჯზე, მწვრთნელი იმის ხარ რომ ამ შემადგენლობას უნდა მოუძებნოს სწორი ტაქტიკა, ვაისმა დააყენა ეს გუნდი და მის მერე არც არაფერი შეცვლილა, ინერციით მიდიოდა აქამდე და უკვე დაეტყო უკუსვლა, 4-3-3 თამაში აირჩიე და 6 კაცი დაცვიდან არ ამოდიოდა, კვარაცხელია მარცხენა ფლანგი უკუდურეს ხაზთან იყო, ,ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგის უკიდურეს ხაზთან და დარბოდა მიქაუტაძე მარტო, არც გაგნიძის თამაშის ხარისხის არ დავეთანხმები, ვაღიარებ მაგარი მშრომელი და მონდომებული ბიჭია მარაა არა რააა, კლასი არ აქვს მაგ ახალგაზრდას ჯერ, მე როგორ საქაღტველოს გულშემატკივარი გეტყვით რომ სწორედ შოტლანდიასთან იყო სათამაშებელი დავითაშვილი და ჩაკვეტაძე, გახსნილი თამაშის კოზირია ჩაკვეტაძე... და ბოლოს რა უბედურებაა საჯარიმომდე მოსული რომ პასებს ბოლო მცველს რომ უბრუნებენ, ეს ოხერი სხვა გუნდების ფეხბურთელები როგორ იქხსნებიან, კვიპროსი 3 პასში უკვე ჩვენს საჯარიმოში იყო, ასევე შოტლანდიაც, ამან რა ტაქტიკა აირჩია ასეთი:)))) მე ვფიქრობ რომ სანიოლს და მის შტაბს არ ყოფნის "ბაგაჟი" ეს გუნდი რომ აათამაშოს. მწვრთელი გვჭირდება რომელიც ამ ბავშვებს, უნიჭირეს ახალგაზრდებს დააყენებს სწორ გზაზე....
ქუთაისელი
21 ივნისი 2023 17:54
12
სრულიად გეთანხმები ქუთაისელო. კვარაცხელიას, ჭანკვეტაძეს, მიქაუტაძეს, რომ მაქსიმალურად ვერ გამოიყენებს მწვრთნელი, ის რა მწვრთნელი ხარ. რა უბედურებაა მინდვრის შუა ხაზიდან, უკან-უკან გაუთავებელი პასები. უაზრო გადაადგილებები. ამ შემთხვევაში ფეხბურთელების მარგი-ქმედების კოეფიციენტი, მინიმალურია. სად არის, ანდრო ჟორდანიას, გავრილ კაჩალინის, ნოდარ ახალკაცის ქართული, ცეცხლოვანი ფეხბურთი. ამის პოტენციალი კი, გააჩნია ნაკრებს.
თბილისელი.
21 ივნისი 2023 19:01
2
რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი ვერ ვხვდები არ არის ვილი კარგი გამოცდილი მწვრთნელი არც გამოცდილება არც ნიჭი არც ქგანსწავლულობა.. ჩაკვეს ვერ იყენებს.. შემადგენლობას ვერ არჩევს ვერ ჩამოყალიბდა ფეხბურთელებზე... კვარა არაა კარგი პენლის დამრტყმელი და ჯიუტად არტყმეინებს.. აზარი ერთ დროს უძლიერესი იყო მაგრამ მისგან გოლეადორი არ დადგა იმიტომ რომ არ იყო ეგ კაცი გოლეადორად დაბადებული ასეა კვარაც კი გაიტანს გოლებს მაგრამ არა იმდენს რამდენსაც ვითხოვთ.
Roni
21 ივნისი 2023 17:46
7
ექსპერტებო! წადით პატარა ბავშვების გუნდი მოამზადეთ, ორი თამაში მოიგეთ და მერე ასწავლეთ ჭკუა ამ კაცს.
ქ. გ.
21 ივნისი 2023 17:43
7
რას ნიშნავს "კვარაცხელიამდე ბურთი ვის უნდა მიეტანა"? მეტრეველი, პასი იცი რა არის? გრძელი პასი? რა, ხელიდან-ხელში (ამ შემთხვევაში ფეხიდან-ფეხში ) უნდა გადაეცა ბურთი?
ბესო
21 ივნისი 2023 17:32
7
მერე , ვინ აწვდიდა მაგ გრძელ პასებს , კვეკვესკირი ? კი , აწვდიდა უკან მცველებს და მეკარეს .
ტარიელი
22 ივნისი 2023 18:56
1
100% vetanxmebi da davamateb kidev standartulebis dros(orive mxares) katastroful mdgomareobas da aravitari kombinaciuri tamashi...da ra gamodis vigaceebis individualur gabwkinebazevart mtlianad damokidebuli da aset gunds xom nebismieri gawvrtnis
Givi
21 ივნისი 2023 17:27
4
ვილი კი არა და ფედერაციის გენერალიტეტი ნაღდად გასაშვებია ბევრი მიზეზის გამო ,მწვრთნელის შეცვლა სიტუაციას ვერ შეცვლის ,თუ ვინმეს დააინტერესებს ეს მიზეზები ,შევეცდები ჩამოგიყალიბოთ
მიხეილი
21 ივნისი 2023 17:26
5
მერაბს სრულად ვეთანხმები, ვერაფრით მოხერხდა მექანიზმების სწორი ამუშავება და მართვა. ცოდნით ვერ მუშაობს სანიოლი, ქაოსი ზუსტად იმ მიზეზებმა გამოიწვია რაზეც მერაბი საუბრობს. კვეკვესკირი და ტაბიძე გუნდს მხოლოდ პრობლემას უქმნიდა, ხოლო კაშიაც, მიუხედავად იმისა რომ დამსახურებული ფეხბურთელი და ადამიანია, არაა ფორმაში...ამოიწურა... სანიოლს ჰქონდა არჩევანი: ზურიკო,გოჩოლეიშვილი,აზაროვი,ჩაკვეტაძე,გველესიანი... მიუხედავად იმისა რომ შოტლანდია ძლიერი გუნდია, გუშინ საშუალო გუნდზე მეტი არაფრით იყო და როგორც კი 2-3 სწორი თამაში გავშალეთ, კონკრეტულ მომენტებში, ძალიან სუსტადაც გამოიყურებოდნენ. მერაბი პრესინგზე საუბრობს, მაგრამ პრესინგამდე თავისუფალ სივრცეების ათვისებაზეა სამუშაო, მერე პრესინგზე... არ შეიძლება ბურთიან მოთამაშეს 2-3 პასის მისაცემი კარგი არჩევანი რომ არ ჰქონდეს ბურთის მიღების წამიდან...
მე მაინც მგონია აზროვნებაა გუნდის პირველი პრობლემა და მწვრთვნელი რომელმაც თამაშის წაკითხვა და მართვა უბრალოდ არ იცის...
nika
21 ივნისი 2023 17:24
5
ასწორებს. 16 თამაშიდან 2 თამაშს წააგებ და გასაგდები ხარ. სანიოლამდე სან მარინოს დონე რო ვიყავით ის არავის ახსოვს. ესე მოექცნენ ქეცბასაც. არაფერი გვეშველება და გეშველებათ.
ika
21 ივნისი 2023 17:20
7
მართალი ხართ ბიძიკო, მართალი. მოუთმენლობა და ანალიზის უუნარობა გვღუპავს.
გიზოგ
22 ივნისი 2023 15:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული