"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

ალექსანდერ ჩეფერინი პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ქართველების ხედვა და მათ მიერ გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.

უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, ეს ჩემპიონატი
ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიება.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო!

წინამდებარე წერილით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება პირადად თქვენდამი იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელმაც საოცარი წარმატება მოუტანა ამ ჩემპიონატს.

გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თქვენი ეროვნული ნაკრების მომნუსხველი თამაშის სტილი, დაგვირგვინდა ქართული გუნდის მატჩებზე მასშტაბური დასწრებით. ერთი მეორის მიყოლებით, სამ მატჩზე მოიხსნა გადაჭედილი სტადიონების რეკორდი, რაც 21 წლამდე ფინალურ თამაშებზე გვინახავს უეფა-ს მასშტაბით. ყოველივე ამის შედეგად, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიებად.

ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად. თან, ეს ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე იქნება იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო, რომელიც დროისა და ფინანსური რესურსით გამოიხატა და რაც არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლების მშენებლობას მოხმარდა.

სახელდობრ, ორი არსებული სტადიონით - თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის - ისევე, როგორც ხუთი ახალი უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ევროპის ჩემპიონატის საერთო წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.

თქვენი ხედვა და ზრუნვა, ისევე როგორც თანამასპინძელი რუმინეთისა, ორკესტრირებულად განაპირობებდა ამ ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის“, - აღნიშნავს ალექსანდერ ჩეფერინი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
და რა უპასუხა ღარიბაშვილმა? ჩ/ლიგის ფინალის ჩატარება პაიჭაძეზე არ თხოვა?
ქორ-პარიკმახერი
14:05 16-07-2023
1
რუსეთუმე ხარ გია, გამოდი გიცანით.ასე რომ არ იყოს, ევროპის ხსენებაზე ასე არ ავარდებოდი. რა კავკასია, რის კავკასია, იქნებ კონფედერაციის შექმნა გაქვს ოცნებაში ჰა? ცოტა ნელა დაეშვი მიწაზე და თვალი კარგად გაახილე. რაც შეეხება კავკასიის ნაწილობას, კავკასიის ნაწილი ისედაც ვართ და ვიქნებით კიდეც, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ვერავინ შეცვლის და არც კავკასიის მთები წავა სადმე აქედან!
კავკასიელ გიას
21:44 15-07-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული