უეფას პრეზიდენტობაზე კანდიდატურა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ამჟამინდელმა მმართველმა ალექსანდრ ჩეფერინმა წარადგინა.
უეფას ახალ პრეზიდენტს რიგით 47-ე კონგრესზე 5 აპრილს ლისაბონში 4 წლის ვადით აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა.