"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

alt"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ოლიმპიადაო... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ოლიმპიადაზე მის საუკეთესო ფეხბურთელებს არ აგზავნის... ოლიმპიადა ფეხბურთისათვის ითვლება კვაზი შეჯიბრებად, სადაც მეორე ნაკრებები, ეგრედ წოდებული ოლიმპიური ნაკრებები მონაწილეობენ. ოლიმპიადა ფეხბურთში არის არაპრესტიჟული ტურნირი და იმდენად, რომ საერთოდაც ფიქრობენ მის ამოღებას ოლიმპიური პროგრამიდან.
ქუთაისი
21 ივლისი 2023 00:04
16
ლააას ლაპალაკობ გეთაყვა???ოლიმპიადასაც ხოარ აუქმებენ?
გიორგი IV
21 ივლისი 2023 17:09
2
პანდევზე უკეთესი არ გენახოთ, ვინც კვარაცხელიას აკრიტიკებთ. და თან უაზროდ. პანდევს ერთი თამაში ქონდა სათამაშო, მთელი ტურნირი კი არა. რომლის მოგების შემთხვევაში ის და მისი გუნდი ევროპაზე გადიოდა. ვინც ევროპის ჩემპიონატს ადარებთ ახალგაზრდულ ევროპას და ოლიმპიადას, დონე გაქვთ პლინტუსს დაბლა. ერთი ისიც მითხარით თუ იცით ვინ გახდა ამის წინა ახალგაზრდული ევროპის გამარჯვებული, ან რომელი ქვეყანაა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში ეხლა. არ იცით ხომ?!... და ესეთ ტურნირში უნდა ეთამაშა თურმე მსოფლიო დონის კვარაცხელიას. და მერე პირდაპირ დაეწყო ნაპოლის მოსამზადებელი და სერია ა, დასვენების გარეშე. დავუშვათ, რომ ეთამაშა კვარაცხელიას და მიეღო მძიმე ტრამვა. მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებოდით. ქართველებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ვათამაშეთ ახალგაზრდული ევროპა, სადაც რომელიღაც უცნობმა თინეიჯერმა მოტეხა ფეხი. მაგარია არა?!.. პანდევზე უკეთესი არ გენახოთ აწ და მარადის.
ქუთაისი
20 ივლისი 2023 21:48
4
პანდევიც არ უნდა ანახო ამათ. არ იმსახურებენ.
პანდევი
21 ივლისი 2023 10:50
0
ეს,ზედიზედ მესამე სეზონი იქნებოდა,დასვენების გარეშე!თანაც,ოლიმპიადაზე 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელები თამაშობენ და სულ ორი თუ სამი უფრო ასაკიანი ფეხბურთელით გაძლიერების უფლება აქვთ.ნებისმიერი ფასეული სპორტსმენი,მთელი კარიერა,რეჟიმში ცხოვრობს და მიუხედავად დიდი სურვილისა,ბევრ გასართობზე,ან რაიმე სხვა,მისთვის სასურველ მოვლენაზე ყოფნაზე ამბობს უარს.ამას მოითხოვს მისი პროფესიონალიზმი.ამ ტურნირზე,ხვიჩას მეგობრები თამაშობდნენ და ვერავინ დამაჯერებს,რომ ხვიჩას,მათთან ერთად ყოფნის სურვილი არ ექნებოდა,მაგრამ პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის,რომ ბევრ რამეზე ამბობს უარს,მთავარი მიზნის მისაღწევად.მას ავალია,საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ბევრს, კონტრაქტში,ოფიციალურის გარდა,რაიმე სხვა ტიპის თამაშში,მონაწილეობის აკრძალვაც კი უწერიათ.
სოსო
23 ივლისი 2023 14:00
0
რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძეს ათი თავით ჯობნიდნენ საქართველოში მოთამაშე ბიჭები,მათ შორის თავისი მოგვარე ნიკა გაგნიძე!!!ძალიან ბევრს გიხაროდათ რუსეთში რო თამაშობდა და ხო დაინახეთ როგორი რეგრესი აქვს!!არა მგონია მოუმატოს!!!!!
!!!
20 ივლისი 2023 16:19
23
და შენ რა გიხარია, რომ არ მოუმატებს?
გიორგი
20 ივლისი 2023 16:29
2
ყველა მოსაზრებით სწორად მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად!
4
20 ივლისი 2023 13:32
13
Ეგ დიდი ხანია ჩვენ ვიცით ვინც გაბრაზებულები და გაწბილებულები ვართ თორე სექტას,რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა გაგონება და დანახვა არ უნდა,დილიდან საღამომდე შეუძლიათ შესციცინონ თვალებში.
Ამით რას მივიღებს ან თავად და ან მისი სექტა მაგასაც ვნახავთ.მაგაზე დიიიდი სპორტსმენები მინახია უკვალოდ გამქრალები და აღარავის რო არ ახსოვს.
Მერე თავად სექტა ჩაწიხლავს და ახალ ქურუმს დაემონება.
Მე პირადად მამარდა,გოჩოლეიშვილი,წიტაიშვილი უფრო მგონია რო მეტს მიახწევენ.თუ არა გჯერათ და მაგასაც ვნახავთ.
Ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდეს კაცი,ვინც გაზარდა იმას არ ახსენებს არსად და ბათუმს ეხმიანება.დაუნახაობა ყველაზე ცუდი საქციელია რომელიც ასე ჰაერში არ ჩაივლის
მწარე სიმართლე-ს
20 ივლისი 2023 12:56
15
ნაპოლი ზეწოლას ვერანაირად ვერ მოახდენდა, შეიძლება რეკომენდაცია და რჩევა მისცა ტექნიკურმა დირექტორმა რომ დასვენება უკეთესიაო მომავალი სეზონისთვისო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე მგონია მაინც მამამისმა და ჯუღელმა მიიღეს და ხვიჩაც დათანხმდა,თორემ თავიდან მაგარი მოტივირებული იყო ხვიჩა სათამაშოდ
მამუკა
20 ივლისი 2023 13:42
2
ზეწოლა არა კიტრი, არ უნდოდა და არ ითამაშა არც მიქაუტაძემ იკადრა, აბა ლეაოს ან სხვებს ეთამაშათ თუ არ ითამაშებდა
Tbilisi
20 ივლისი 2023 12:54
10
მიქაუტაძე მაინც ფრანგია. ხვიჩა სიხარულით ითამაშებდა თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო.
odala
20 ივლისი 2023 13:15
11
ყველა მოსაზრებით სწორად არ მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, ჩეეეეეემი თამადობით(მე უკვე გავიყარე)გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად
4
20 ივლისი 2023 15:28
7
აუ, აღარ დამთავრდა რა.
ქუთაისი
20 ივლისი 2023 14:39
2
მახსენდება ის ავადსახსენებელი თამაში მაკედონიასთან რომ წავაგეთ, პანდევმა გაგვიტანა.მაშინ კოვიდი იყო გემახსოვრებათ, სერია ა-მ ლეგიონერებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ან ვინც დატოვებდა უკან ვეღარ ჩავიდოდა, პლიუს რაღაც ფულადი ჯარიმაც იყო საზღვრის კვეთაზე. ფრენებიც აკრძალული იყო მაშინ, დედამიწა გაჩერდა. ყველანაერი ლოგიკით ვერ უნდა ეთამაშა პანდევს, თუმცა ყველაფერი ქნა, მგონი ყველა სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა რომ აქამდე ჩამოეღწია და კი გვახსოვს როგორც დაუფასდა. თორნიკე შენგელია გამახსენდა ბოლო შესარჩევზე რეებიც ქნა და მაგარი იყო 4 დღეში 3 თამაში პლიუს 3 ან 4 ფრენა. რეზო არველაძეზე თქვეს იმდღეს, დინამო რომ ევროტურნირებზე დააბრუნა უეფამ, კიოლნიდან წამოვიდა რომ დინამოში ეთამაშა ევროტურნირებზე და იცოდა რომ უკან აღარ მიიღებდნენ გერმანელები მაგრამ მაინც ეგ ნაბიჯი გადადგა. ალბათ ესეთი რაღაცეების გამო გვიყვარს სპორტი. მე ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, ბიჭმა რამხელა სიხარული გვაჩუქა წინა წელს, უბრალოდ მე და ჩვენ უბრალო გულშემატკივრებს რომლებსაც საერთოდ არ გვაინტერესებს კულისებს მიღმა რა ხდება, გული გვწყდება რომ გვყავს ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომელსაც ასაკით შეეძლო ეთამაშა თავისი ქვეყნისთვის და ვერ ითამაშა. რაღაც რაც არ მომხდარა ძნელია იმაზე კამათი, ზოგი იძახის რომ გვყოლოდა ხვიჩა და მიქაუტაძე შეიძლება ტურნირი მოგვეგოვო, ზოგი იძახის შეიძლება მთელ გუნდს მაგათზე ეთამაშათ და ჯგუფიდანაც ვერ გავსულიყავითო, რას გაიგებ...
ვინც ითამაშა მადლობა მათ, განსაკუთრებით დავითაშვილს და იმათ ვინც წინა დღეს შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს ტრაპიდან პირდაპირ დინამოზე წამოვიდნენ. გაიხსენეთ პანდევის თავგანწირვის დაფასება მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ზურიკოს გოლი ჰოლანდიასთან,მასაც დაუფასდა ;) არც პანდევის გოლი დაავიწყდებათ მაკედონიაში დიდხანს და არც დავითაშვილის გოლი საქართველოში.
კომენტატ2
20 ივლისი 2023 20:38
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული