სანიოლი: ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ - თამაშით სიამოვნება უნდა მიიღონ

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"იმის გათვალისწინებით, როგორი ჯგუფიდან გავიდა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იყო. უფრო ძლიერი მეტოქეების ძლევის შემდეგ ისრაელთან წაგება გულდასაწყვეტი გახლდათ. ტურნირზე ახალგაზრდებს თავის წარმოსაჩენად შანსი მიეცათ და ეს ბევრმა გამოიყენა. საზონოვი იტალიურ გუნდში გადავიდა, კალანდაძეს ნაკრებში ვუხმეთ.

ესპანეთთან მეოთხე ტურის მატჩი გვიწევს და ვერ ვიტყვი, რომ ფინალის ტოლფასია. საქართველოში მოლოდინი დიდია, თუმცა ერთ დღეში ძლიერ ნაკრებად ვერ ჩამოვყალიბდებით. ფეხბურთელებზე ზეწოლას არ განვახორციელებ, დავალებები უნდა შეასრულონ და თამაშით სიამოვნება
მიიღონ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამ გამახარა, რადგან ეს ფეხბურთელთა გარკვეულ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ევროპული კლუბების ქართველებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

პენალტების შესრულებისას შეცდომას ყველა უშვებს. კვარაცხელიას ვენდობი, მიქაუტაძეს და კიტეიშვილსაც. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, ვინ იქნება იმ მომენტისთვის მოედანზე და ვინ იქნება მზად.

გიორგი არაბიძე უკანასკნელ ხანს უკეთ თამაშობს, თავის გუნდს ეხმარება, მაგრამ ეროვნულ გუნდში გამოსაძახებლად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ამისათვის სტაბილურად ხანგრძლივად თამაშია აუცილებელი. თუ ასევე გააგრძელებს, გამოვიძახებ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბიჭებო,არ გვინდა ისეთი სასუბარი,თითქოს მონდომება გვინდა,თავდადება გვინდა ფეხბურთელებისგან და თუ თავს გაწირავენ მოვიგებთ.რეალობის გრძნობა ღალატობს ზოგიერთებს.ერთი თამაში ყველამ შეიძლება მოიგოს და მოგვიგია კიდეც,მაგრამ სინამდვილეში რეაალობაა ის რომ სრულიად სხვადასხვა დონის ნაკრებები ვართ და ჯერჯერობით რაც არ უნდა მოვინდომოთ ,გვჯობნიან და გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის მოგვიგებენ,ჯგუფიდან გასვლაც უტოპიაა და ნუ დაიწყებთ ფეხბურთელების კრიტიკას,თუ წავაგებთ,ისინი აკეთებენ რაც შეუძლიათ.ბევრი დრო გვინდა წამყვანი ნაკრებებების დონეზე რომ ავიდეთ,ჯერჯერობით დავტკბეთ ეპიზოდებით.
მირო
20:49 07-09-2023
3
ანუ მომგები მაინც არ ვართ და ჯობია მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთო.დდდდდდდდდდდ
ეეე
19:44 07-09-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული