დე ლა ფუენტეს აზრით, ეს თაობა საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ უპასუხეს.

დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს, ვილი სანიოლმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა; მთავარი არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი (კვარაცხელია), არამედ გუნდია; მძიმე შეხვედრის მოლოდინში არიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

მისი თქმით, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს მუდამ ადევნებდა თვალს; ეს თაობა შეიძლება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდ ბრძოლას ელიან; ბედნიერია, რომ თავის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან და პრობლემა არ აქვს.

როდრიმ აღნიშნა, რომ მეტოქეს
იცნობენ, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა, "ფურია როხაში" კი გარკვეულწილად გარდამავალი ეტაპია, ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საჭირო დონე გააჩნიათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეხ შენ ბიძია ქართული ფეხბურთის თაობები არ გინახავს, ეგენი იმათთან რა სახსენებელია.D
რრრ
21:04 07-09-2023
8
ძალიან იცის ამან საქართველოს ისტორია, ახალკკაცის დინამოში რომ თაობა იყო ყიფიანის თამადობით, აი ის იყო საუკეთესო და დღემდე განუმეორებული
მიხო
20:52 07-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული