რას უნდა ველოდოთ ესპანეთთან მატჩში, რა არის მეტოქის პრობლემა და ჩვენი უპირატესობა?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში, მეხუთე ტურში, ესპანეთს უმასპინძლებს, რომელიც რა თქმა უნდა, ის აღარაა, რაც იყო, ძალიან გაახალგაზრდავდა და შეიცვალა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით გვეწვია, თუმცა მიმდინარე ტურნირზე 2 ჩატარებული მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და საოცრად მოტივირებულია, ვინაიდან ქულების მორიგი დაკარგვის შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას ძალიან გაირთულებს. კარგია ეს თუ ცუდი?

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელების შემადგენლობა ძველებურად შთამბეჭდავი არაა, რაც უნდა იყოს, საერთო ჯამში მაინც ჩვენს გუნდზე უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში და მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, „ჯვაროსნებს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ხანგრძლივ ტურნირზე, დიდ გუნდებთან ჭიდილში წარმატების მოპოვებისა კი, რა მოგახსენოთ.

არ არის ხშირად გასული შეხვედრების გახსენება აუცილებელი, ვინაიდან მაშინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო, მაგრამ წარსული გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავერკვეთ დღევანდელობაში - 2021 წლის 28 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ ესპანეთთან მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ გატყდა და 1:2 დამარცხდა. მეორე ტაიმში მეტოქემ უკეთესი ფიზიკური მომზადების შედეგად მოახერხა თამაშის შემოტრიალება. აღნიშნა კიდეც ნამატჩევს „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომ ყველაფერი მისი შეგირდების დაღლილობამ გადაწყვიტა, რომლებსაც კლუბებში სათამაშო დროის ნაკლებობა ჰქონდათ. ამჟამად სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, რამდენიმე ფეხბურთელი უკეთეს გუნდში გადავიდა, თუმცა ჯერ მხოლოდ იწყებენ თავიანთ, იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ კარიერას. ანუ საკითხავია - მზად არის თუ არა ყველა ტოლ-სწორად ებრძოლოს 90 წუთის განმავლობაში ძლიერ მოწინააღმდეგეს და შეუძლიათ თუ არა მოედანზე აუცილებელი სამუშაოს შესრულება, რათა არ დარჩეს თავისუფალი ზონები და არ დავიჯაბნოთ?

ადრეც გავუსვი ხაზი, რომ ვიდრე ნაკრები სრულად ბალანსირებული არ იქნება, სანამ ფეხბურთელებს შორის კლასში უზარმაზარი განსხვავება იარსებებს, ვერ მოვახერხებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას და ლოკალური გამარჯვებებით დავკმაყოფილდებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა ნახევარდაცვის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, რათა არ დავთმოთ ბურთი და საკუთარ კარს არ აღმოვჩნდეთ მიჯაჭვული. ასეთ შემთხვევაში გოლის გაშვება გარდაუვალია. მარცხს მუდამ მცველებს ვაბრალებთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა მთელი გუნდის საზრუნავია და ინიციატივის ხანგრძლივი პერიოდის დათმობისას ადრე თუ გვიან უთუოდ დაისჯები.

„ფურია როხას“ დღევანდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს და არაა გამორიცხული, ეს გახდეს მისი მთავარი პრობლემა, რამეთუ იძულებული იქნება, დიდი ძალებით შემოგვიტიოს და კონტრშეტევაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიეცემა შანსი, რომლის განეიტრალებას სესარ ასპილიკუეტა და დანი კარვახალი შეეცდებიან და დამზღვევებიც ეყოლებათ. საბედნიეროდ, ახლა გიორგი მიქაუტაძის სახით კიდევ ერთი სწრაფი მოიერიშე გვყავს და შეტევის ხაზში ვიზავისთვის გაცილებით მეტი ხიფათის შექმნა შეგვიძლია. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქის დაცვა ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან დამაჯერებელი ვერ იყო.

თუმცა, გავიმეორებ, შედეგს არა ერთი და ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობა, არამედ მთელი გუნდის ბრძოლისუნარიანობა, ყველა ფეხბურთელის მიერ შავი სამუშაოს შესრულება განაპირობებს. მზადაა ამისათვის საქართველოს ნაკრები თუ არა, ამ საღამოს გამოჩნდება. ბევრი რამ დეტალებსა და გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. ისიც სათქმელია, რომ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ესპანეთი იმყოფება, ჩვენს გუნდს კი დასაკარგი არაფერი აქვს, ვინაიდან ჯგუფიდან რომც ვერ გავიდეს, ევროპირველობაზე მოხვედრის საშუალება ერთა ლიგიდან აქვს, სადაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს შანსი ესპანეთსაც გააჩნია, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი რომ ვერ გადალახოს, წარუმატებლობად ჩაეთვლება.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
სულ სირბილზე და დაღლილობაზე როგორ ლაპარაკობთ და აბა 4 დღეში მეორე თამაში რო გაქვთ თავის მართლებას მაგით აპირებთ რო ვერ გაუძელით დაღლილები ვიყავითო
1.2.3.4.5.6.
08 სექტემბერი 2023 09:49
11
რას უნდა ველოდოთ და წაგებას ... ოღონდ, სასურველია არა დიდი ანგარიშით და უბრძოლველად ...
Georgia
08 სექტემბერი 2023 11:19
15
რა, ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეს, ესპანეთს არა აქვს განა ჩვენსავით ევროპირველობაზე ერთა ლიგიდან მოხვედრის შესაძლებლობა? ხომ დაიკავა იქ თავის ჯგუფში პირველი ადგილი?!
N
08 სექტემბერი 2023 05:00
2
ჯგუფშიც დაიკავა პირველი ადგილი და მერე ნახევარფინალში ჯერ იტალიას მოუგო და ფინალში ხორვატია დაამარცხა
MARGALONA
08 სექტემბერი 2023 10:28
1
როგორც ვიცი ეგ ერთა ლიგის მოგება არ აძლევს არანაირ საგზურს.
ჯგუფიდან თუ ვერ გავიდა ესპანეთი, იგივენაირად შეხვდება 3 საუკეთესო გუნდს A ჯგუფიდან, რომლებიც ჯგუფებიდან ვერ გავიდნენ (არც ისაა გამორიცხული B ჯგუფის ვერ გასულ გუნდს მოუწიოს პლეიოფში).
ანუ ახლიდან ექნებათ თამაშები და მანდ მარტო ევროზე გამსვლელს გაარკვევენ.
nk
08 სექტემბერი 2023 11:44
1
შანსი კი არა, გავიდნენ. თუ აქედან ვერ გავლენ, იქედან გადიან როგორც გამარჯვებული.
ჰაჰა
08 სექტემბერი 2023 09:03
2
ანუ დიდი ალბათობით წავაგებთ და ავტორი სწორ აქცენტებს აკეთებს ამ სტატიაში. ჩვენი ნაკრების სისუსტეები (ცენტრი) ესპანეთის ნაირი გუნდებისთვის არის იდეალური და აშკარად მოგვიწევს ბურთის დათმობა, რაც ხვიჩასთვის და მიქაუტაძისთვის იქნება კატასტროფა, უბურთოდ სირბილი 90 წუთი.... მოკლედ ნორვეგიასთან რა გველის?
გივი
08 სექტემბერი 2023 11:35
8
ორივე თამაშს წავაგებთ საჯარიმოსთან ვიქნებით ატუზულები
beqa
08 სექტემბერი 2023 16:03
0
ჯუღელის გუშინდელი ინტერვიუ მოისმინეთ?
ჯუღელი არის სამარცხვინო ტიპი.
ქ. გ.
08 სექტემბერი 2023 06:52
5
Არა მარტო სამარცხვინო იმენა დიდზე დიდი მზეა კულტურა 0 აღზრდა ნოლი მეტყველება კატასტროფა..
ქ.გ ს
08 სექტემბერი 2023 21:56
1
ბატონო ბადრი!
მოაცილეთ ხვიჩას გაუნათლებელი აგენტი ჯუღელი და ჯუღელის სამარცხვინო თარჯიმანი დგებუაძე.
Video
https://youtu.be/H5GicIRMxII?si=qTuj9Q5MQu046h8X
ქ. გ.
08 სექტემბერი 2023 10:58
5
სამწუხაროდ დიდი ანგარიშით წავაგებთ
gia
08 სექტემბერი 2023 20:47
1
ანუ x 2 არისო ხო?
Გიო
08 სექტემბერი 2023 16:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული