საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
იმედია ხვიჩა აღარ ჩამოვა აწი და ამ ნახირთან ერთად აღარ ითამაშებს. რადგან მერე ყველაფერი მას ბრალდება. სხვები უბრალოდ ფეხბურთელები არარიან და ბურთი არც მიაქვთ იქამდე.
სანამ აბურჯანიები, კვირკველიები და ასე შემდეგ იქნებიან ნაკრებში აზრი არ აქვს არაფერს. კვარას რო კიდე ბრმად სჯერა ნაკრებისთვის თავს თუ დადებს მაგრად გამოადგება ნაკრებს და ჰგონია სხვებიც მასავით ბოლომდე დაიხარჯებიან ძაან ცდება. ერთხელაც ისე მოხდება რომ საერთოდ აღარ ჩამოვა აქ, არც ფანებისგან აქვს მხარდაჭერა, ყველაფერს მას აბრალებენ და არც გუნდელებისგან.
ვისაც მაგრად გიხარიათ ეს წაგება, უბრალოდ ერის და ქვეყნის შეგნება არ გაქვსთ. მაგრად გული მწყდება, უბრალოდ სიმართლეა, ამ ქვეყანაში კვარასნაირები არ უნდა დაიბადონ. საღორეში ჩაგდებული ბრილიანტივითაა, რომელსაც ნელ-ნელა თავისნაირს გახდიან თუ აქ ჩამოსვლა გააგრძელა
.
08 სექტემბერი 2023 21:00
35
წაგება ვისაც გიხარიათო და ქვეყანას ლანძღავ და საღორეს უწოდებ. საღორეში დაბადებულიო. წადი ბიძია თავში ავარდნილი ხარ ეგო ცოტა დაწიე ქვემოთ.
შვედუნა
08 სექტემბერი 2023 22:02
0
კვარაცხელია იყო მოედანზე? უი...
იᲡა, და
09 სექტემბერი 2023 08:06
0
გველესიანი კინიმუმ 3-4 აი ეხლა ვინც ძირითადშია 3 ჯერ ! არც ათამაშა წინა გამოძახებაზე და ახლა საერთოდ არ გამოიძახა!!!
პროფესტო
08 სექტემბერი 2023 20:57
1
სანიოლი არის გასაგდები პირველ რიგში, უნიჭო და უტვინო კაცი
Idki
08 სექტემბერი 2023 21:40
0
კვანადონა
შენ იმსახურებ მაგ სახელს
08 სექტემბერი 2023 22:12
9
დისლაიკებს,შენ წერ კვანა თუ შენი სექტა!?
თუმცა წერა სად იცი))
კვანადონას და მისნაირებს
08 სექტემბერი 2023 22:37
6
Კვირკველია თბილისის მერად!
Ტტტ
08 სექტემბერი 2023 21:53
3
7-1 რო გახდა მერე შეიყვანა საზონოვი, კარგად გაისწორა ჯერ ხო
Xo.
08 სექტემბერი 2023 21:49
0
ჩვენ ხო წვიმაში ვერ ვთამაშობთ:)შოტლანდიამაც მაგის გამო მოგვიგო თორეეეე
SS
08 სექტემბერი 2023 21:35
0
Აბა სადა ხართ სექტა?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
08 სექტემბერი 2023 20:57
16
ქართული ნახირი დასეირნობს, მწყემსი სანიოლი არ რატომ მოიყვანა უვარგისმა და დასაჭერმა ფედერაციამ ან რატომ არ გაუშვეს აქამდე
საბურთალო
08 სექტემბერი 2023 21:51
0
ხალხო გამაგებნინეთ ერთი,ეს უცხცოელი მწვრთნელები რომ ჩამოგვყავს და ვუხდით ამხელა ფულს და მაინც ასე საზიზგრად ათამაშებენ გუნდს,ქართველს რომ ჩავაბაროთ ისევ ნაკრები არ სჯობს?
გეგი
08 სექტემბერი 2023 21:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული