საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
ეხლაც წვიმას დააბრალებენ :), 6:1 !!!, იქნებ ქართველებმა გამონაკლისის სახით ზონტიკებით ხელში ითამაშონ ხოლმე წვიმაში!!!
წავაგეთ ფეოლა.... პასუხი ---გაგიჭირდებოდათ....
08 სექტემბერი 2023 21:35
0
ვააა სბორნაია გრუზიი პრიგრივაეტ კაკ ჟე ჟალ :) მანამ სანამ საქართველო გრუზია იქნება ასე იქნებით სულ და 10 წელია გრუზია ხართ ესეც არ დაგავიწყდეთ ლომებო!
Robert22
08 სექტემბერი 2023 20:56
27
Რობერტ ნაცი ხარ ტო?
robert22
09 სექტემბერი 2023 00:35
1
ჩვენი ნაკრები,თავისი დონიდან და კლასიდან გამომდინარე,უნდა თამაშობდეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ნომრად და ეს ტაქტიკა უნდა ჰქონდეს კარგად დამუშავებული.დღეს თამაშს იგებს ის გუნდი რომელიც კარგად მოძრაობს.ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობას აკლია სისხარტე და ტაქტიკური განათლებულობა,რაც იწვევს მოძრაობებში ვერ აყოლას და საშინელ ჩამორჩენას ,რასაც საბოლოოდ მივყავართ ასეთ მარცხებამდე.ამიტომ გუნდმა უნდა ითამაშოს[ასეთ მიტოქესთან მაინც]ღრმად დაცვითი ფეხბურთი კომპაქტურად,ერთმანეთთან ახლოს ყოფნით საჯარიმოს მისადგომებთან სიმჭიდროვის შექმნით და ცოტა იღბლის დახმარებითაც იქნებ გავიდეთ ფონს.სანიოლმა ჯერ-ჯერობით ეს ვერ მოტვინა და შედეგებსაც შესაბამისს ვიმკით.
საჩინო
08 სექტემბერი 2023 22:46
1
ადრეც ვწერდი და ვიმეორებ, არ არის სანიოლი პროფესიონალი მწვრზთნელი! ესპანეთის უკეთეს ნაკრებთანაც გვითამაშია უფრო სუსტი ფეხბურთელები რომ გვყავდა მაშინ და გაცილებით უკეთესადაც. უფრო შეუფერებელი ტაქტიკით და უაზრო შემადგენლობით თამაში წარმოუდგენელია. ახლა რომ ჩამოვწერო ყველა სისულელე რაც ამ ერთ თამაშში სანიოლმა დაუშვა, არანაირი ადგილი არ მეყოფა. რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი ნაკრებისათვის?! მართლა გვარდიოლას ან კლოპს ხომ არ ვითხოვთ?! უბრალოდ ვინმე პროფესიონალი მწვრთნელი, და არა ეს პრაქტიკანტი სანიოლი, რომელსაც მწირზე მწირი გამოცდილება აქვს, რამე წარმატების მაგვარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ძლივს ნორმალური თაობა წამოვიდა თითქოს ფეხბურთში და ამ არაპროფესიონალს რატომ ვაფუჭებინებთ?!
არტ
08 სექტემბერი 2023 22:37
0
თქვენ ესეიგი ან ნებისმიერი სხვა რომელიც კომენტარებს დებს ან გვერდზე
თამაზი
09 სექტემბერი 2023 13:44
0
მემგონი,ნორვეგიასთან 80 წლის ჩივაძემ გაიყვანოს ნაკრები სჯობია!
დიმო
08 სექტემბერი 2023 22:09
1
თუ არაფერს დაეკიტხებოდნენ, სანიოლი რა ჯანდაბად უნდოდათ, ვერ ყავდათ მასაჟისტი დეეყენებინათ ტრენერად და თანამდბობის გამო, ყველა გინებას აიტანდა.
კობი მე გაცილებით უფრო პატარა ჟუკი მეგონა და უყურე შენ!
კ ო მ ბ ლ ე
08 სექტემბერი 2023 21:54
1
რაგბი ჩვენი თამაშია ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია. იმედია ამაზე წკუტუნიც არ იქნება აქ მეტი. კიდე აქ შეადარეს ჩვენი გმირი ბიჭი რაგბისტები ამ ჭ კლასს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 სექტემბერი 2023 20:59
11
ეს რა იყოოოო !!! სრული კატასტროფაა..სად გვაქვს თავი გამოსაყოფი.. და ამის მერე ნორვეგიაა არ დაგავიწყდეთ.
კატასტროფა
08 სექტემბერი 2023 21:51
0
ეე კარგი რა მართლა რაა,რაღა დროს კაშიაა დააყენე რა საზონოვი და ეგაა,შეიძლება ასე მაინც არ გავნადგურებულიყავით :(
გეგი
08 სექტემბერი 2023 21:41
0
კვირკველია, კაშია, აბურჯანია ჩამოწერეთ რაღა დროს ეგენია... ახალგაზრდულს ეთამაშა ისინიც არ შერცხვებოდნენ ასე ან ჩემი უბნის გუნდი გავიდოდით ბოლოსდაბოლოს რაა...
თბილისელი
08 სექტემბერი 2023 21:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული