საშინელება "დინამო არენაზე" - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ნადგურდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა

მკითხველის კომენტარები / 76 /
სანიოლი გაუშვით !!!!
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 20:55
3
მარტო ეს ერთი თამაში წავაგეთ სანიოლის ხელმძღვანელობით თუ რა? რას თამაშობს ნაკრები წინა თამაშები ნანახი გაქვს ან შოტლანდიასთან ან თუნდაც კვიპროსთან? აუ ხოო, ესპანეთთან წავაგეთ კაცო რა მოხდა მერე...
beqas
08 სექტემბერი 2023 22:26
0
ბექა-ს
შენ ბიძია თუ გგონია გუნდი 1-7 აგებდეს და თქვა,ეს ესპანეთია და მერე რაო,მაშინ ჯობია ფეხბურთს საერთოდ არ უყურო
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 22:18
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული