ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
არ ჯობდა კვარას და მიქაუტაძეს ახალგაზრდულ ევროზე ეთამაშათ და ოლიმპიადაზე გავსულიყავით? ამ ჯგუფის გამო დავკარგეთ ოლიმპიური საგზური? დღევანდელი სირცხვილის გამო დავკარგეთ? ვერაფერს იტყვი სწორი გათვლაა.დ.დ.
თაბაგარი
01:26 09-09-2023
10
რაღაცას დავწერ და იქნებ ვინმემ წაიკითხოს ეს ოხერი ყურადღებით, ვისაც ეხება ეს წყობა და ჯანდაბა ამ ნაკრებში. 1. წლებია ერთი და იგივე რამეზე გვიჭერენ, რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი, ან მრჩეველი, ან კომენტატორი, რომ გააგებინოს ამ ჩლუნგებს, რომ ყველა, ვინც შეისწავლის ხოლმე ჩვენ პლიუსებს ეგრევე ხვდება, რომ ჩვენი ძალა არის იმპროვიზაცია და დრიბლინგი, მატაობა, ტექნიკა. ამიტომ გვიყვარს ბურთთან ერთად ყოფნა. ესენი იღებენ და მაღალ პრესინგს გვეთამაშებიან, რომ ბურთი მუდმივად ჩვენმა დაცვამ ათამაშოს და მაშინ ეს მცველები, რომლებსაც ტექნიკა ან არ ააქვთ საერთოდ, ან გამოუცდელები არიან, ან ნელა გადაადგილდებიან ვერ აჩერებენ ამ ბურთს და ვერც სწრაფ შეტევას ვერ იწყებენ და მუდმივად იგერიებენ. ეს სულ ასე ხდება! წლებია, საუკუნეებია. თქვე კაი ხალხნო ასეთ დროს - ჩამოწიეთ ეს ოხერი გამთამაშებლები და თუნდაც კვარა ან ჩაკვე ან ეს დავითაშვილი, ან სამივე, თუნდაც ბუდუ ზივზივაძე იყოს, ან ოქრიაშვილი დააბრუნეთ თუ გინდა, რომ დაცვიდან ბურთის ამოტანა მოვახერხოთ, არ მიდის ხომ ხედავ ეს ბურთი მთელი პირველი ტაიმი წინ და მაინც იგივეს როგორ აკეთებ!!! ესპანეთმა თავიდანვე იცოდა, რომ კვირკველია იქნებოდა ეს კაშია თუ დვალი, იმათ უჭირთ ბურთის კონტროლი და შეტევის დაწყება და უბრალოდ ჩამოგვატანინეს თამაში აქ. არავითარი კონტრთამაში ამ ჩვენ მწვრთნელს არც მოაფიქრდა. მერე მეორე !!! ეს ამათ როდირიგოა თ ვინც იყო გამთამაშებელი, სულ მუდამ ისე იხსნებოდა კაცი არ დაყვებოდა უკან , გასაოცარია რა. მიუჩინე შე კაი კაცო ვინმე, თნდაც ეს აბურჯანია რომ შემოუშვი , ეს ერთ კაცი მაინც ამოკეტოს , დანარჩენს ვერაფერს ვერ აკეთებს. მერე ფლანგზე რომ ხედავ რომ ამ გოჩელეიშვილს და კვირკველიას ახევენ თავზე ბურთს, გადაწიე კვარა მარჯვნივ,რ ომ ცოტა ფლანგზე შეეშინდეთ მაინც და გაჩერდნენ. ასე რ ო გ ო რ უ ნ დ ა უ ყ უ რ ო მ წ ვ რ თ ნ ე ლ მ ა ამ თამაშს???? და როგორ უნდა ვერაფერს ვერ მიხვდე
გადასარევი გიორგი
00:52 09-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული