ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ხან მოიგებ ხან წააგებ, დღევანდელი მარცხი არ უნდა დაავიწყდეთ არასდროს, ესე ხდება როცა კონცენტრირებული არ ხარ და უკვე გგონია რომ რადგან რაღაც დონეს მიაღწიე თამაში ამ დონიდან იწყება, თამაში 0-0 დან იწყება და პირველივე წუთიდან მობილიზებაა საჭირო და პიტბულივით ბრძოლა, რამოდენიმემ გააჩერა თამაში 0-2 ზე და კიდევ 2 გოლის დროს იდგა და მეტოქეს არ დასდევდა, ვფიქრობ გამოიტანს სანიოლი დასკვნებს და იმედია ნორვეგიასთან სულ სხვა თამაში იქნება ( მოგებას არ ვგულუსხმობ სამწუხაროდ, თამაშს ვგულისხმიბ ) რეალურად ესპანეთმა რომ ეგრე გაგვანადგურა ტრაგედია არაა, ხდება ხოლმე, კოშმარია 0-2 დან როგორც შეგვიტიეს და საჯარიმომდე არავინ ეკარებოდა, პლუს არჩათვლილი გოლი და უამრავი მომენტივმაგ დროს, ვინც მაგაში დამნაშავეა -მადლიბის მოხდა და წარმატება საკლუბო კარიერაში, დანარჩენებიბდადებენ შედეგს
რრრ
09 სექტემბერი 2023 09:51
2
საყრდენის პოზიციაზე გვაქვს დარხეული
კარლიტო
09 სექტემბერი 2023 09:47
1
კიდევ კარგი 90 წუთი გრძელდება თამაში და არა 180 .უარესი სირცხვილი მერე გენახათ.ავიდოდნენ ესპანელები 20-მდე
კინგი
09 სექტემბერი 2023 09:39
0
საინტერესოა რა კრიტერიუმით ამბობთ რომ ჩვენ გვყავს ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი,ერთი მთელი 90წუთის განმავლობაში კაცს ვერ ცდება დრიბლინგზე არაფერს ვამბობ ხოლო მეორე 11კარისკენ წასული დარტყმიდან 7-ს უშვებს მაგ ლოგიკით ესპანელი16წლის ბავშვები ვუნდერკინდები არიან
გოგა
09 სექტემბერი 2023 09:19
3

xvicas da yvela qartvels ...
Sportsi wageba dasanania, magram tragedia ar aris...
Tragedia qveynis fexebze dakidebaa...
38 wlis modrichma itamasa mteli zafxuli...
Sen da scvac ram daggalat...
Mamuka09ze
09 სექტემბერი 2023 09:09
0
მკვდრებზე ან კარგს ამბობენ,ან არაფერს.მოდით გავჩუმდეთ.
გურულო
09 სექტემბერი 2023 09:02
1
ნუ შეჭამეთ ტვინი.
რაც შეძლეს ითამაშეს.
ასე დამცირებული და განადგურებული საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო მიყვარს.
Las
09 სექტემბერი 2023 09:00
6
საპენსიო ხალხი უნდა ჩანაცვლდეს სასწრაფოდ, სანამ ეს ხალხი გააგრძელებს არაფერი გვეშველება, ლოჩოშვილის არგამოძახება საერთოდ სასწაულია, 35+ ბიჭებს რომ ათამაშებ რომლებმაც ბევრს ვერაფერს მიაღწიეს რას ელოდები განვითარდებიან და ნაკრებს გააძლიერებენ? ისევ სჯობს ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი იქნებ მომავლისთვის მაინც გამოიღოს შედეგი
BORG
09 სექტემბერი 2023 08:50
0
გუნდს რომელსაც აკლია კლასი,არ გამოდის კომბინაციური თამაში,ცუდად მოძრაობს ,ცუდად გადაადგილდება, სტანდარტულები მაინც უნდა ქონდეს დამუშავებული და ასე წვალებით და ჯახირით მოპოვებულებს არხეინად არ ანიავებდეს.ისეთი ტლანქი და მოუქნელი გუნდისთვის როგორიც ჩვენია,სტანდარტულებიღა თუ დაგვრჩენია ერთადერთ იმედად და ამასაც ქარს ვატანთ?ეეეჰ!
საჩინო
09 სექტემბერი 2023 08:17
0
გადასარევო გიორგი---თუ ჩვენი პლიუსი იმპროვიზაცია,ტექნიკა და დრიბლიგია,მცველები რატომ არიან უტექნიკონი და ბურთი რატომ ვერ ამოაქვთ?როდრიგოს რომ პერსონალურად მიუჩინო ვინმე[ჯერ ერთი გააჩერებს თუ არა ესეც საკითხავია]სხვები რა,ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ? კვარაცხელიადა ჩაკვეტაძე რომ უკან ჩამოწიო ბურთის ამოსატანად,ვის უნდა აუტანონ ეს ბურთი?კვარაცხელია რომ მარჯვნივ გადასულიყო ფრთის გასამაგრებლად,მარცხნივ რა,კალეხონი ნაკლებ ზიანს მოგვაყენებდა?ერთი სიტყვით თქვენი მოსაზრებები ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს არიან.მოგახსენებთ ჩემს აზრს[,თუმცა აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არც მე არ მაქვს].ჩვენი, ამ ფორმაციის გუნდმა უნდა ითამაშოს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ნომრად ,საკუთარი ნახევრის ნახევარზე ყველა მოწინააღმდეგის მჭიდრო აყვანით,ანუ კომპაქტური პრესინგით და ბურთების ჩვენი სწრაფი შემტევების მისამართით გადაგზავნის მცდელობით.სხვა თამაში[ბურთის ამოტანა პასებით,მახვილგონივრული კომბინაციები და ა.შ.] უბრალოდ ,ამ შემადგენლობას არ გამოუვა,რამეთუ აკლიათ როგორც სისხარტე,ასევე გადაადგილების სისწრაფეც.ვერ ასწრებენ მეტოქის დროულად აყვანას და მათ მიმართ მცირე პრესინგის დროსაც კი ეგრევე კარგავენ ბურთს.ერთი სიტყვით ავტობუსი და მოგერიებული ბურთით კონტრშეტევის იმედად ყოფნა.მე სხვა გზას ვერ ვხედავ.ეს ჩემი მოკრძალებული აზრი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ.
საჩინო
09 სექტემბერი 2023 07:59
0
მე ჩემ საკითხებზე გიპასუხებთ. თქვენი პოზიცია გასაგებია, მარა მე რაც დავწერე იმას დავიცავ :) 1. რატომ არიან მაშინ ჩვენი მცველები ნაკლებტექნიკურებიო და ეგ ეგრეა ყოველთვის, ყველა გუნდში, რომ ცენტრალური დაცვა ყოველთვის ნაკლებტექნიკური და ნაკლები იმპროვიზაციის მქონეა ვიდრე შემტევები (გამონაკლისებს არ ვეხები), ამიტომ როცა შენ აიძულებ პრესინგით სწორედ მათ მიუვიდეთ 90% ბურთი, ეს ნიშნავს რომ მუდამ კონტროლი გექნება თამაშზე და ის ტექნიკური ფეხბურთელები გამოთიშეული გეყოლება თამაშიდან, ვინც ბურთს ზემოთ ელოდება . 2. კვარა რომ მარჯვნივ გადასულიყო კალეხონი ნაკლებ ეფექტურიაო? და ეცადათ ბატონო :) აბა იმის ყურება ჯობდა ? 3. აბურჯანია კიდევ საკითხავია აიყვანდა თუ არა და სხვა ფეხბურთელებიც ხო ყავდათო და ესეც იცით როგორი არგუმენტია ? მაშინ საერთოდ არ გამოეყვანათ აბურჯანია და ალთუნაშვილი ან დავითაშვილი მიეჩინათ სულაც, გვეცადა, როცა ხედავ რომ გახევენ ბურთს თავზე, ან ნუ გავიდოდნენ სულაც მოედანზე. პრობლემა აქ მუდამ ერთი და იმავე რამეშია, - მწვრთნელი უყურებს და არაფერს არ აკეთებს რაც ადეკვატური იქნებოდა ამ დროს! აი ესაა პრბოლმეა, შემადგენლობიდან დაწყებული ტაქტიკით დამთავრებული. და შეგფასება ყოველთვის არასწორი ხდება და მერე ისევ ტრიალებს ყველაფერი. ვიმეორებ - კარგი, უკომპრომისო, ჭკვიანი კომენტატორია ქართული ფეხბურთის განვითარების საწინდარი და გინდ დაიჯერეთ, გინდა არა.
საჩინოს
10 სექტემბერი 2023 15:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული