ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
დავაკვირდეთ ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე სომხეთის ნაკრებს ბოლო 8 წელს.რო დავადაროთ ფეხბურთელების დონე და თუ სად თამაშობენ სად ფეხბურთელები თითქმის სულ ჩვენი შემადგენლობა პიტენციურად უკეთესია.მაშინ რანაირად ხდება რომ სომხებს ბოლო წლებში ჩვენზე უკეთესი შედეგები აქვთ.ჩემი აზრით რამოდენჯმე ფაქტირია.1.ჩვენ ზედმეტი ილუზიები გვაწუხებს რომ ჩვენი ფეხბურთელები რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონები არიან.რეალურად საშუალო ევროპუკუ გუნდის დონე არ ვართ ან არა.უფრო არა.სომხები ორი ფეხით მიწაზე დგანან და მეორე ნომრით ცდილობენ ფონს გასვლას.სულ მცირე გამოსდით ბოლომდე ბრძოლა და 4 ტურში ტურნირს არ ასრულებენ 2.ჩვენ გუნდს ახასიათებს საშინელი მენტალური ვარდნა.გოლს უშვებს თუ არა ფაქტიურად 10 ში 8 შემთხვევაში ამას ასევე მეორე სწრაფი გოლი ემატება და თამაშიც მთავრდება.ანუ ეს რაზე მეტყველებს რომ ფეხბურთელებს ვერ ააზრებინებს მწვრთნელი რომ თამაში 1 გოლით არ სრულდება.მოკლედ ლუზერული მენტალობა.აი სომხებს პირიქით აგებენ იგებენ ბრძოლაში არიან. 3.აშაკარად ჩანს რომ ქართულ ჯიგრულ პონტში თუ მოეწყო ერთი კონტუგენტი ნაკრებში ფაქტიურად ახალს არავინ აკარებენ 10 წლეულებით.ნუ ვიღაცას თვალის ასახვევად გამოიძახებენ და ისიც სკამზე ზის ან საერთოდ არ გამოიძახებენ. 4. უმდაბლესი საკლუბო დონე ფეხბურთის.აი რეალურად საქართველოს აცხოვრებენ წლებია უფეხბურთოთ.ჩვენთვის ნაკრების თამაში ცარიელ აუზში წყლის ჩასხმას გავს.ანუ რაღაცნაირად მოწყვეტილი ვართ რა ფეხბურთისგან და აღარც ის წაგების გემო ვიცოთ აღარც მოგების და ზოგადად არც ფეხბურთის.ეიფორიულად ვართ განწყობილი როგორც გულშემატკივარი ისე ფეხბურთელები.რეალურად არც კი ვიცოთ სანამ სანაკრებო თამაში არ მოვა ან რა დონე ვართ წინ წავედით უკან წავედით თუ სად ვართ. 5.უმთავრესი პრობლემა.ხალხი რომელიც ფეხბურთში ტრიალებს უმეტესობა არის ცეხავიკები და სხვა არაფერი.მოკლედ რო დავარეზუმირო გვაქვს ამბიცია მაგრამ არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმისა რომ იმაზრ იკეთესს ველოდეთ რაც დღეს მოხდა.
Giorgi
09 სექტემბერი 2023 03:59
0
სანიოლიმ კარგად დაიწყო,მერე აურია ცოტა,შემდეგ კი მაგარი სერია გამოაცხო შვედეთთან მოგებიდან თბილისში მაკედონიასთან მოგებამდე.თუმცა უკვე მაკედონიასთანაც ჩანდა რომ გუნდი არეული იყო და მხოლოდ გამართლების ხარჯზე მოვუგეთ.ამას მოყვა მაროკოსთან მწარე მარცხი,რასაც არავინ მიაქცია ყურადღება...შემდეგ კატასტროფული თამაში ნორვეგიასთან და არნახული გამართლებით მოპოვებული ქულა.მერე კვიპროსში ისევ საშინელი თამაშით და გამართლებით მოგება,ბოლო ორი თამაში კი ამ ყველაფრის გვირგვინია,საშინელება,კატასტროფა.სანიოლის ხელში გუნდი უკან უკან მიდის,თითქოს გაიშიფრა და ყველამ იცის რას ითამაშებს საქართველო.ტყუილად კიარ ვეძახდით ერთი კაცის გუნდს.არ მიუშვა ბურთი იმ კაცამდე და ფააფუ საქართველო,აღარაა მინდორზე.რეალურად სანიოლის არსენალში არანაირი ტაქტიკური სქემა და სიახლე არაა,კვარაა მისი ტაქტიკა მეტი არაფერი.სასწრაფოდ შესაცვლელია ვილი,მაგრამ ერთა ლიგის ფლეი-ოფამდე ეს არ მოხდება,ამასობაში კიდევ ერთ შანსს ვკარგავთ.ისე რა გახდა ერთი ხორვატი მწვრთნელის მოძიება???
Master
09 სექტემბერი 2023 02:58
12
აფსუს, ოქრიაშვილი გვყოლოდაა...
ანზორა
09 სექტემბერი 2023 02:57
48
კეკვესკირი კვეკვესკირი
კარლიტო
09 სექტემბერი 2023 09:49
2
ყველაზე ჯიგარი ესპანეთიდან მეკარე სიმონი აღმოჩნდა.
დავით 67
09 სექტემბერი 2023 02:01
1
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო! ქართული ანდაზა .
A.K.
09 სექტემბერი 2023 01:45
3
არ ჯობდა კვარას და მიქაუტაძეს ახალგაზრდულ ევროზე ეთამაშათ და ოლიმპიადაზე გავსულიყავით? ამ ჯგუფის გამო დავკარგეთ ოლიმპიური საგზური? დღევანდელი სირცხვილის გამო დავკარგეთ? ვერაფერს იტყვი სწორი გათვლაა.დ.დ.
თაბაგარი
09 სექტემბერი 2023 01:26
10
ოლიმპიადიდან ხო მედლებით ჩამოვიდოდით )))
ხვიჩა
09 სექტემბერი 2023 12:03
5
ვითომ პირველად ვჭამეთ სირცხვილი, მგონი ხობია ჩვენი ნაკრების სირცხვილის ჭამა
ნიკა
09 სექტემბერი 2023 01:23
8
დღევანდელი მატჩის შემდგომ მენატრება ფრაზა "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ"...ბევრჯერ წაგვიგია თამაში მაგრამ მართლა კარგად გვითამაშია ფეხბურთი და ხან უიღბლობა ყოფილა, ხან ბოლო წუთებზე კონცენტრაციის დაკარგვა, ხან ტრამვა და ასე შემდეგ...დღეს ფეხბურთი არ გვითამაშია, 1ველივე წუთიდან ცალკარა იყო, ასე უჟილკოდ თამაში არ შეიძლება, ფიზმომზადება 0 გვაქვს...ჩემი აზრით სასტავი უნდა შეირჩეს ნორმატივს ვინც ჩააბარებს ვისაც შეუძლია მინიმუმ 12 კილომეტრის სირბილი 90 წუთში აი ამის მიხედვით უნდა შედგეს სასტავი.... კვირკველია/კაშია უკვე ჩავლილი მატარებელია...ჯობია ახალგაზრდა მცველებს დაუთმონ ადგილი ნაკრებში... ჯაბა კანკავასნაირი 6 ნომერი ჩამშლელი სანატრელი გვყავს ამ ფირმაციის ნაკრებში, არც აბურჯანია, არც გაგნიძე, არც კიტეიშვილი - ვერცერთმა ბურთი ვერ დაიჭირა და ვერც პასები გააგორეს, წინ მარტო კვარა და მიქაუტაძე ვერაფერს გახდება თუ ნახევარდაცვამ ბურთით არ მოამარაგა და თვითონაც არ დაეხმარნენ შეტევას...დღეს ანტირეკორდი დაამყარეს ამ ანგარიშით არცერთი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს არ წაუგია და თან მითუმეტეს მასპინძლის რანგში...სირცხვილია უბრალოდ...დღევანდელი სასტავიდან მინიმუმ 5/6 მოთამაშე უნდა დაისაჯოს და სკამზე უნდა შეხვდეს ნორვეგიასთან თამაშს...
გულშემატკივარი....
09 სექტემბერი 2023 01:12
1
რატომ სკამზე?
პენსიაზე ოპტომ სჯობია, თუ რეკორდის გაუმჯობესებას ველოდოთ
დათო
09 სექტემბერი 2023 13:07
0
ეგეთი ნახევარმცველი, ბურთის დამმუშავებეკი და პასის გამკეთებელი და პახოდუ ჩამშლელიც და გოლის გამტანიც მამუჩაშვილი ყავდათ მაგრამ სკამზე დასვეს და არ ათამაშეს
ტოიო
09 სექტემბერი 2023 06:34
1
რაღაცას დავწერ და იქნებ ვინმემ წაიკითხოს ეს ოხერი ყურადღებით, ვისაც ეხება ეს წყობა და ჯანდაბა ამ ნაკრებში. 1. წლებია ერთი და იგივე რამეზე გვიჭერენ, რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი, ან მრჩეველი, ან კომენტატორი, რომ გააგებინოს ამ ჩლუნგებს, რომ ყველა, ვინც შეისწავლის ხოლმე ჩვენ პლიუსებს ეგრევე ხვდება, რომ ჩვენი ძალა არის იმპროვიზაცია და დრიბლინგი, მატაობა, ტექნიკა. ამიტომ გვიყვარს ბურთთან ერთად ყოფნა. ესენი იღებენ და მაღალ პრესინგს გვეთამაშებიან, რომ ბურთი მუდმივად ჩვენმა დაცვამ ათამაშოს და მაშინ ეს მცველები, რომლებსაც ტექნიკა ან არ ააქვთ საერთოდ, ან გამოუცდელები არიან, ან ნელა გადაადგილდებიან ვერ აჩერებენ ამ ბურთს და ვერც სწრაფ შეტევას ვერ იწყებენ და მუდმივად იგერიებენ. ეს სულ ასე ხდება! წლებია, საუკუნეებია. თქვე კაი ხალხნო ასეთ დროს - ჩამოწიეთ ეს ოხერი გამთამაშებლები და თუნდაც კვარა ან ჩაკვე ან ეს დავითაშვილი, ან სამივე, თუნდაც ბუდუ ზივზივაძე იყოს, ან ოქრიაშვილი დააბრუნეთ თუ გინდა, რომ დაცვიდან ბურთის ამოტანა მოვახერხოთ, არ მიდის ხომ ხედავ ეს ბურთი მთელი პირველი ტაიმი წინ და მაინც იგივეს როგორ აკეთებ!!! ესპანეთმა თავიდანვე იცოდა, რომ კვირკველია იქნებოდა ეს კაშია თუ დვალი, იმათ უჭირთ ბურთის კონტროლი და შეტევის დაწყება და უბრალოდ ჩამოგვატანინეს თამაში აქ. არავითარი კონტრთამაში ამ ჩვენ მწვრთნელს არც მოაფიქრდა. მერე მეორე !!! ეს ამათ როდირიგოა თ ვინც იყო გამთამაშებელი, სულ მუდამ ისე იხსნებოდა კაცი არ დაყვებოდა უკან , გასაოცარია რა. მიუჩინე შე კაი კაცო ვინმე, თნდაც ეს აბურჯანია რომ შემოუშვი , ეს ერთ კაცი მაინც ამოკეტოს , დანარჩენს ვერაფერს ვერ აკეთებს. მერე ფლანგზე რომ ხედავ რომ ამ გოჩელეიშვილს და კვირკველიას ახევენ თავზე ბურთს, გადაწიე კვარა მარჯვნივ,რ ომ ცოტა ფლანგზე შეეშინდეთ მაინც და გაჩერდნენ. ასე რ ო გ ო რ უ ნ დ ა უ ყ უ რ ო მ წ ვ რ თ ნ ე ლ მ ა ამ თამაშს???? და როგორ უნდა ვერაფერს ვერ მიხვდე
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2023 00:52
1
და მერე რა დაწერა ამ კაცმა სხვა? ჩამოწიონო კვარა ან ჩაკვე დაცვაშიო, რომ მიეხმაროს ამ ტექნიკის არმქონე სასტავს როცა უჭირთ. იგივეს წერ შენც. ჩრდილო მაკედონია და იტალიას გუნდების ფასებშიც სხვაობა არაა? 1:1 დამთავრდა
ზაზას
10 სექტემბერი 2023 15:22
0
ბილეთი ჰქონდა მწვრთნელს ნაყიდი ძმა და საყურებლად იყო მოსული ეგეც და რას ერჩი
ვისტი
09 სექტემბერი 2023 13:49
0
ყველა გამოხმაურება
კვირკველიას უბანში არ ათამაშებს ადამიანი ნაკრებში რამ შეგაყვანინათ, ტიპი ფიცარია დაჭედებული, კვარამ კიდე რით ვერ დაისვენა
ლაშა
09 სექტემბერი 2023 00:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული