ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
არსებობს ევროპული ფეხბურთი, ამერიკული, მაგრამ ქართული სულ სხვა რამეა.რა გვინდა ფიფაში ან უეფაში.
???
09 სექტემბერი 2023 00:49
2
ეს არ არის ქართული ფეხბურთი და ჩაკეტეთ სუყველამ
Mesxi
09 სექტემბერი 2023 06:28
0
რა გვჭირს ჩვენ ქართველებს რამდენჯერ უნდა გავყიდოთ სამშობლო???
ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა ....
ეხ საცოდავო სამშობლო .. მოღალატეები ყოველთვის მაღლა იდგნენ ვიდრე ერთგულები
ჯონი
09 სექტემბერი 2023 00:45
2
რა დაბალ ტემპში თამაშობენ...არც კომბინაცია იციან ორ პასს ვერ აბავენ... უამრავი პასი უკან...უამრავი დაკარგვა...სტანდარტულები არასოდეს აქვთ დამუშავებული...ეს ყველაფერი მწვრთნელმა როგორ ვერ უნდა მოაგვაროს 3 წელიწადში?????
Givi
09 სექტემბერი 2023 00:15
0
ვამბობდი ჩვენთან ფეხშიშველებიც გაერთობოდენ 7 არა მაგრამ 6 მაინც გაიტამდენ
ქორთუ
09 სექტემბერი 2023 00:13
0
შვილო სკელეტონ,მოდი ფეხბურთზე ვილაპარაკოთ და ერთმანეთის შეფასებას თავი დავანებოთ.აბსოლიტურად ერთნაირი ადამიანი არ არსებობს,ერთდაიგივე მოვლენას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და აფასებს.საიდან დაადგინე ,რომ დამოუკიდებელი საქართველოს მაყურებელი ჩასაფრებულია და თავისი გუნდის წაგებით ხარობს?იქნებ ისინი შენზე მეტადაც კი განიცდიან დამარცხებას და უბრალოდ ჯავრიან გულზე მწვავე კრიტიკისაგან თავს ვერ იკავებენ? ან რა რუსულ მენტალიტეტებზე საუბრობ?რა კომუნისტების პერიოდში ჩვენი მაყურებელი დინამოს წაგებით ხარობდა?რუსეთის ღვარძლიანი ხსენება სრულიად უადგილოდ სწორედაც რომ შენს დაბალ ინტელექტზე და ბოღმიანობაზე მიუთითებს.მაშინდელი თბილისის დინამო ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და 30 წლიანი დამოუკიდებლობის მერე თუ ეს შედეგი დადგა ის უნდა ლანძღო,ის პერიოდი როცა უკეთესები ვიყავით? იქნებ სჯობს ჭკუას მოუხმო და უფრო ობიექტურად შეხედო მოვლენებს?


არგუტი
09 სექტემბერი 2023 00:10
9
ბატონო არგუტი აშკარად ვერ გამოგიტანიათ აზრი რა დავწერე. სად ეწერა თბილისის დინამო აბა? მოსკოვის სპარტაკი შეხვდა მადრიდის რეალს და სპარტაკის ფანები რეალის მხარეს იყვნენთქო, ეგ ეწერა იმ ტექსტში, რა თბილისის დინამო?
თბილისის დინამოზე მხოლოდ ლეგენდები მსმენია, იმ დროს არ მოვესწარი მაგრამ რასაც გვიყვებით მჯერა ყველაფრის. თბილისის დინამო არსად მიხსენებია საერთოდ.
ჯერ წაიკითხეთ რაც დავწერე და მერე მეჩხუბეთ❤️
რუსული მენტალიტეტი იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის აღქმა ჯერ კიდევ არ გვაქვს. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ჩასაფრებული ელოდება ნაკრების წაგებას, რომ მერე იღლიცინოს. თქვენ თუ არ ხართ ასეთი, მაშინ არც უნდა მიიღოთ თქვენს თავზე :))
ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.
Skeleton
09 სექტემბერი 2023 13:32
1
ყოჩაღ ბიჭები.. მეტი შეგიძლიათ. “ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ჯგუფის მოსამზადებლად”. გავიდა მთელი ცხოვრება ამათი ყურებით და შედეგი 0. პერსპექტივას ვერ ვხედავ 20 წლის მერეც ამ დღეში ვიქნებით. ძაან მინდა შევინარჩუნო ოპტიმიზმი მარა არ მაცდიან.
ზურიკო
09 სექტემბერი 2023 00:09
0
არ ვიცი რა ვთქვა, გასაგებია ესპანეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთ კატასტროფულ თამაშს და წაგებას, არც კი წარმოვიდგენდი, საერთოდ არაფერი გამოუვიდათ ბიჭებს, არადა რა კარგი ფეხბურთელები გვყავს, არ ვიცი რა ვთქვა, არ მინდა ცუდი კომენტარი დავწერო, ფეხბურთელები ისედაც დათრგუნული იქნებიან
Nukri
09 სექტემბერი 2023 00:06
6
რატომ შეწყდა თამაში?
მეგონა 10მდე თამაშობდნენ
09 სექტემბერი 2023 00:06
0
უფ, კარგად მაცინე ამ მწარე მარცხის მერე.
ბექა
09 სექტემბერი 2023 02:34
0
კობახიძე იყო სტადიონზე?
ინტრიგანი
09 სექტემბერი 2023 00:04
7
იყო კი, მე დავინახე. ლოჟაში იჯდა, კალათბურთის ფორმა ეცვა.
დათა
09 სექტემბერი 2023 08:14
1
წვიმა იყო და მოერიდა, თმები რომ არ დასველებოდა, მერე რა ფენი გააშრობდა მაგას
დავით 67
09 სექტემბერი 2023 00:38
7
ჯერ სირბილი ისწავლონ და მერე იქნებ ფეხბურთის თამაშიც შეძლონ.
გუჯა
09 სექტემბერი 2023 00:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული