ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
საკლუბო ფეხბურთში უკეთესები ვართ სანაკრებოში უკეთესები ვართ :)))
Robert22
09 სექტემბერი 2023 00:00
8
ეგ იმიტომ რომ ჩვენი ფედერაცია თქვენი ძმაკაცი არი
Beria
09 სექტემბერი 2023 01:35
4
ამასობაში თურქეთი - არმენია 0 - 1 მხითოც არ გვყავს :))))
Robert22
08 სექტემბერი 2023 23:57
16
ეხლა უკვე 1:1. თუმცა, საერთოდ არ მაღელვებს ვინ მოიგებს, თურქეთი თუ სომხეთი. არ არის მიზანშეწონილი ასეთი სწორება სხვებზე (სტატისტიკისთვის - 2004 წელი: თურქეთი-საქართველო 1:1)
ნიკა
09 სექტემბერი 2023 00:37
2
ჩააბარეთ ტორპედოს მწვრთნელს ეს ნაკრები და ნახეთ თუ იცნოთ ერთ-ორ თვეში!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:56
5
16 წლის ღლაპს, როგორ გაატანინეთ ბურთი!? ხალხი არა ხართ! ყველანაირად როგორ მიეცით ეს თამაში!?
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:53
2
ადრეც ვამბობდი კიდურებზე ვკიდივართ თქვა მარა ვინ დამიჯერა რო?ისე სტატისტიკა მაინტერესებს ვინ რამდენი ირბინა.კვარაცხელია უფრო დადიოდა ვიდრე დარბოდა, ისევე როგორც სხვები. ამგენს მაკედონელიც ვერ უშველის. დღეის მერე ყველა ოპტიმისტი ექიმს ეჩვენოს, მაგრამ მედიცინაც უძლური ოქნება
ირაკლი ქუთაისელი
08 სექტემბერი 2023 23:49
2
რა ანგარიშით დამთავრდა? რა ბრაზიანი კომენტებია. წავაგეთ თუ რა ხდება
ვაჟა
08 სექტემბერი 2023 23:48
2
ისტორიული სირცხვილი არასწორია
სწორია ისტორიული მარცხი
მემატიანე
08 სექტემბერი 2023 23:41
0
გაამძვირეთ ბილეთის ფასი! მინიმუმ 200 ლარი, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ! ფუ თქვენი!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:39
4
ქეცბაიას ავტობუსს აკრიტიკებდა ხალხი და აი ვისაც სანახაობა გინდოდათ იძახეთ ეხლა კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ? ის 0:1 სანატრელი გაგვიხდა.
qomagi
08 სექტემბერი 2023 23:39
9
ერთი ქეცბაიაა კიდევ, 4-დან 4 თამაში წააგო, ლაფატკაზეა უკვე.
Gio
09 სექტემბერი 2023 09:45
1
სირცხვილი ის იყო ათი წლის წინ კარებში ავტობუსი რომ გვეყენა და ბოლო წუთებზე რომ გაგვიტანეს...ეხლა ფეხბურთი მაინც ვნახეთ!!! ბრაზილიამაც წააგო ესე
თემო
08 სექტემბერი 2023 23:36
66
Თემოს შენ რომელი თემო ხარ ? Სისულელეებს ნუ წერ ხალხს მე ვგონივარ
Თემო
09 სექტემბერი 2023 18:07
0
თემო რამე გაქ მოწეული?
ფეხბურთი ვითამაშეთ? :)
09 სექტემბერი 2023 06:42
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული