სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ისეთი ფოტო მაინც დაგედოთ, რომ ცოტა შეწუხებული სახე ჰქონოდა... ასეთი სახე ექნებოდა კალიგულას, როცა საკუთარი ცხენი რომის სენატორად აარჩევინა... დაფნის გვირგვინი აკლია თავზე... და ეგ პრესკონფერენციები რომ ლაივში ვიხილოთ ხოლმე, ვის უნდა გადავუხადოთ?!
დდდ
09 სექტემბერი 2023 00:15
2
გიორგი დევდარიანი მოიყვანეთ...
Zviads
09 სექტემბერი 2023 00:12
22
ამ დალოცვილს ძირითადში დაეყენებინა ჩაკვეტაძე და დავითაშვილი იქნებ შეტევაში მაინც გამოგსვლოდა რამე.
გუჯა
09 სექტემბერი 2023 00:11
2
რა უნამუსო ყოფილა
გიორგი
09 სექტემბერი 2023 01:48
3
shen rom namusi gkondes gadadgebodi da pexburtis pederaciasac rom kondes gadagayenebdnen!!! aset dros yvela normaluri treneri gadadgeba xolme!! madloba magram sakmarisia!! pexburtelebze ra unda vtkva, svarka da ujigroba!! kvara nu gaxdebi sul perpektiul pexburtelad!!
სანდრო
09 სექტემბერი 2023 00:11
2
ხო, ხო, ხო, რა ძალიან უნდოდა ესპანეთს მერვე გოლის გატანა, მაგრამ . . . ვერ მოგვჭამეს ძირში !
დ.დ.
09 სექტემბერი 2023 00:06
2
აუ რა გულიანად ვიცინე, გაიხარე ძმაო :)
H
09 სექტემბერი 2023 01:11
1
მაინტერესებს დვალიშვილი რას აკეთებს შტაბში?
ბაჯო
08 სექტემბერი 2023 23:50
1
მაყუთს
ქალაქელი
09 სექტემბერი 2023 01:14
3
დვალიშვილი არ არის , ჰგავს დვალიშვილს, უცხოელი მწვრთნელია.
დიმო
09 სექტემბერი 2023 00:46
2
ნერვებს მაინც ნუღარ გვიშლი. ფლანგებიდან 30-ჯერ ზუსტად ჩაუშვეს ბურთი საჯარიმოში. ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ დაცვაში ფლანგებზე სივრცეები იყო შესავსები.
Რაგბის ფანი
08 სექტემბერი 2023 23:48
0
ქეცბაიას პირში ვარდებოდა ყველა ის ჟურნალისტი და ფედერაციის წარმომადგენელი, რომელიც დღეს ისევ ფედერაციაში არიან.

კაცმა გამანადგურებელი ანგარიშით წააგო მატჩი და ყოფნის იმის თავხედობა, რომ
მომავალ მატჩზე ისაუბროს, იმის მაგივრად რომ დაკავებული თანამდეობიდან მიდიოდეს.

სად არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც ქეცბაიას ჩაკეტილი ფეხბურთის გამო აკრიტიკებდნენ და პირში ვარდებოდნენ.
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2023 23:47
3
მესმის, რომ ცხელ გულზე ვართ ყველა და ლანძღვა, გადავლა ადვილია, მაგრამ ცუდი თამაშის გარდა მოხდა ის რაც ხდება ხანდახან...ბრაზილა-გერმანია, მანჩესტერი-რომა და კიდევ ბევრი..არ არის შენი დღე.. ასე რომ ჩვენი გუნდია მაინც და ეს ლინჩის წესი ცოტა ზედმეტი მგონია
mate
08 სექტემბერი 2023 23:42
49
ნორვეგია რომ მოგვიგებს 6:0, ეგეც ხდება ხოლმე იქნება?
გიორგი
09 სექტემბერი 2023 11:37
0
და ისიც ვიცი რომ ამ კომენტარს დისლაიქებით აავსებთ, ანალიზი და უაზრო ლანძღვა სხვადასხვა რამეა..
mate
08 სექტემბერი 2023 23:47
13
ჩვენ სოფელში ერთი კოჭლი გოგიაა, ნახირსა მწყემსამს, ი კაცი რო დავაყენოთ ამის ნაცვლადა? რავი, ნახირს კი კარგა მწყემსამს და...
სანდრო
08 სექტემბერი 2023 23:42
9
Მთავარია კახურათა ლანძვა იცოდეს ჯიგრიანი .ამათ ეგ უხდება ხოლმე ლოცვასავითაა
Სანდროს
08 სექტემბერი 2023 23:45
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული