სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გულწრფელად რო გითხრათ ბ-ნო ვილი, დატოვე სანამ დროა თუ ჰალადიმ უნდა მოგცეს მინიშნება?

თუ ვილი წავა, არც ხიზანას ველი მთავარ მწვრთნელის რანგში. ;) სამწვრთნელო შტაბი ხართ გასაყრელები.
wolf
08 სექტემბერი 2023 23:15
1
ამ კაცს რამდენი აქვს ხელფასი? მართლა მაინტერესებს, ვინმემ იცით?
გურამი
08 სექტემბერი 2023 23:15
1
გველესია, ლოჩოშვილი არ გინდა. პლიუს საზონოვი სკამზე. ამათ მაგივრად გადაბერწილი მცველები ძირითადში. აბურჯანია ძირითადში ალბათ უგუნდოდ რომაა??? ხოლო არაბიძე რომელიც მართლა ფორმაშია იმას არ იძახებ. მოკლედ ბევრი კითხავა აქვს ქართველ გულშემატკივრებს.
ზაზა გ.
08 სექტემბერი 2023 23:15
1
ეგენი თუ გენოციდისთვის დღეს არ დავსაჯოთ სტამბულში ჩვენ არ ვიყოთ მაშინ სომხები!
Robert22
08 სექტემბერი 2023 23:14
7
წააი ბიძია ფრანციაში წააი...
გეგი
08 სექტემბერი 2023 23:12
1
მწრთვნელი-ს! ზებროვიჩიც. ეგეც იქაური მოქალაქეა
დავით 67
08 სექტემბერი 2023 23:42
4
და გაიყოლოს სალომე თან!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:16
13
ჩემი არმენია 0-0 თამაშობს.ვენაცვალე ბიჭებს.რეგიონში მაინც ყველაზე კარგი გუნდი გვყავს სომხებს.
Robert22
08 სექტემბერი 2023 23:12
18
Kaco shenma armeniam arcaago italiastan 9-1 tu dagavicyda))))
T.s
08 სექტემბერი 2023 23:51
1
ჯერჯერობით კი, და ეგ იმიტომ რომ ჩვენი ფედერაცია თქვენი ძმაკაცი არი
Beria
08 სექტემბერი 2023 23:16
4
გუნდი კი არა, თვითონ სად არის ეგ თუ აქვს გააზრებული. ჩემი ბრალია და შეცდომები დავუშვი ათასხუთასიო იმას კი არ იძახის, სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს, იმას ფიქრობს. ღირსეული მწვრთნელი დატოვებდა პოსტს და ამით გამოისყიდდა ამ ისტორიულ სირცხვილს. ერთა ლიგა შეამოაგდო აქ რაღაცეების გადასაფარად:((((
ბექა90
08 სექტემბერი 2023 23:11
2
აბურჯანია და კვირკველია განაცხადს არ უნდა გააკარო ვსო მორჩა მაგათი ფეხბურთი დაგეყენებინა ჩაკვე და საზანოვი დანარჩენებზე რო ვწერო არ მეყოფა აქ ადგილი . მწვრთნელი დღეს 0 იყო
ტოტტი
08 სექტემბერი 2023 23:11
2
ნორმალური მწვრთნელი გადადგებოდა!!! ამან კი ჩემი ბრალი არ არისო არაფერიო ცამდე მართალი ვარო როგორც ყოველთვის.

საკუთარ შეცდომებს აღიარებ შე მძ*რო ოდესმე??? რა უნდოდა აბურჯანიას კვერკველიას კაშიას მექვაბიშვილს და ა.შ. საზონოვი 7-1 ამდე რატომ არ შეიყვანე.
Gagveci pasuxi.
08 სექტემბერი 2023 23:10
1
ვილი, დატოვო უნდა გუნდი, შენ მწვრთვნელი არ ხარ, ვერც ვერასდროს იქნები.ფეხბურთელი დიდებული იყავი მაგრამ ამ სამის შენ არაფერი გაგეგება. მარტო დღევანდელ მარცხს არ ვგულისხმობ.
nika
08 სექტემბერი 2023 23:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული