საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
გუნდში თუ კვირკველია და აბურჯანია იქნება , მე ვემიჯნები და ანგარიშიც აღარ მაინტერესებს,ა შკარად არაჯანსაღი სელექცია ხდება ნაკრებში... გადართული დავრჩები რაგბიზე, ვაგებთ მაგრამ სახეს არ კარგავენ ბიჭები. პორტუგალიას მაინც მოვუგებთ, იქნებ ქულაც ავიღოთ უელსთან, ან ფიჯისთანაც, თუმცა არ მგონია რეალობა...
გუსანი
11 სექტემბერი 2023 15:02
5
სად მოიყარეთ ამდენმა ლუზერმა და საკუთარ ცხოვრებაზე გამწარებულმა ხალხმა თავი ??!! რა ჯუღელი, რა ნაცნობობა?!! ჩამოთვალეთ მეტნაკლებად თანაბარი ძალის 15 ფეხბურთელი!!! დამისახელეთ გუნდი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველების და ბურთის ამომტანის გარეშე თამაშობს. ვინ გყავთ უკეთესი და ვის არ ათამაშებენ. ვინ გვყავს ნახევარდაცვაში ისეთი, რომელიც ჩამშლელეადაც კარგია და ბურთის ამოტანა და დაჭერაც შეძლია. კარგი ბიჭები არიან აზარაც და გოჩოლაც, მაგრამ "აკატავეს" ორივე ესპანელება. ვინ გვყავს მაგათზე უკეთესი ფლანგებზე?!! კალათბურთშიც, რაგბშიც და ფეხბურთშიც, გვაყავს საშუალო დონის მეორე ეშელონის გუნდები. აქ ფედერაციას რომ აგინებთ, ის გაიხსენეთ, მიშას დროს რომ სტადიონები ანგრიეს და ფედერაცია ფაქტობრივად გააუქმეს. იმის ნაყოფს ვიმკით ახლა. დღევანდელი ტენდენცია პოზიტიურია. ერთა ლიგაზე ნახევარ ფინალში ვართ. ბურთების შეფარდებით 16:3. ქვეჯგუფში ჩავტოვეთ ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც თავსი მხრივ, იტალიაშივე მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვა იტალია. U21 წარმატებულად ჩატარდა ქვეყანაში და ნაკრებმაც ითამაშა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტოპ 5-ში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს და რამდენიმეც ასევ კარგ ლიგებში და ნორმალურ გუნდებში, სულ ახლაგაზრდები. რამდენიმე პერსპექტიული უცხოეთში დაბადებული ახალგაზრდა ჩამოიყვანეს ასოკობრივ ნაკრებებში. ჯუღელზე რომ ღლიცინობთ, მაგის წაყვანილია კვარა, ზურიკო, აზარა, კვერნაძე. მისი 0.1 % არ გექნებათ არც საქმე გაკეთებული არცერთს და მითუმეტეს ფული ნაშოვნი! ფეხბურთელის გაზრდას დრო სჭირდება 1-12 წელი ამ ბოლო პერიოდში, ბევრი სტადიონი და ბაზა აშენდა, ბევრი შენდება. მიდის ბავშვთა მწვრთნელების მომზადება. დრო და დიდი ფულია საჭირო რომ პროგრესი გაგრძელდეს!
ჯარჯი
11 სექტემბერი 2023 14:50
27
დიდი ვარაუდით ფედერაციის მუშაკია აპრავებს და არი აბა რაქნას
ოპი
11 სექტემბერი 2023 20:07
2
Შენ იმენა მაგრად გძმარავს
Ჯარჯის
11 სექტემბერი 2023 17:56
3
ყველა გამოხმაურება
საქართველო ცუდი კი არა უძლიერესი გუნდი იყო ოღონდ 90 წლებში მარა წარმატებას ვერ მიახწია
გიგი
11 სექტემბერი 2023 14:46
1
ქეცბა რომ ყოფილიყო მწვრთნელი ჩვეულებრივად გადაუვლიდნენ და აქ არც ისე ცუდი გუნდი არ არისო)))
ისაესა
11 სექტემბერი 2023 14:16
3
დიახ ბატონო ვიცით ცუდი გუნდი რომ არაა და მიტომ ვნერვიულობთ და განვიცდით.პრობლემები გვაქვს ტრენერს არ ეკითხებიან არაფერს .სამწვრთნელო შტაბი გვყავს NAბოზვრეBI .FEDEრაციA მაფIOZები და ჯუღელის გასაყიდი ფეხბურთელები ვერ მოვიცილეთ ნაკრებში რომლებსაც წარმატებით კურირებს დვალიშვილი..
თემო
11 სექტემბერი 2023 12:59
5
ზოგი ვილის Თვლის მიზეზად, ზოგიც ფედერაციას, Თუ დააკვირდებიᲗ3 Ჩვენი ნაკრების უკუსვლა, ხვიᲩას წარმატებიᲗ გაᲗავხედებული ჯუᲦელის გააქტიურებას უკავᲨირდება. "ფეხიᲗ აᲦებს" ნებისმიერი ქარᲗული კლუბებისა Თუ Ფედერაციის კარებებს და "Васюки"-ს გეგმებს ხლარᲗავს.
ჯაბა
11 სექტემბერი 2023 12:55
8
კორპუსით თამაში უჭირთ ჩვენებს. ძალისმიერ ვარჯიშებს (შტანგა, ტრენაჟორები) ნაკლებად ასრულებენ. ესაა გასაუმჯობესებელი. ყველა ორთაბრძოლას კორპუსით აგებენ და იფეხვებიან. სპორტის მოდებაში ვინცაა, კარგად მოეხსენება, რომ ძალიდან სისწრაფე წარმოიშობა (არც პირველი გვაქვს სახარბიელო და არც მეორე!), ხოლო გამძლეობა ან სწრაფძალისმიერი გამძლეობა, ისეთი, როგორც მთელი 90 წუთის მანძილზე 8 კილომეტრამდე რბენას სჭირდება ეს მეტნაკლებად გამოსწორებულია მეტწილად ჩვენი ფეხბურთელების კარგ კლუბებში მოხვედრით, თუმცა არა იდეალური. ამას რომ ვერც ფეხბურთელი და ვერც მწვრთნელი მიხვდება რა უნდა ვილაპარაკო?!
კვარაზე და ახლა უკვე კვერნაძეზე ხომ ვიცით თავიდან თუ რა თქვეს იტალიაში? ძალაზე მუშაობა სჭირდებაო, რაც ლექსიკონში ჩვენი ფეხბურთელებისთვის მეტ-ნაკლებად უცხოა, განსხვავებით იმავე უცხოელი ფეხბურთელებისგან.
ასე რომ, შეიგნეთ ფეხბურთელებო, 30 წელია მატაობთ გეგონება მარადონები მყავდეთ. იცით მარადონას ერთი პერიოდი ბენ ჯონსონი უწევდა კონსულტაციებს?
ხოლო მესხი თავიდან მოჭიდავე იყო, სისწრაფე კი ფეთქებადი ჰქონდა. კაცი კეტებით 11 წამში დარბოდა 100 მეტრს, მძლეოსნური შიპების გარეშე!
აბა ეხლანდელი ვინმე ირბენს ამდენში?
თავი გაანძრიეთ ცოტა ეფხბურთელებო. როცა მატაობ, თან უდიდესი სისწრაფე უნდა გაგაჩნდეს, როგორიც ჰქონდა ოლეგ ბლოხინს, რობერტო კარლოსს ან რონალდოს. ნებისმიერი ნორმალური ფეხბურთელი 100 მეტრს მეორე თანრიგზე (11,7) უკეთ ირბენს!
ლაშა
11 სექტემბერი 2023 12:50
0
35 სკოლაში 50 მოზარდიდან 5 ითამაშა ნაკრებში და ერთი დარბოდა 11 წამში 100 მეტრს და დანარჩენი 12 . 11 წამიანმა ითამაშა ტოპ 5 ში
ამიკო
11 სექტემბერი 2023 23:42
0
100%-ით მართალი ხართ
გია
11 სექტემბერი 2023 20:26
0
ჩავიკითხე კომენტარები და სამწუხაროდ დასკვნა ასეთია: ქართველი გულშემატკივრების უმეტესობა არის ძალიან დაბალი დონის, არიან უაღრესად ცინიკოსები, რომლებიც დასულები არიან მარტო ღადაობაზე და დაცინვაზე, ეს სჩანს უმეტეს კომენტარებშიც. ასეთი კომენტარების ავტორებს ვეკითხები, თქვენ რა გაგიკეთებიან იმაზე მეტი, ვიდრე ამ ჩვენს ბიჭებს? დარწმუნებული ვარ არაფერი, რადგანაც თქვენი საქმეა სხვა ლანძღოთ და მიწასთან ასწოროთ, უბრალოდ აღარ დაიღალეთ??? ჟანსაღი კრიტიკა მისაღებია, ხოლო თქვენი "ორღობის დონის" კატეგორიულად არა!!!!!!!
ზურა
11 სექტემბერი 2023 12:41
17
კარგით რა ეს მაგარი იცით- "თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის იმაზე მეტი, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ", გეგონება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გადიან და ჩვენ მაინც ვაკრიტიკებთ.
გია
11 სექტემბერი 2023 20:36
2
მართალი ხარ!
ქილიკი და დაცინვა მიუღებელია. ვაჟკაცურია გვერდში დგომა და გამხნევება და ასევე დიდი ილიას მიერ თქმულის შეხსენება: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო".
ლაშა
11 სექტემბერი 2023 13:07
5
ადვილი თუ იქნება მათამაშეთ მეც,თუარა დაგიჭრით მაგ ბურთს
Levani
11 სექტემბერი 2023 12:38
1
ისტორიულად ხო ვერ აგვაცილეს ქვეჯგუფში მსოფლიო ჩემპიონებს რა. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. იყო დრო მსოფლიო რეიტინგში 46-ე ვიყავით (ეს ისტორიული მაქსიმუმი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში), მაგრამ მაშინაც ინგლისი, იტალია, საფრანგეთი თუ გერმანია. ეხლა ესპანეთზე დაგვწერეს ჯვარი!
ა, ყაზახეთი და მსგავსი ნაკრებები (ალბანეთსი ქვეჯგუფი (მის გარდა: ჩეხეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ფარერები), უნგრეთის ქვეჯგუფი (მის გარდა: სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა/ლიტვა)!
ლაშა
11 სექტემბერი 2023 12:37
4
კი, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონები გვყავდა, მაშინ ვიყავით მეტ-ნაკლებად ფორმაში და?!
ამას ვამბობ...
ლაშა
11 სექტემბერი 2023 15:40
0
როდესაც 2000 წლის ევრო შესარჩევში ნორვეგია, საბერძნეთი, სლოვენია, ალბანეთი და ლატვია გვერგო მაშინ საერთოდ ბოლო ადგილი დავიკავეთ ჯგუფში, ასე რომ ეგ არაფერ შუაშია.
ირაკლი
11 სექტემბერი 2023 14:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული