საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
როგორ უნდა ეთამაშო შემტევი ფეხბურთი მას ვინც სისხარტეში გჯობია.სურვილი კარგია,მაგრამ შრომის და დისციპლინის კულტის გარეშე წარმატება არ მოდის.
ილია
11 სექტემბერი 2023 12:29
1
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსულ უკვე წარმატებულ ფეხბურთელებს ყურადღება უნდა და დროა ვეტერნების ცვლილება...
ლაშა
11 სექტემბერი 2023 12:29
0
როგორ უნდა ეთამაშო შემტევი ფეხბურთი მას ვინც სისხარტეში გჯობია.სურვილი კარგია,მაგრამ შრომის და დისციპლინის კულტის გარეშე წარმატება არ მოდის.
ილია
11 სექტემბერი 2023 12:28
1
ამ ნაკრებმა ყაზახეთი თუ გაიარა აი ბერძნებთან შანსიც არაგვააქ. არააქ ამ გუნდს რაღაც დამაჯერებლობა აი რო გჯერა არაა თან პირველი თუ გაუშვეს მეყოლე კარგად
beqa
11 სექტემბერი 2023 12:25
2
გარკვევით წერია, რომ სხვისი პრევიუა. ისე, ავტორმა გუშინ დაწერა, კაშია მაინც იქნებაო და ჯვარზე აცვეს და აგერ სხვებს კვირკველიაც ჰყავს. 3 დღეში ახალი ნაკრები არ იქმნება, თან თუ განაცხადში ბევრი არავინაა
კვირკველია?-ს
11 სექტემბერი 2023 12:17
1
ყველაზე კარგი თავდაცვა არის თავდასხმა . ჯობს ბრძოლაში და შეტევაში წააგო თამაში დიდი ანგარიშით ვიდრ ტემპის დაგდების მცდელობებში.რაც უარესია . ცხადაძეს ქონდა ერთი მაგარი თვისება შეტევაში გადაიყვანა გუნდი გერმანიასთან წავაგეთ 2 1. პოლონეთან წავაგეთ დიდი ანგარიშით მაგრამ სანახაობრივად იყო მაგარი . მომენტებიც გვქონდა. ნოიერმა თამაშის შემდეგ თქვა რომ მეგონა იტალიას ვეთამაშებოდითო.ფსიქოლოგიური განწყობა მთავარია საბრძოლო 2 ნომრად არ უნდა დაიწყოს გუნდმა თამაში პირველივე წუთიდან.ცხოვრებაში ფეხბურთ ბევრმა ნიჭიერმა ვერ ითამაშა მაგრამ ბევრმა ნაკლებად ნიჭიერმა ბრძოლით ბევრ რამეს მიაღწია.
35
11 სექტემბერი 2023 12:09
4
რა არის სანახაობრივად მაგარი,დიდი ანგარიშით წაგება? ქეცბაიას დროს იყო ყოველთვის ანგარიშ გასაწევი გუნდი საქართველო,ბოლო პერიოდს თუ არ ჩავთვლით. ახლა გვყავს გაცილებით უკეთესი შემადგენლობა და არ ვიყენებთ,ფედერაცია არ აცლის არავის მუშაობას!
ირაკლი
11 სექტემბერი 2023 12:23
6
ისევ წავაგებთ, რამე გასაკვირია თუ რა. რაიმე ნიშანწყალი არსებობს ოპტიმიზმის? არავითარი. გადახედეთ რას შვებიან სხვა ქვეყნები, ყველას აქვს პროგრესი, ჩვენ ან ისევ იქ ვართ ან უკან მივდივრთ. ეს რისი ბრალია ეგს არ ვიცი. ფაქტია ჯიუტი რომ სამწუხაროდ რეალობა ასეა.
SDERER
11 სექტემბერი 2023 12:09
1
კვირკველია და კაშია მოაშრეთ ნაკრებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, მარტო ძირითად განაცხადს და "ზამენას" , არამედ საერთოდ უნდა მოაშოროთ კაშია და კვირკველია, ხშირ შემთხვევაში ანტიგმირები არიან ჩვენი ნაკრებისთვის, როგორც თავის დროზე კალაძე ბიჭუნა იყო 2 ავტოგოლის ავტორი ლეგენდა;
giorguna
11 სექტემბერი 2023 12:08
9
კალაძეს რომ არ უკბინო, ისე როგორ შეიძლება?!
mamuka
11 სექტემბერი 2023 12:17
12
ავტორო კვირკველია რატომ დააყენე ძირითადში და საზანოვი არა?
კვირკველია?
11 სექტემბერი 2023 12:02
2
გაიღვიძეთ ხალხო.
გიორგი
11 სექტემბერი 2023 11:06
0
ცისკარას სალამურის სტვენაც კი ვერ გამოგვაფხიზლებს
ვახსიმონტო
11 სექტემბერი 2023 11:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული