გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ჩაკვეტაძე რატომ არ დააყენა ძირითადში ხომ შეიძლება რომ კითხოთ პრესკონფერენციაზე პირდაპირ სანიოლს ჟურნალისტებმა, საინტერესოა რა პასუხი ექნება
გია
13 სექტემბერი 2023 01:08
2
ჩაკვე ერთ ტაიმსაც ვერ თამაშობს სამწუხაროდ
ვასო
13 სექტემბერი 2023 01:26
3
მიქაუტაძე არის მაგალითი როგორ უნდა ეძინოს ფეხბურთელს, თუ არ გინდა შეჩემა თამაში მოიმიზეზე რამე და კიარავინ დაგაძალებს იბიონომატ! ზივზივაძე ჯობია ამას 100 თავით! ტიპმა ისე დატოვა მოედანი სახეზე ეტყობოდა რომ დაღლილი არ იყო, პროსტა რა!!! 14 ნომერმა საკმაოდ გამაოცა, ისე რა გამაოცა კაკ მინიმუმ ასე უნდა თამაშობდე მაგრამ ამას ჟილკა ემჩნეოდა სხვებთან შედარებით! გასაკვირი ის არის რონ თამაში შეუძლიათ, მაგრამ ჟილკა აკლიათ და რატომ ამას ვერ ვხვდები. თქვენ რა აზრის ხართ? აზაროვმა კარგი მატჩი ჩაატარა, კვარაცხელიას ტექნიკა ეტყობა, მაგრამ გვეტდდი მიქაუტაძე რომ გეყოლება რისი გამკეთებელი ხარ? კაროჩე რავი დასკვნა არის ერთი: ჟილკა აკლიათ ჟილკა!
ლევანი
13 სექტემბერი 2023 00:49
17
ბატონო ლევან, ჩემი აზრით ორი რამ აკლიათ - (ნამდვილი) საბრძოლო განწყობა და პრესინგი (ანუ მოწინააღმდეგის პრესინგის მიუხედავად ნორმალური თამაშის უნარი და აქეთ პრესინგის მოწყობა მოწინააღმდეგის მიმართ). ამას როგორმე თუ აითვისებენ, იქნებიან მინიმუმ საშუალოზე ძლიერი გუნდი ევროპული მასშტაბით.
Gio
13 სექტემბერი 2023 00:56
1
შენ აშკარად ალაგ ალაგ უყურებ ფეხბურთს ბიძიკო
zura
13 სექტემბერი 2023 01:33
0
სპორტის რა სახეობაში შეხვდნენ დღეს საქართველოს და ნორვეგიის ნაკრებები?

ა) ბურთსეირნობა
ბ) გაგორობანა
გ) ფეხაცდენა
დ) ყველა პასუხი სწორია
ვისტი
13 სექტემბერი 2023 00:42
2
სანიოლა,შენი განსხვავებული ნაკრები 7:1მაგივრად 2:1 არაა
დათო
13 სექტემბერი 2023 00:43
0
ეხლა თუ არ გამომიქვეყნებთ ფაისბუქში დაგიწერთ. რევოლუციაა დასაწყები ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირ თამაშის მერე უნდა ავჭედოთ კარები
50 წლის სტაჟიანი ფანი
13 სექტემბერი 2023 01:23
0
ბუდუზე მშრომელი და მონდომებული თან ყოველთვის, გუნდში არავინაა
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 01:23
0
სანიოლი და მთელი სამწვრთნელო შტაბი, კაშია,კვირკველია მამუჩაშვილი,აბურჯანია, გაგნიძე სახლში.ჩაკვეს, ალთუნაშვილის, გადრანს, არაბიძეს, საზონოვს, ლოჩოშ ილს მეტი დრო და ადგილი ნაკრებში.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 01:03
3
აი რა აკლია კვარაცხელიას-ის რაც ზივზივაძეს აქვს . რამოდენიმე წუთში ზივზივაძემ შანსი ეგრევე გოლად აქცია. კვრაცხელია კიდევ 27 თამაშია ამ შანსს ელოდება, აქ კი ხვიჩას სექტანტები გამოხტებიან და აბა რა ქნას ხვიჩამო , მარტო ხო არ მოიგებს თამაშსო , და აი იქ რო გამართლებოდაო და ის გოლი შეეგდოო ხომ დაიწერებოდა რომ მაგრად ითამაშაო და ა. შ ,,ბებია რო ბაბუა ყოფილიყოო ,,
გამართლება არის ერთი მაქსიმუმ ორი თამაში მაგრამ არა შვიდი ან ოცდაშვიდი
აი ია
13 სექტემბერი 2023 16:26
14
ბურთის ამოტანა გუნდს არ შეუძლია, პრესინგზე ხომ ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი. მწვრთნელი სანიოლი და ხიზანა ხომ ანეგდოტია პირდაპირი მნიშვნელობით. ფედერაცია გვყავს სხვა გალაქტიკებს შეშურდებათ, როგორც საკუთარ დუქანს, ისე იქცევიან. უბედურება ის არის, რომ ჩვენ კი შედეგს ველით
ზურა
13 სექტემბერი 2023 01:41
0
თუ ფეხბურთი გითამაშიათ მოხვდებით რო ეს არის მწვრთნელის ბრალი... რა ტაკქტიკაც აირჩია იმას მიყვნენ ფეხბურთელებიც... აზაროვს კიდე ვინც იძახის კაი თამაში ქონდაო რა თამაშს უყურეთ მაინტერესებს? გოჩოლეიშვილზე ბევრად უკეთ არ უთამაშია. 90% ბურთების დაკარგა და რაგაცეებს პროფესორობდა... რა დროს გადირკვაა შენ საჯარიმოსთან ითამაშე რა მარტივად. თავი ბოლო სხვა მწვრთნელი გვინდა ვინც შემადგენლობასაც დააყენებს ოპტიმალურს და გადაწყვეტილებებსაც ანგარიშიდან გამომდინარე. ექნება თამაშის სურათიდან გამომდინარე რამდენიმე ტაქტიკა დამუშავებული
ზურ
13 სექტემბერი 2023 01:41
1
აზაროვს ფეხბურთელობა ვინ დააბრალა? საკვანძო პასების პროცენტი აქვს ნულს ქვემოთ.
Რაგბის ფანი
13 სექტემბერი 2023 06:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული