გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ადრე ბატონი რევაზ ძოძოაშვილი სულ ამას ამბობდა . დამწყები ფეხბურთელისთვის ცოლი ჯერ ადრეაო და ყველა ღადაობდა. ფაქტი სახეზეა . კონცეტრაცია და ყურადღება ეფანტება.
giorgi
13 სექტემბერი 2023 01:37
3
მიქაუტაძე ამ ორ თამაშში ძალიან ცუდი იყო. ვერ დარბოდა საერთოდ. ხვიჩა ყველას ჯობდა მიუხედავად იმისა,რომ გოლი ვერ გაიტანა.
gulshematkivari0703
13 სექტემბერი 2023 01:21
5
ესპანეთთან 7:1 წაგების მერე 2:1 წაგება დიდი პროცესია. ეტყობა მაგრად იმუშავა სანიოლმა. საღოლ ძმაო. მეგონა 6:0 წავაგებდით, მაგრამ, ნურას უკაცრავად.
გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2023 01:04
1
როგორ შეიძლება ამ მოყვარულებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერქვას."მწვრთნელი" მოყვარულიც კი არ არის,შთაბეჭდილებას ტოვებს რო საერთოდ აზრზე არაა სად მოხვდა.
მეზღაპრე
13 სექტემბერი 2023 01:00
2
რა დალოცა ასეთი
მარიო ჩიმარო
13 სექტემბერი 2023 00:51
7
საქართველოს ნაკრებმა რომ წარმატებას მიაღწიოს, ორი რამ უნდა იყოს მოწესრიგებული.

პირველი , ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ყავდეს და ფეხბურთელები რომლებიც ეროვნული ნაკრების ფორმას ატარებენ, სამშობლო უნდა უყვარდეთ.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2023 00:46
20
"ჩვენ ძმაუ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მილიონებად რატომ არ იყიდება ფეხბურთელები?!" - ფაქტი: ნაკრები ბოლოს 30 წლის მანძილზე პოლისჯოხივით წელიწადში ერთხელ გაისვრის სენსაციას, ისიც მეტწილად როდესაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მაქსიმუმ ტურნირებზე გამსვლელ გუნდებს თუ გავუფუჭებთ საქმეს, თორემ სხვა არაფერი. შესარჩევი თამაშები დაწყებული არაა წესიერად, რომ უკვე თეორიული შანსიც აღარ აქვს ნაკრებს და "მომავალი შესარჩევისთვის" თუ გამოიყენებ თამაშებს. კლუბებია და არასაფეხბურთო ქვეყნების თუ მეხანძრე-მეთევზეების სამოყვარულო გუნდებთან ვარდებიან.
"ძმაუ ფული არ იდება ქართულ გუნდებში" - გააქანეს და 350 მლნ.-იანი "ფეხბურთის განვითარების პროგრამა" გამოაცხვეს ბიუჯეტის ხარჯზე, რომლის 80%-ზე მეტი ხელფასებში დაარიგეს. შედეგი იგივე (წესით სხვას რატომ უნდა ელოდო?). ისე საინტერესოა "პროფესიულ" გუნდებს რომ მოეხსნან დაფინანსება და ეს 350 მლნ. ბავშთა ფეხბურთს და აკადემიებს რომ მოხმარდეს, დავიჯერო უარესი შედეგი ექნება ან ნაკრებს ან გუნდებს?

არა ძმაუ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მა რა ჩემი ფეხები ვართ....
გიორგი
13 სექტემბერი 2023 13:42
0
სვანაძე მოიყვანეთ მწვრთნელად...
Zviads
13 სექტემბერი 2023 00:53
31
სვანაძეც მჩოჩავი სტილის მიმდევარია და მაგ სტილის ბრალი იყო ახალგაზრდულის ისრაელთან მარცხი . მესმის რომ პატრიოტი გულშემატკივარი ხართ , მაგრამ ეგ არ განსაზღვრავს ფეხბურთის ცოდნას.
gpi
13 სექტემბერი 2023 01:16
1
სვანაძეს ბონდო დოლაბერიძე ჯობია, დამიჯერე.
ზვიადს
13 სექტემბერი 2023 01:07
3
ყველა გამოხმაურება
გამოაქვეყნეთ სტატისტიკა კვარაცხელია ყოველ თამაშში კარისკენ დარტყმული ბურთებიდან რამდენს არტყავს ჩარჩოში...საშუალოდ გამოვა 10:1...ეს ეკადრება "ვარსკვლავს"? ჭკუისდამრიგებლები ამას არ ეუბნევიან? ეხლა არ გამოხტეთ თავდამსხმელი ხომ არ არისო...თუ არ არის,კარისკენაც არ უნდა ურტყავდეს და მარტო ოსიმენზე და ზივზივაძე-მიქაუტაძეზე თამაშობდეს...
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 19:35
8
რა შანსი რის ბოლო წამი??!ავლეპი სასწრაფოდ თქვენს მოსავლელად
თამაზი
13 სექტემბერი 2023 01:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული