გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ნამუსი სინდისი არ არის ვინმემ აკრძალეთ ქართული ფეხბურთი ნერვებს ნუღა გვიშლით
vvvvv
13 სექტემბერი 2023 00:41
13
აი რა აკლია კვარაცხელიას-ის რაც ზივზივაძეს აქვს . რამოდენიმე წუთში ზივზივაძემ შანსი ეგრევე გოლად აქცია. კვრაცხელია კიდევ 27 თამაშია ამ შანსს ელოდება, აქ კი ხვიჩას სექტანტები გამოხტებიან და აბა რა ქნას ხვიჩამო , მარტო ხო არ მოიგებს თამაშსო , და აი იქ რო გამართლებოდაო და ის გოლი შეეგდოო ხომ დაიწერებოდა რომ მაგრად ითამაშაო და ა. შ ,,ბებია რო ბაბუა ყოფილიყოო ,,
გამართლება არის ერთი მაქსიმუმ ორი თამაში მაგრამ არა შვიდი ან ოცდაშვიდი
აი ია
13 სექტემბერი 2023 16:23
5
ის ხალხო სად ხართ ქეცბაიას დაბრუნებას რო ითხოვდით? რაო მობიგეთო ესპანეთთანო ხო? ტაქტიკოსია ხო? რა ქეცბაია რა ცხადაძე ან რა სანიოლი? ქართველი თუ ვინმე
იქნება მწვრთნელი უნდა იყოს არველაძე, სხვა ყველაფერი ისევ ამ
ბანძი სისტემის ნაწილი იქნება!
რაც შეეხებათ ბიჭებს, დიდი მადლობა რო ამ ყველაფრის ფონზე კიდევ რაღაცას ცდილობთ…
ეხლა კი ყველაზე მთავარი, ამაზე რთული პერიოდიხ გვქონია და ბევრად ცუდი ნაკრებიც გვყოლია მაგრამ
ასეა თუ ისე ნაკრები პროგრესირებს და ეს ყველაფერი სულ
რაღაც 3-4 წელიწადში თვალსაჩინოც და ხელშესახებიც იქნება და მანამდე
მხოლოდ და მხოლოდ
მოთ
ინება, გამხნევება და გვერდში დგომა ჭირდებათ ჩვენებს - საქართველოს!
SGG31
13 სექტემბერი 2023 02:45
45
კლანობა და ძმაბიჭობა მერე ნახე შენ. არველაძის მწვრთნელობა არ გაიშვა - ფახთაქორის ტიტულები და თურქული ღადაობები წარმატებას ვერ მოიტანს. მაგას მარტო ფრაზებით გამოსვლა შეუძლია, თორემ ამაზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევს
:D :D
13 სექტემბერი 2023 08:16
0
ანუ სანამ სააკაშვილი არ დაბრუნდება არაფერი ეშველება არც ქვეყანას არც ნაკრებს არა ჯიგარჯან. . არველაძე არა?!. . . .
Napoleoni
13 სექტემბერი 2023 08:08
1
დრო არ გვეყო სამწუხაროდ და სოლბაკენს ნუსა ადრე რომ შეეცვალა მაგარი შანსი გვექნებოდა... ეს ოსტეგორიც რა უნამუსო ყოფილა და მსაჯიც სულ არ უჯერებდა კვარაცხელიას

ვალოდია ჯინჭარაძე
13 სექტემბერი 2023 02:29
3
ბოლო წამზე გაშვებული შანსი კი არა, შექმნილი შანსი იყო ეგ კვარას და ჩაკვეს მიერ. რომელი 100%მომენტი ეგ იყო? სწორად რომ არ აღიქვამთ და სანიოლს რომ მხოლოდ ერთ კითხვას არ უსვამთ - როდის გამოაცხადებ გადადგომაზეო, მაგიტომ ვერ ამოვალთ ჭაობიდან.
???
13 სექტემბერი 2023 12:12
0
ქართული სპორტული ჟურნალისტიკაც ფეხბურთთან ერთად ღრმა ჭაობშია...ხელი-ხელს ბანს პრინციპით...აბა უმუშევრები ხომ არ დავრჩებით და კრიტიკას ყველა ერიდება
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 19:41
0
ფედერაციას უნდა მივხედოთ, მაფიოზების ბუდეს
სვანსკი
13 სექტემბერი 2023 10:56
5
უკვე "პროგრესია" 0:5 რომ არ წავაგეთ
gia
13 სექტემბერი 2023 00:51
5
ისეთ სათაურს წერენ, თითქოს გამარჯვება გამოგვგლიჯეს ხელიდან. მთელი თამაში თავზე გვასხდნენ, მეორე ტაიმში განსაკუთრებით გამოგვკეტეს ჩვენს ნახევარზე. გუნდი ფიზიკაში ნოლია .კიტეიშვილი საერთოდ რას თამაშობს, თვითონაც არ იცის. კვირკველიაზე ლაპარაკიც არ ღირს - საშინელ ფორმაშია.გოჩოლეიშვილის ფლანგი აიკლო მუსამ და სანიოლს ის არ ესმის, რომ დაცვაშში მოთამაშე მცველი ნახოს ვინმე? ხომ ხედავ, გიჭირს მანდ და ვინმე უნდა მოძებნო? ერთფეროვნად გვიევდნენ, თორემ უფრო დიდი ანგარიში იქნებოდა. მოკლედ, მძიმე დღეშია ნაკრები და რესურსიც არ ჩანს
:)))))))))))
13 სექტემბერი 2023 11:49
1
ჩვენ გვესმის და გგონიათ,იმას არ ესმის?სად არის?ეგ არის საკითხავი.
სოსო
13 სექტემბერი 2023 18:39
2
ბოჩოლეიშვილი აშკარად არ არის მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ. ბებერ დინოზავრებზე ხომ კომენტარიც ზედმეტია. სასწრაფოდ რამეა შესაცვლელი.
მიჰა ლოვერ
13 სექტემბერი 2023 11:48
1
შანსი არა ტოროლა. შანსია როცა უტევ და ბურთს აკონტროლებ 50 70 % მაინც , დამატებით დროში მოეშვა ნორვეგია და ეგ იყო რო გავარდა ყარაულის თოფივით. ლამაზი გოლი იყო, მაგრამ მასეთი მომენტი რომ გექნება 5 და 7 მერე იქნება ხელიდან გაშვებული მართლა. სულ არ მიხარია ასეთი შეფასება მაგრამ, რეალობა ესაა და
????
13 სექტემბერი 2023 10:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული