გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
მორიგი დაგეგმილი ფსიქოლოგიური ოპერაცია ხალხზე და ნაკრებზე. ვითომ მოგვიგეს ვითომ დაგვა##მორეს ვითომ ხალანდი ხვიჩაზე უკეთესია და აშ. ვინც ამ ყველაფერს დაიჯერებს ჩ## რია მართლა 1უჯრედიანი. იმათ კი გაუმართლათ ასეთი ხარაკირი მწვრთნელი და ფედერაცია რომ გვყავს მალე მიხვდებიან მაგას.
Statisti.
13 სექტემბერი 2023 02:24
1
არა, რას ამბობ?! ჰალანდი ვინ ჩემი ფეხებია?! ან ოსტეგორი?! ჩვენები უკეთესები არიან. ერთს 6 თვე გოლი არ გაუტანია, მეორე ავსტრიის საშუალო დონის გუნდის პლეიმეიკერია. მასონები გვჩაგრავენ! სანიოლს დაურეკეს და ძალათ წააგებინეს.
ცქიტო, იაშკა და კობი ხომ გვყავს კარგად?! კალას საძმოს ხომ არაფერი ემუქრება? რაც მაგათ იმ ბიჭებს აკადრეს, მაკედონიასთან წაგების შემდეგ, ფედერაციასთან რომ აპროტესტებდნენ, რისი იმედი გაქვთ?!
ციციკორე
13 სექტემბერი 2023 10:19
0
Roca qveyana daulagebelia da areulia egrea amati fexburti xalxs kide imedi aq rom gamoswordebao da stadionze dadian amat sayureblad iaret iaret ...
289
13 სექტემბერი 2023 01:16
9
რაც იციან იმას თამაშობენ ... მეტი არ იციან და რა ქნან... თამაში რომ იწყება იმას ვფიქრობ უკვე ნეტა რამდენით წავაგებთ... ყელში ამოვიდა უკვე ყელშიიიიიიიიიიიი
დათო
13 სექტემბერი 2023 01:01
4
კვარადონა ვერ მარადონობდა ევროპაში სამწუხაროდ….!
!!!
13 სექტემბერი 2023 00:43
10
ბოლო თამაშებმა ნათლად აჩვენა თუ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი,გვაქვს ევროპაში ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატი,სავალალო მდგომარეობაა ბავშთა ფეხბურთში,(არაკვალიფიცირებული მწვრთნელები,ნეპოტიზმი,სტადიონების უკმარისობა,რეგიონების მიმართ უყურადღებლობა),რაც შეეხება მწვრთელს და სანაკრებო შტაბს რა თქმა უნდა თუ რამის მიღწევა უნდათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ (დაესწრონ ეროვნულ ლიგას, ჩაატარონ მეტი ამხანაგური მატჩები და აწარმოონ სწორი და სამართლიანი სელექცია)თუ არადა დაუთმონ ადგილი იმათ ვინც საქმეს გააკეთებს პირნათლად და რათქმა უნდა ყველაფერ ამაზე უნდა იზრუნოს და შეასრულოს იმ ორგანიზაციამ რომელსაც უშუალოდ ეხება ეს და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელია :ფეხბურთის ფედერაციამ.
gio gio
13 სექტემბერი 2023 11:13
1
კაცო, იცით რა მიკვირს? ეხლა მახსენდება ნელ-ნელა, ნორვეგიასთან, ბათუმის თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები ამბობდნენ: ფრე კარგი შედეგიაო. ესპანეთთან თამაშის წინ, მწვრთნელმა თქვა: მე ჩემს ფეხბურთელებს არაფერს არ ვთხოვ, გავალთ და ვისიამოვნებთო. ნორვეგიასთან თამაშის წინ: სხვა გუნდს ნახავთო. თამაშის დროს, მეორე ტაიმში, მაგარი კადრი იყო, სამნი ზიან ერთად, ფრანგი და ორი ქართველი, რა მაგარი კადრი იყო, ეკრანიდან ვიგრძენი, სუნი ასდიოდათ, თან მაგარი.
ვაააიიიი...
ლევანი
13 სექტემბერი 2023 01:22
1
აშკარად შემტევები უკეთესები გვყვავს ვიდრე დაცვა და ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი რაა. გოლებს მაინც გვიტანენ და იქნებ ჩვენ უფრო მეტი გავიტანოთ. ეს უკან დგომა და დაცვითი თამაში მაშინაა კარგი როცა კარგი დაცვა გყავს და შეუძლიათ გადაკეტვა ყველაფრის. ამაზე უკეთესი შედეგი მაინც გვექნებოდა.
აკო
14 სექტემბერი 2023 09:38
0
პენალი რატომ არ დაინიშნა, საყრდენი ხელი იყო?
თენგო
13 სექტემბერი 2023 15:03
1
კი, ეგრე იყო
fani
13 სექტემბერი 2023 16:12
1
კი.
სოსო
13 სექტემბერი 2023 18:32
0
კვარადონა მარადონა! წნეხის ქვეშ მოაქციეთ და დათარსეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი…!!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 11:35
2
Დათარსა იმ ბებერმა კაგებეშნიკმა კი არ დალოცა
Ქომაგს
13 სექტემბერი 2023 20:19
2
უბრალოდ როგორ დავიჯერო, რომ ყველა იმ ნაკრების ფეხბურთელს უფრო მეტად უყვარს თავისი ქვეყანა ვიდრე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. აქ სხვა რამეშია საქმე. უსამართლობის განცდაა, სწორედ ამიტომ არ აქვთ თამაშის ჟილკა. როცა ხედავს ვიღაცის ვიღაცა რომ გარანტირებული აქვს ნაკრებში ადგილი, სხვას კიდევ რაც არ უნდა მოინდომოს, არავინ გამოიძახებს, რა თქმა უნდა, თამაშს უკლებს და დიდად არც აინტერესებს შედეგი. არის მეორეც, ნაკრების მიმართ დამოკიდებულება ქართველ ფეხბურთლებს სულ ასეთი ჰქონდათ, გაცილებით ნაკლებს იხარჯებოდნენ ვიდრე კლუბებში (იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). დასკვნა: ყველაფრის მიზეზია ქართული ხასიათი, რომელიც მარტივად იხსნება - უპასუხისმგებლობა, წინდაუხედაობა, არაპროფესიონალიზმი, კრონიზმი, თავში ავარდნა და ა.შ. ნუ მოკლედ, სანამ ნიჭი, მონდომება სათანადოდ არ დაფასდება, არაფერი ეშველება არც ამ სფეროს და არც ქვეყანას. და კიდევ თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ კვიპროსმაც 6-0 წააგო ესპანეთთან? ანუ ფედერაციას რაც აქვს არგუმენტად, იგივე ვჭამოთ? რატომ? ანუ კვიპროსის დონე ვართ უკვე და არაუშავს? კვიპროსი 118-ეა ფიფას რეიტინგში, ჩვენ 78. არ უნდა იყოს განსხვავება? ნორვეგიასთან თამაშს თამაში არ ერქვა, ეტყობოდა გუნდს, რომ წასაგებად გავიდნენ. ეს კაი ხანია აღარ არის მოგებისკენ მომართული გუნდი.
ქეცბას რომ დავესესხოთ: ამ ქართულ ფეხბურთზე ხელი ყველამ ჩაიქნია.
ცვლილებებია საჭირო, თანაც სასწრაფოდ.
პტიჩკა პტიჩკა ნიველიჩკა
13 სექტემბერი 2023 11:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული