გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
რაც იციან იმას თამაშობენ ... მეტი არ იციან და რა ქნან... თამაში რომ იწყება იმას ვფიქრობ უკვე ნეტა რამდენით წავაგებთ... ყელში ამოვიდა უკვე ყელშიიიიიიიიიიიი
დათო
13 სექტემბერი 2023 01:01
4
როგორ შეიძლება ამ მოყვარულებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერქვას."მწვრთნელი" მოყვარულიც კი არ არის,შთაბეჭდილებას ტოვებს რო საერთოდ აზრზე არაა სად მოხვდა.
მეზღაპრე
13 სექტემბერი 2023 01:00
2
სანიოლის მოხსნას არ აპირებენ ისევ? რაღაცა ვქნათ გულშემატკივრებმა და ფედერაცია ვაიძულოთ მწვრთნელი დანიშნონ. ეგ არის დილეტანტი და ახლა სწავლობს მწვრთნელობას. ეს ნიჭიერი თაობა კი ამასობაში დიდ შანსებს ანიავებს
ვანჩოპე
13 სექტემბერი 2023 00:59
0
79 წუთზე ჯარიმა დაინიშნა ჩვენ სასარგებლოდ. ნახეთ როგორ ათამაშებს კიტეიშვილი ამ ჯარიმას. ტიპი დგას გვერდით ბურთთან, აუტის ხაზისკენ!!! ანუ ტიპს ფსიქოლოგიაში გათამაშება ჰგონია საშუალება რომ კვირკველიამდე მიიტანოს ბურთი. ანუ ტიპებმა დასკვნა ვერ გამოიტანეს!!! ისევ ის უნდათ, რომ დაცვასთან მივიდეს ბურთი და იმათ წყნარად გადაიტანონ გადმოიტანონ ბურთი, ვერ გაიგო ნაკრების მთავარმა გამთამაშებლემა დღეს (!) რომ ამის საშუალებას არ გვაძლევენ ესენი .ისევ იგივეს აკეთებს და ამას მწვრთნელიც კი ვერ უშველის. ეს უნდა სამუდამომ გააგდო გუნდიდან. მიაყოლო სანიოლი! დღეს თუ არ გადადგა თავის ხიზანიშვილიანად -
შეგირცხვათ ნამუსი! სამარცხვინოები ხართ!!! კომენტატორებს კიდევ მინდა ვკითხო ბიჭო არ გიტყდებათ? არ შეიძლება რომ ამ კომენტატორებმა არ გაიცნონ ეს ფეხბურთელები რომ არ უძვრებოდნენ ასე უსირცხვილოდ? უტყდებათ კრიტიკა ამ სამარცხვინოებს ამათ. უბრალოდ გავაფრინე რა - მთელი თამაშია ნებისმიერ მომენტზე გადაახვიეთ - მოედნის ცენტრში ფეხბურტელები არ გვყავს !!! და ეს კვარა თავის მიქაუტაძეთი, რომ ხედავ შე დალოცვილო რომ ეს სანიოლი აზრზე არაა!- ჩამოდი რა ჩამოდიიიიიიიიიიი. დაგვახიეს თავზე ბურთი. ტფუი რა . 90% ბურთს კვირკველია კაშია ათამაშებს. ეგ გინდოდათ? ამისთვის შრომობდი ამდენს კვარა? რომ კვირკველიამ ისროლოს ბურთები სადაც მოხვდება? თუ გოჩოლეიშვილის მატაობაა კარგი საყურებელი? ორივე ფლანგზე ამასაც და აზაროვსაც ფეხი ისე აქვთ მოტრიალებული, რომ უკვე აქედან იკითხება რომ უკან დააბრუნებენ. ტერფი აქვთ მოტრიალებული და შენ მიდი და გაეხსენი, რა აზრი აქვს, ტიპებმა თავიდანვე იციან რომ წაგებულია თამაში. მარაზმი ნაკრები. სამარცხვინოები ხართ , სამარცხვინოები. პირველ რიგში ფედერაცია, სანიოლი და ხიზანიშვილი, მერე მთელი თქვენი ჯაკობია, ფიფიები და თუ დაბლოკავთ ამასაც ფორუმზე დავწერ, ფეისბუქზე დავწერ რომ ბლოკავთ და სამარცხვინოები რომ ხართ თქვენც!!!
რა იცის ვანჰაზებრუკმა
13 სექტემბერი 2023 00:58
2
აბა, ამას ვუზამთ, იმას ვუზამთ, ბულდოზერით გადავუვლითო?! ტროლიკებს დავალებული ჰქონდათ ოპტიმიზმი დაეთესათ სრულიად გამოფიტულ, უნაყოფო ნიადაგზე. იდიოტები მორიგ ჯერზე აყვნენ. საბოლოოდ დადგინდა, რომ კვარას კენტ წლებში თამაში არ შეუძლია, სხვებს კი არც ლუწებში. ძალიან მაგარია. მალე სტრატეგიული ძმები ჩინელები ჩამოვლენ ბლომად და დაგვეხმარებიან. მართალია ჩვენზე უარესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დარბიან მაინც. მოკლედ, მომავალი ნათელია და ამ ჭიქით...
ელიასი
13 სექტემბერი 2023 00:58
3
არავითარი მონდომება,არავითარი ჟინი.პასის კულტურა ნული.წინ გაქცევის ნაცვლად უკან პასები.დაბალი კლასი.მწვრთნელი არავითარი.სანიოლი გახარებული იუო 2:1 რომ წავაგეთ.
.
ჯუჯი
13 სექტემბერი 2023 00:57
4
ძლივს ვიკავებ თავს, რომ ცენზურა დავიცვა. მწვრთნელი (ხიზანიშვილი) სანამ არ მოშორდება, არ მიხვიდეთ სტადიონზე ხალხო! ყველანი ვხედავთ, როგორ თავიანთ თავზე აქვთ მორგებული ბიზნესი, ხმას არ ვიღებთ.
Რაგბის ფანი
13 სექტემბერი 2023 00:56
6
ეს უნამუსო წურბელა ფედერაცია უნდა მოვიშოროთ და სასწრაფოდ ქეცბაია მოვიყვანიოთ. ერთმა დაწერა და მეც ვეთანხმები. ქეცბაია მოუვლის ამათ. ის არც ქოცია და არ ნაცი და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. ასეთი ხალხი გვჭირდება საქართველოში.
ირაკლუ
13 სექტემბერი 2023 00:55
9
ფედერაციაზე რაც გინდა თქვი, მაგრამ ქეცბაია არ გამაგონო . მაგან ,პირველმა დანერგა აქ მეორე ნომრად ფორთხვა ფეხბურთის ნაცვლად . რა ქეცბაია , გესმით საერტოდ ფეხბურთი ? სიმარტლის მთქმელიო რო დაგიჯინიათ , ჯერ ერთი ეს მიტინგი არაა და სასამართლო . ფეხბურთია ! მეორეც კიდევ , ჟურნალისტის დასმულ კითხვას ეგ ვერ იტანს და ოდნავ კრიტიკულს ვერაფერს . მესამეც , მადერაა მაგ გა მაგის ნაკრები და რასაც თამაშობს ვერ ხედავთ ?
gerchi
13 სექტემბერი 2023 01:13
12
გამოსალოცია! მანამდე არც მას და არც ნაკრებს არაფერი ეშველება!
ციციკორე
13 სექტემბერი 2023 00:55
6
დიდი გვარის კაცის შემოლაწუნება თუ უშველეს, სხვანაირად არაფერი არ გამოდის
ციციკორე
13 სექტემბერი 2023 00:59
3
გამიგია, გამარჯვებული გუნდის შემადგენლობას არ ცვლიანო, მაგრამ 1-7 წაგებული გუნდის შემადგენლობას რომ არ ცვლი, ანუ რაა? რაც არის, ეგ არის? და კიდევ ერთი, აქ ხალხი ხვიჩას დასაცავად, იმდენ შეურაცღყოფას აფრქვევენ ხოლმე, რომ არც ხვიჩამდე უთამაშია ვინმეს ფეხბურთი, და არც მერე ითამაშებს თითქოს, მაგრამ ქართული ხომ არ დაემართა ჩვენს ხვიჩას? ჰაა? ვერ დაისვენა? თუ ნაპოლიზე გადავერთოთ? ნაპოლის ვუქომაგოთ არა? ნაკრები ვის აინტერესებს? მე პირადად არ მაინტერესებს ნაპოლი რას იზამს. თუ შენს ქვეყანას არ წაადგები, რაც გინდა ის გიქნია. არადა რაც მე მაგის ქება-დიდების კომენტარები მაქვს ნაწერი.

დიდება საქართველოს!
ლევანი
13 სექტემბერი 2023 00:55
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული