გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
გამარჯობათ. გთხოვ ადმინ დამიდასტურეთ პოსტი.
ერთ-ერთ ტოტალიზატორზე, ვენესუელა-პარაგვაის აუტები მედო, 42.5 მეტი აუტი. მაგრამ იმ ერთ-ერთმა ტოტალიზატორმა პოზიცია წაგებულად ჩამითვალა. Flashscore-ზე აუტები 44-ია დაფიქსირებული, ხოლო ის საიტები - whoscore, და espn რომლებსაც ის კონკრეტული ტოტალიზატორი და ზოგადად საქართველოში ტოტალიზატორები იყენებენ შედეგის დასაფიქსირებლად, არ აქვთ გამოტანილი აუტების რაოდენობა. რომ მივწერე იმ ტოტალიზატორს რატომ დამიფიქსირეთ პოზიცია წაგებულად, მითხრეს რომ betradar-ზე დაყრდობით დავაფიქსირეთ შედეგიო. მივწერე betradar-ზე დაყრნობით რატომ დააფიქსირეთ შედეგი, ვალდებული იყავით whoscore და espn - ძე დაყრნობით დაგეფიქსირებინათ შედეგი თქო, და ასე მომწერეს მაგ საიტებს არ აქვთ გამოტანილი შედეგიო. მე მივწერე თუ ასეა, მაშინ მაქსიმუმ ბილეთში პოზიცია უნდა გაუქმებულიყო თქო და თუ შერჩევითაა, მაშინ flashscore-ზე დაყრნობით დაგედოთ ინფორმაცია თქო, და თუ მეტი კითხვები თუ არ გაქვთ დაგემშვიდობებითო.
აშკარაა უსამართლობას აქვს ადგილი, უსამართლობა ტომ არის შავი თეთრზე წერია.
მაინტერესებს ასეთ დროს შემოსავლების სამსახურში უნდა დავრეკო თუ ანტიკორუფციულში თუ სად?
1212
13 სექტემბერი 2023 10:41
0
ვიღაც რუსები წერდნენ კიდე კაი კვარაპელე არ დაარქვესო და დასცინოდნენ. ქართულად წერდნენ მაგრამ ყველას პროფილები შევამოწმე და რუსული დროშები ეყენათ, რა მნიშვნელობა აქვს რა ენაზე წერდნენ, რუსები არიან. ბოლო დროს ბევრი გავშიფრე ხვიჩას მაგინებელი, რუსეთუმეები და რუსულ დროშიანები რომ არიან. იციან ქართველებს საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ და ავრცელებენ თავიანთ სისულელეებს და აჯერებენ ამ საწყლებსა. ადრე მეგონა რაღაც ტელევიზიები ლანძღავენთქო მაგრამ თურმე ყველა ერთიანდება გამორჩეული ადამიანის შესაჭმელად. რუსეთუმე, ნაცი, ქოცი რა მნიშვნელობა აქვს. თუ ვინმეა გამანადგურებელი ჩემი საქართველო აქ არის.
რომ მოკვდება ვინმე მარტო მაშინ უყვართ და აფრქვევენ აფერისტულ ცრემლებს.
დავაკვირდი ძველ ლეგენდებს რატომ ადიდებს ეგ ხალხითქო, თურმე რატომ და გარდაცვლილია თითქმის ყველა და იმიტომ.
სიცოცხლეში იმდენი ეყოლებათ ნაგინები, მაგას როგორ დააცდენიებ ახლა.
სოც. ქსელი მაშინ არ იყო და სქრინსაც ვერ დაუდებ :დ
Thomas
13 სექტემბერი 2023 10:40
1
პათოსი გასაგებია,მაგრამ თქვენ თვითონ მოგწონთ კვარას თამაშები ბოლო 6 თვეში?
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 19:51
1
90 წუთი დაცვაში, 3 წუთი შეტევაში! დაცვაში ქეცბაიას დროსაც იდგა ნაკრები და აგებდა ერთი ბურთის სხვაობით! აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს! ნახევარზე მეტი მოთამაშე ნაკრებში ფსიქოლოგიურად მოუმზადებელია და საერთოდ ნაკრებს არ ყავს ნორმალური ფსიქოლოგი, მაგრამ მოიყვანეთ ვიღაც ინგლისელი ფულის საკეთებლად! ვერ ატარებს ნაკრები გამართულად ორივე ტაიმს და სანიოლის ხელწერა, თუ არის დაცვის შესწავლა არ ვიცი! დაცვით თამაშს 30 წელია სწავლობს ნაკრები!
მწვრთნელი
13 სექტემბერი 2023 10:31
0
შანსი არა ტოროლა. შანსია როცა უტევ და ბურთს აკონტროლებ 50 70 % მაინც , დამატებით დროში მოეშვა ნორვეგია და ეგ იყო რო გავარდა ყარაულის თოფივით. ლამაზი გოლი იყო, მაგრამ მასეთი მომენტი რომ გექნება 5 და 7 მერე იქნება ხელიდან გაშვებული მართლა. სულ არ მიხარია ასეთი შეფასება მაგრამ, რეალობა ესაა და
????
13 სექტემბერი 2023 10:30
0
აბურჯანია მოაშორეთ ზაპასშიც ნუ გიზით, კვირკველია კი კალაძის ქვისლი დაბერდა და მაჩვივითაა
სფფ კორუფციის ბუდე
13 სექტემბერი 2023 10:15
2
სუფთა ნახირი. უთავმოყვარო ფეხბურთელები და მწვრთნელები. უჯიგროდ უმოტივაციოდ თამაში. ამათ საერთოდ რა ესაქმებათ ევროპის ჩემპიონატზე. ამაზრზენები. ჟურნალისტებო ამოიღეთ ცოტა ხმა!
გიო-გოლი
13 სექტემბერი 2023 09:55
1
ყველა ჩვენმა მეტოქემ გაიგო რომ პრესინგისას ჩვენ არ შეგვიძლია თამაში, პასის მიცემა. აუტიდან ბურთის შემოტანა , შენარჩუნება , რით ვერ შეძლეს 1-2 სტანდარტული მოქმედების დაზეპირება თუ როგორ უნდა დააღწიო ამ უსუსურობას თავი ? საოცარია პირდაპირ !
ვახსიმონტო
13 სექტემბერი 2023 09:37
0
როცა საქართველოს, იტალიის და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, უფრო ზუსტად უნდა ურტყავდე კარისკენ. მარტო სირბილი, არ შველის საქმეს. საერთოდ, როგორც ვარჯიშობ, ისე თამაშობ
მორიელი
13 სექტემბერი 2023 09:34
0
საკუთარი ნახევრის ნახევარზე რომ ჩაიკეტები, ბუნებრივია მეტოქე სულ შეტევაში იქნება. უსუსტესი ტაქტიკა, უსუსტესი ფეხბურთელები(ამავე დროს მშიშრები). სამწუხაროდ მწვრთნელიდან დაწყილი თამაში ყველამ ჩააგდო. ხვიჩასგან აშკარად მეტია საჭირო-სმი-ოთხი მომენტიდან ერთი უნდა გამოიყენო.
mamuka09ze
13 სექტემბერი 2023 09:31
0
ფეხბურთელებს თავი დაანებეთ. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრეში დღეს, მაინც არაფერი გამოვა.რა ქნან ფწხბურთელებმა როცა მწვრთნელი ვერც შემადგენლობას აყენებს სწორად, ვერც ტაქტიკას განსაზღვრავს, საერთოდ აზრზე არაა რა გააკეთოს! დავიჯერო ვინმე ამას ვერ ხედავთ? მაღალი პრესინგის დაძლევას ვერ ვახერხებთო, რანაირად მოვახერხებთ თუ კომბინაციები არ დამუშავდა ამისათვის? და რომ ეს ელემენტარულიც არ აქვს გაკეთებული მწვრთნელს ვერ ხედავთ?
სანამ ფედერაციაში ეს უინტელექტო,უცოდინარი, უიდეო ხალხი იქნება, არაფერი გამოვა.სნიოლს არ გაუშვებენ და თუ გაუშვებენ ისევ ეგეთს მოიყვანენ ვინმეს.
ვუყუროთ აბა ამ არაფეისმაქნის ფედერაციას და ვლამძღოთ ფეხბურთელები და შორს წავალთ!

არტ
13 სექტემბერი 2023 09:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული