გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
აი ვინც ფეხბურთელებს აკრიტიკებთ სუსტი თამაშისათვის, აზრზე არ ხართ ფეხბურთის. ჩვენი კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს კორუფციის ბუდე ფედერაცია და ბნელი სისტემა , რომელიც უკვე მერამდენე წელია ამუხრუჭებს ქართულ ფეხვურთს. გავყაროთ ეს ერთი მუჭა ნაგავი ქართული ფეხბურთიდან რა , შეედეთ ხიზანას, იაშკას გაყინულ სახეებს , არ უნდა დიდი ფიქრი როგორ ხდება ნაკრების დაკომპლექტება, სანიოლი უბრალოდ ფუტლიარია, რომელსაც ხვალ მოისვრიან და ახალ ფუტლიარს შემოაგდებენ. ამასობაში დრო გადის და მერამდენეჯერ უნდა დაიმსხვრეს იმედები ამ უსინდისო და ამორალური ხალხით დაკომპლექტებული სისტემის გამო.
თორელი
13 სექტემბერი 2023 03:42
38
კომენტის დაწერას ვაპირებდი და ....აქ ყველაფერი ისეა ჩამოყალიბებული ძნელია რამე დაუმატო და სხვანაირად დაწერო, ზუსტადათ ქაჯეთის ციხეა დასანგრევი, თორემ ხომ ნახეთ რა გვითხრა სანიოლმა- ეს სამი მიჯნით წაგება პლეიოფში გამოგვადგებაოო.. და დარჩენილ თამაშებს თამაშებსაც მოსამზადებლად გამოვიყენებთოო...ხომ გეცნოდათ?? ტრადიციული ჩავარდნის გაპრავება... ე.ი. არაფერი შეიცვლება-ახალ ჯერზე იგივე წრეზე წავვედით, ვინ დაუშლით როო....ოღონდ ეს მაინტერესემს, ვინც ამათ ამართლებს და ათას სისულელებს წერს, მართლა ასე ფიქრობენ თუ ფულის და სხვა რამის გამო სთხზავენ ასეთ კომენტებს.
შულაია
13 სექტემბერი 2023 12:28
0
აზროვნებაში, რომ გიჭირს ყველას კი არ უნდა გააგებინო, რომ ტრაბახობ მსოფლიო შემოვლილი მაქვს და ყველგან კორუფცია და ნეპოტიზმიაო, მაგან , რომ დაღუპა და გააუბედურა ქართული ფეხბურთი მაგას ვჩივით, მერე ნაცების და პარტ აქტივის იქით, რომ არ მიდის შენი აზროვნება და ფაქტების დადებას ითხოვ, მაქედან ჩანს რა სოროდანაც ხარ გამომძვრალი და დროზე შეძვერი უკან. ნერვებ მოშლილ ხალხს კიდე კრისების კომენტარები გვაკლი
Odalas
13 სექტემბერი 2023 14:29
0
ყველა გამოხმაურება
უჭირს ამ ჩვენს ხალხს აზროვნებაში თუ რაარის არვიცი. ნაკრების წაგების მერე, როცა მთლიანად დაცვა ჩავარდება, მეკარე ორ თამაშში 9 გოლს გაუშვებს და შემტევამდე ბურთი ვერ მიაქვთ, გამოხტება პოსტებში ეს ხალხი და იიიი კვარაცხელიას რა ჭიირს? იიიი კვარაცხელია სადაა? ველ თამასოობს. დამთავრდა მაგის ფეხბურთიიო. ფუ მართლა.
ხალხო გასაგებია, რომ განათლების პრობლემა არის სკოლებში, არის ქვეყანაში სიღარიბე, არის გონებრივი შეზღუდულობა, ადამიანებს ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან და ნანახიდან აზრი მაგრამ მთლად ასეთი დეგრადაცია?
თამაშს უყურებდე და ვერ გებულობდე რა მოხდა?
მსგავსი არაფერი მინახავს.
უბრალოდ ავადმყოფურად ამოიკვიატეს ეგ ბიჭი, ჯერ ხო ერის გადამრჩენელი ეძახეს ყოველ გოლზე და ლოცვა-კურთხევები გაუმართეს, ახლა წაგების მერე რა სიბინძურესაც უნდათ იმას აკადრებენ. სამარცხვინოდ იქცევით. დადგება დრო აქ ჟრიამულს ატეხავთ და ყველას მაგრად დაგცინებთ.
ხოო მართლა ნეაპოლში უფასო პიცის ჭამა არ დაგავიწყდეთ და ნეაპოლელები რომ კვარას გამო მოგეფრებიან ისიც შეიფერეთ. ის მაინც არ ვიცოდე ზუსტად ის ხალხი რომ დაიძურწება ნეაპოლში, ვინც ხვიჩას ფეისბუქზე აგინებდა.
ასეთი სამარცხვინო როგორ უნდა იყო. მაიმუნზე დაბლა შეიძლება ადამიანი დაეშვესო მქონდა გაგონილი და ახლა მართლა დავიჯერე.
ლუზერებს
13 სექტემბერი 2023 03:24
26
ჯიგარი ხარ
ბმბ
13 სექტემბერი 2023 11:37
0
რა უბადრუკი ტროლიხარ..
ლუზერებს-ს
13 სექტემბერი 2023 10:59
1
ყველა გამოხმაურება
ჩაკვეზე რატო არაფერს წერთ? ტიპი ორივე თამასში გამოვიდა და რაც შეეძლო გააკეთა. ყოველ შემთხვევაში ამწვავებდა მაინც თამაშს. მე მართლა ვერ გავიგე, ჩაკვესნაირი ფეხბურთელი რატომ უნდა გეჯდეს სკამზე.
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 01:18
4
ეს გოლიც მისი წამოწყება იყო
ნიკა
13 სექტემბერი 2023 02:07
0
სამარცხვინო ფედერაცია მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად..... რა ევროპა გინდათ რა მსოფლიოზე გასვლა ხოარ გძმარავთ ნორვეგიას ვერ ართმევთ ბურთს პატარა ბავშვებივით გაპამპულავებენ თქვენ ბრაზილიას და საფრანგეთს დაუდგებით???? წადით მოფსით დაიძინეთ....
რონი
13 სექტემბერი 2023 00:48
4
ნორვეგია , რომელი ხეწამოსაკრავუ გუნდია ? პრობლემა ის არის , რომ შეუსრულებელ მიზანს დავისახავთ მერე ვბრაზდებით
საქართველოს შვილი
13 სექტემბერი 2023 00:54
23
გუნდს დაპრესინგება არ შეუძლია 2023 წელს, ბურთის ამოტანა არ შეუძლია 2023 წელს და სანიოლი და ხიზანა გყავს მწვრთნელებად, ფედერაციაზე საერთოდ ......... ამდენი ხალხი კი ვზივართ და ვნერვიულობთ, გვაქვს ეხლა ჩვენ თავში ტვინი?????
საბურთალო
13 სექტემბერი 2023 01:12
0
გუნდში გყავს იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.აიაქსში 20 მილიონად გადასული ფორვარდი.ბორდოს შემტევი ნახევარმცველი ავსტრიის გამორჩეული გუნდის შტურმის საუკეთესო ნახევარმცველი.ვალენსიას მეკარე დონეცკის შახტარის ძირითადის 2 გარემარბი მცველი.სკამზე გიზის უოტფორდის და ტორინოს ფეხბურთელები ნუ ეგ ცალკე საკითხია ძირითადში რატომ არ დააყენა მაგრამ მაინც….ლევანტეს ნახევარმცველი და ნუ აღარ გავაგრძელებ…და რა მინდა ვთქვა!ასეთი გუნდი 2-0 აგებს და ბურთი ვერ ამოაქ მთელი 90 წუთი თამაშობს ისევ მეორე ნომრად ეს რას ნიშნავს ხალხნო ვინმემ ამიხსენით გემუდარებით?მარტო ქართველებს რატომ გვჭირს ყველაფერი სასწაული???ისლანდია რომ გავიდა ევროზე და თან დაბრდღვნა ყველა ისე მათ ყავდათ ასეთ გუნდებში ფეხბურთელები!???ან ალბანეთს ევროზე რომ გავიდნენ??და ეხლა გადიან ისევ’!ნუღარ იძახებ შე კარგო ადამიანო კვირკველიას მრჩეველი არ გყავს!!????დააყენე რა დაცვის ცენტრში კალანდაძე ლოჩოშვილი და ლომინაძე ან ივა გელაშვილი შეუბრენონ ახალგაზრდებმა უარესს რას იზამენ რო????კვვირკველიაზე უარესს იზამენ რამეს?ახალი თაობაა პასის გაკეთების კულტირა მიანც აქვთ და ჟილკა!მოედნის ცენტრი არ გვაქ!გვჭირდება 3 კარგი ნაცევარმცველი ბურთის დაჭერა და ამოტანა რომ შეუძლიათ!
შახრუდინი
13 სექტემბერი 2023 02:50
3
იდეალური შეფასება!
NAPOLI !
13 სექტემბერი 2023 09:36
0
კალანდაძე რა დაბალი დონეცაა კი გამოჩნდა აგერ.
გენა
13 სექტემბერი 2023 08:36
2
ყველა გამოხმაურება
მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია! სხვანაირად არაფერი გამოსწორდება, ეს მოყვარული მწვრთნელიც ამ კორუფციის ნაწილია, დარწმუნებული ვარ ხიზანას ამზადებენ სამწვრთნელოდ. ძლივს კარგი თაობა გვყავს ნაკრებში, დრო ისე გავა და ისე დაბერდებიან ვერც გავიგებთ, ჟურნალისტებო ამოიღეთ ხმა და აიყოლიეთ ხალხი
რუსთავი
13 სექტემბერი 2023 00:50
5
აქ ვიღაც კობიაშვილის ნათესავი ან ახლობელი სვავს დისლაიქს, როცა მის კრიტიკას და ზიზღს კითხულობს. ეტყობა ზუსტად 1ან 2 დისლაქი სულ უწერია კობიაშვილზე ვინც ცუდს იტყვის. ჰოდა მას მინდა მივმართო გადასცეს მაინც ხალხის აზრი, რადგან ლევანა არ კითხულობს. წინა თამაშზე 321 კომენტარი გაკეთდა და აქედან 300 კობიაშვილის და ხიზანას კრიტიკა იყო. თამაშზე არაფერს ვიტყვი, სამარცხვინო გუნდია.
დავით 67
13 სექტემბერი 2023 03:15
12
ძლივს ვიკავებ თავს, რომ ცენზურა დავიცვა. მწვრთნელი (ხიზანიშვილი) სანამ არ მოშორდება, არ მიხვიდეთ სტადიონზე ხალხო! ყველანი ვხედავთ, როგორ თავიანთ თავზე აქვთ მორგებული ბიზნესი, ხმას არ ვიღებთ.
Რაგბის ფანი
13 სექტემბერი 2023 00:56
6
ამ თამაშზე რომ ვინმე ხვიჩას გააკრიტიკებს ის ფეხბურთის აზრზე არაა და არც უნდა ანახო თვალით ფეხბურთი. შემტევამდე ბურთი ვერ მიაქვს გუნდს და შემტევს დაცვაში უწევს თამაში. გული მერევა იმ სიტუაციაზე რაც შეიქმნა. რათქმაუნდა ყველაზე მეტად ხვიჩაზე ტყდება ჯოხი და ყველაზე დიდი წნეხი მას აწვება. ამ ნაკრებში მესი რომ დააყენო ხვიჩას მაგივრად ისიც ვერაფერს იზამს. არ იყო ეს ქვეყანა ღირსი ჯერ მისნაირი ტალანტის, ერთი 20 წლის მერე კიდე ხო მაგრამ ახლა არიყო.
იმედია ამათ არ გაანადგურებინებს თავს. რამდენჯერმე გადაურჩა ამ ველურ ბრბოს და აღმოაჩნდა ამის ძალა. იმედია ახლაც აღმოაჩნდება.
მისი ტალანტი თუ ჩაქრება არც იქნება ეს ქვეყანა ღირსი კიდე ასი წელი ეღირსოს მსგავსი. ვიცი ძალიან ბევრს გინდათ მისი ჩაქრობა მაგრამ როგორც სხვა დროს გივარდებოდათ კოვზი ნაცარში იმედია ახლაც ისე იქნება და ვერ გაანადგურებთ და ვერ გატეხავთ რაც არუნდა ცუდი უსურვოთ და უწეროთ...
???
13 სექტემბერი 2023 03:03
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული