ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
კიარ გიტევდნენ ვერ გიტევდნენ. კვარას მოტივაცია აღარააქვს, რომ თავი გამოიჩინოს,ბოლო წლებია ეს ხომ ერთი კაცის ნაკრებია, ჯერ ჩაკვეტაძემ გაიფაფხურა მერე კვარაცხელიამ და როდესაც ხალხმა ტაში დაუკრა ჩვენი ფეხბურთიც იქ დამთავრდა
zmo
14 სექტემბერი 2023 08:13
0
შენ ჯერ აზრზე არა ხარ, გაკვირვება აწი ნახე. ჩვენ გასახდელში უფრო მაგრები ვართ,
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2023 22:11
2
რას არ მოვსწრებივართ ცოტა სტაჟიანი (90 იანების) გულშემატკივრები მითუმეტეს მაგრამ ესეთი არაფერი მსმენია არასდროს მსოფლიო ფეხბურთშიც კი....
Lobotka
14 სექტემბერი 2023 20:25
0
ეგ ჩვენც არ ვიცით წლებია)))
ვალერი
14 სექტემბერი 2023 13:20
0
სანიოლის კითხეთ…. იქნებ გიპასუხოს
იზა-971
14 სექტემბერი 2023 23:12
0
სამაგიეროდ სანიოლმა იცის ზედმიწევნით კარგად:)
დათო
14 სექტემბერი 2023 15:36
0
ცხადაძემ რამდენიმე წლის წინ სულ რაღაც თვენახევარში თუ ორ თვეში წარმოუდგენლად გააძლიერა ნაკრები. სასწრაფოდ დაგვიბრუნეთ, სანამ გაჭირვებით,მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავს ჩვენი გუნდი, თორემ ერთა ლიგაზეც არავითარი შანსი არ გვექნება.
ზურა
15 სექტემბერი 2023 12:25
3
კი ბიჭო გაგიხსნით კარტებს,როცა ორ ბურთს შეაგდებ საკუთარ კარში დაინიშნები მერად
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 10:47
1
Კიდევ ვაზელინი უნდა ბევრი ვაზელინი და ზებრას როლის კარგად თამაში
სვანსკის
14 სექტემბერი 2023 15:41
0
ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, მარა თქვენც კაი ტაშტი ხართ.
რრრ
13 სექტემბერი 2023 21:03
10
პენალი მოეცათ და მერე ებლატავა.
მწარე
13 სექტემბერი 2023 15:56
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული