ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
შეტევას ერთი ადგილის განძრევა უნდა და ცოტა გვეზარება რა. ჩვენ ისევ ერთა ლიგას მივაწვებით და თქვენ მიხედეთ ამ ევროპის შესარჩევს ))
ზურიკო
13 სექტემბერი 2023 23:39
1
ეჰ , ჩემო სოლბაკენ , მაგის გაგებას ასე ადვილად აპირებ ? ჩვენ , ყველა გულშემატკივარი , წლებია თავს ვიმტვრევთ მაგის გაგებაზე და ვერ გაგვიგია . თუ კაცი ხარ , მაინც პროფესიონალი ხარ და თუ რამეს გაიგებ გვითხარი , გაფიცებ დედმამიშვილებს . ))
zaza
13 სექტემბერი 2023 17:11
0
იმიტომ რომ ომი არ გვინდა,ჩევნთან ყვგან და ყველაფერში იგრძნობა ქოცური სული
x
14 სექტემბერი 2023 11:00
11
ვეთანხმები სოლბაკენს,რატომ არ გვქონდა შეტევის მცდელობა?!!!
MARGALONA
13 სექტემბერი 2023 15:59
1
Როგორ უნდა შეუტიონ ვისაც მაგის თავი აქვს თმის სწორების და სეირნობის მეტს არაფერს აკეთებს. Ვინაც უნდა იბრძოლოს და კაცი მოატყუოს ნაკრებში არ იძახებენ არაბიძე მყავს მხედველობაში .აუჩემებიათ ხასიათი ხასიათიო .რომ უყურებს არაბა რომ არ თამაშობს გუნდი აგინებს მერე და ეგაა მანდ საქმე ისე გინების ღირსი კი არაიან.ასე უჯიგროდ ასე უსისხლოდ წაგებული მენტალობით გამოდიოდე თამაშზე არ ვიცი..გამოიძახეთ გადრანი ლოჩოშვილი გველესიანი არაბა და ნახეთ რა ჯიგარს ჩადებენ თამაშში.მოაცილეთ ეგ სტატისტიკისთვის გამოძახებული ფეხბურთელები.დაგვცინიან ხო ხედავთ .მოწინააღმდეგის მწვრთნელი რომ იტყვის ვერ გავიგე რატომ არ მიტევდნენო მინიმუმ უხერხულია დანარჩენი წავა ისევ იმ წრეზე ეს ფედერაციის მაზავშიკები ამ თაობასაც დაღუპავენ..
თემო
13 სექტემბერი 2023 17:47
2
Რა წერია აქ ტყუილი რომ ილანძღები შე ლ.გ.ბ.ტ თემის წარმომადგენწლო მეტი რაღა უნდა მიეტანათ 4 ი 100 იანი მომენტი ქონდა..კრიტიკა თუ არ გესმის ....მიხედე შენს მყრალ პირს..
ზაზას
14 სექტემბერი 2023 20:16
0
გველივით გესლს რომ ანთხევთ მიტომ ვართ ასეთ დღეში,ფეხბურთშიც და საერთოდ.რა გინდა ხვიჩასგან,ბურთი მიიტანეს მასთან? ბურთის გარეშე კი სასწაულმოქმედი არაა რომ ფოკუსები ჩაიტაროთ. აწიეთ ეგ უკანალი, გააკეთეთ რამე უკეთესი და მერე ვილაპარაკოთ!!!
ზაზა
14 სექტემბერი 2023 10:51
1
ამის კომენტარზე ფეოლა გამახსენდა : "დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას, გოლს სხვებიც გაიტანენ", მოწინააღმდეგე -- "ვაბროტესტებ! საქართველოს მწვრთნელი თამაშში უხეშად ერევა და მითითებებს აძლევს მოყამაშეებს", ფეოლა--- " ვაი შენს პატრონს...., ეცი ამისთანას პატივი...." , რა ვერ მიხვდი ბიძიკო ? ესპანელებს ჰაერივით ჭირდებოდათ ქულები და კი გავატანინეთ 7 გოლი, ახლა თქვენ ხართ გაჭირვებულები და ქე გაჩუქეთ 3 ქულა, ისე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს რო არ ეთქვა ძალით წააგესო ბოლო 3 წუთში კი შეგიტიეთ მოსაჩვენებლად და ახლა თუ ბაქიბუქს დაიწყებთ ჯერ ესპანეთს გადავუვლით მადრიდში სტუმრად და თქვენ თუ მოხვდით ევროპაში ჩვენ ჯგუფში ჩაგაბეტონებთ ბოლო ადგილზე, მაშაა!!!!
ბიჯოს!!!
13 სექტემბერი 2023 17:14
0
ვაიმეე, გავიგუდეეე! რა მაცინებს, მაგრამ მაინც!!!
ერთი-ერთში
13 სექტემბერი 2023 21:59
0
ისევ გველის არაფლის მომცემი თამაშები.
ნიანია ბაკურიანი
13 სექტემბერი 2023 19:32
0
მაგას რა მიხვედრა უნდა? ნიჩიაზე თამაშობდენ. თუ კონტრზე დაგიჭერდენ ხომ კარგი, თუ არა ფრე ყველანაირად მისარები ანგარიში იყო. ჩემი ღრმა რწმენით კი მაინც არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა. ამ დროს ბურთის დამჭერი ფეხბურთელი ჰაერივით გვჭირდებოდა, ჩაკვეტაძე კი სკამზე იჯდა.
ჟორა გაბრიჭიძე
13 სექტემბერი 2023 15:59
2
დაიწყე მუშაობა ჩვენს ფედერაციაში და მიხვდები
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 13:50
0
ვერ გავიგე, წაგებაზე ვთამაშობთ და ფეხბურთელები თანახმანი არიან? რა გამოდის, ამდენი ხალხი სტადიონზე სულელებად ჩათვალეს? არ მჯერა, ამას ვინ იკადრებს? ნწუ, ნწუ...
@@@@@@@@@
13 სექტემბერი 2023 16:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული