"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
ამას ესმის თუარა ფეხბურთი საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარს ამბობს მართალს და ვეთანხმები სრულიად ფედერაცია და მწვრთნელი სასწრაფოდ მოსაშორებელია. ფეხბურთის ცოდნა კიდევ მწვრთნელს მოვთხოვოთ თუ მაინცდამაინც...
რუსთავი
13 სექტემბერი 2023 19:33
2
გამარჯვების ფორმულა: მთავარია გაიტანეთ გოლები!
(პარალელურად გაიტანეთ სანიოლი და კობიაშვილი).
გურამი
13 სექტემბერი 2023 18:36
6
აი რა ქაოსიც შექმნეს ქვეყანაში, იგივე ხდება ყველა სტეუქტურაში და ყველა სფეროში. თუ ვინმეს არ მოგეწონებათ ნათქვამი ცოტა დაფიქრდით და კარგად გაანალიზეთ, თევზი თავიდან ყარს. ფედერაციაში არიან მმართველობის არ მცოდნე და უფანტაზიო ხალხი და რაც მთავარია გაუბედავი და აბსოლუტურად ინიციატივის არ მქონე პირები. ვერანაირ მხარდაჭერას ვერ ახერხებენ ნაკრების და თუნდაც ცალკეული ფეხბურთელების. არ აქვთ უნარი და ხედვა როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებებს. აი ამ ნიჭიერი ბიჭებით რომ ვერაფერს იზამ დანაშაულია და მეტი არაფერი. ყველაზე უფრო დაბალი დონის თამაშს ვაჩვენებთ, და გაზაფხულზე რა ვქნათ? ამ ტაქტიკით და ასეთი ხარისხის თამაშით უნდა დავუხვდეთ ყაზახეთს? ეს შანსიც გავანიავოთ? და ეს არის ქვეყნის სიყვარული? და რატომ ხდება, რომ სხვებს გამოსდით და ჩვენ არა? ციდი ხალხი ხართ ფედერაციაში, რამდენადაც როგორც ფეხბურთელებს პატივს გცემდით იმდენად ამზრზენები ხართ მაგ თანამდებობებზე.
Patrioti
14 სექტემბერი 2023 00:54
4
პატრიოტო, თქმულზე გატყობ კარგი კაცი ხარ, მაგრამ მაპატიე და ტენდენციას ხარ აყოლილი. შოთას და ქეცბას გარდა, ერთი დამისახელე: როგორც ფეხბურთელი რომელი იყო პატივისცემის ღირსი, ვინც ათწლეულების მანძილზე გვამწარებდა. ყაველაშვილი? გატუზოს ძმაკაცი? ან კიდევ უფრო ძველი თაობა, რომელსაც პირში წყალი აქვს დაგუბებული და მოკლეზე თუ წაიკნავლებს ხანდახან, ისეთ სისულელეს ამოუშვებს, ბალახი წითლდება და სირცხვილისგან იწვის მოედანზე. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
14 სექტემბერი 2023 12:22
2
კობის პერიოდში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო დონეზე ვერც ერთი პრინციპული და გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო. ოლიმპიადის საგზურიც კი დაიკარგა, ორი მწვრთნელი ჩამოიყვანა და ... შედეგი სახეზეა. ახ გამახსენდა ყველაფერში ფიფიაა დამნაშავე, სწორედ ფიფია მან მოკლა ქართული ფეხბურთი. რა შუაშია კობი, აცალეთ კაცს მუშაობა, აცალეთ.
ნიკა
13 სექტემბერი 2023 18:15
4
გგონიათ კობიაშვილი მართავს ფედერაციას ? იქ ყველაფერ მუჯირი და მისი ხალხი წყვიტავს .
კახაბერი
13 სექტემბერი 2023 19:11
3
100 % ვეთანხმები მეტრეველს!
სანიოლი გასაშვებია სასწრაფოდ და საევრთნელო შტაბიც, შემცვლელი ომარ თეთრაძე, ქეცბაია ან ბალკანელი ან ბრიტანელი წვრთნელი მოიყვანონ.
კობიაშვილი ჯობია შემდეგ ეტაპზე ფედერაციის არჩევნებზე აღარ მიიღოს მონაწილეობა:
ეგონა კარგს აკეთებდა ძმაკაცებს დავიყენებ გვერდითო და პირიქით უარესად დაღუპეს კაცი.
100%
13 სექტემბერი 2023 15:50
9
ქერცბაია არა , ივო შუშაკი მოიყვანონ კიდევ . თავს იბრმავებთ თუ რა გჭირთ ? კვიპროსის ნაკრების თამაში მოგწონთ თუ ქეცბაიას 11 კარში ჩამჯდარი ნაკრების ფეხბურთელი მოგწონდათ როცა აქ იყო ?
Tedo
13 სექტემბერი 2023 16:59
0
100%-ით თუ პოსტავს, მე სახელს შევიცვლი, თორემ რაღაცეებში არ გეთანხმები.
100%
14 სექტემბერი 2023 10:23
0
ვეთანხმები 100%
max
13 სექტემბერი 2023 22:03
3
თევზი თავიდან მყრალდება, ფედარაციაა გასაუქმებელი საერთოდ და ეს ფული მილიონები, ბავშთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ ახალ კვარაცხელიებს.
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 18:57
4
მართალია რაც დაწერა !! 100%
beqa
13 სექტემბერი 2023 15:27
7
დემჩენკო კარგი იქნებოდა ნაკრებში, დილას კარგ ფეხბურთს ათამაშებდა, ასევე იცნობს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ახლოს არის ქართულ ფეხბურთთან
Anti
13 სექტემბერი 2023 19:07
4
ომარი თეთრაძემ უფრო კარგად აათამაშა გუნდი. დემჩენკო თავის ქვეყანაში
ზურაბ
13 სექტემბერი 2023 19:26
14
სანიოლი მოაშორეთ ნაკრებს
ლექხო
13 სექტემბერი 2023 18:36
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული