"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
თევზი თავიდან ყროლდება, გარჩევას კი ბოლოდან იწყებენ. კობიაშვილი თავი არ არის. ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, გამოიძიებდა არა მარტო კობიაშვილის ფედერაციის საქმეს, არამედ წინა ხელმძღვანელების საქმიანობასაც. მათ შორის არველაძეების, ასე რომ აპიარებთ სპორტული გამოცემები თუ გადაცემები
ზურაბ
13 სექტემბერი 2023 19:23
4
გასაშვები? მერედა ვინ მოერევა მაფიას, ჟურნალისტების გუნდი?
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2023 18:54
4
გადახედეთ კომენტარებს, ღვარძლი, შეურაცყოფა, ნიშნის მოგება, არავითარი ანალიზი. რატომ უნდა გვეშველოს?
ამო
13 სექტემბერი 2023 18:47
6
მერაბ, სანიოლის არ იყოს შენც არ გივარგა ხარისხი, მაგრამ მაინც ჟურნალისტობ და ექსპერტობ...
მახვილი თვალი
13 სექტემბერი 2023 16:04
39
მაგდენი ფილოსოფია რა საჭიროა 1-7 თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა
ერნესტო
14 სექტემბერი 2023 11:31
0
სწორი პათოსია,
გასაგებია რომ ყველა ფედერაციას საარჩევნო ხმებისთვის ებღაუჭება მთავრობა და თავისი ხალხი ჭირდება...:), მაგრამ 8 წელი რომ ფედერაციას მართავ,ხელფეხი გახსნილი გაქვს ყველანაირად და შედეგი ნული გაქვს უნდა წახვიდე, მითუფრო ათწლეულით გერმანიაში ნაცხოვრები ხალხი. -ესე იცის უალტერნატივო არჩევნებმა.. ოდესმე ჯანსაღი კონკურენცია იარსებებს საქართველოში?...
rable
13 სექტემბერი 2023 17:58
1
ფედერაცია დამნაშავე, აბა ვინ არის? თითქმის მილიარდი დაიხარჯა და სად გვაქ პროგრესი? კლუბებს აქვთ? ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ? ეროვნულში ერთხელ ჩაკვე გამოჩნდა გაგვიყვანა ჯგუფიდან, მეორედ კი კვარა, ეგ ფედერაცის და მწვრთნელების დამსახურება არ იყო, იჭმევა დიდი ფული, არ კეთდება დიდ ქალაქებში აკადემიები, ბავშვებს არ ავარჯიშებენ ისე როგორც ევროპაში და როგორ ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთი? კიდევ ყოჩაღ ნაკრებს, რო ყველასთან არ აგებს, რამოდენიმე ფეხბურთელის წყალობით.
გოგა
15 სექტემბერი 2023 10:52
1
მართალია, აქამდეც გასაშვები იყო ორივე. აქაც როგორც ყველა სფეროში, სრული ქაოსია. ესეც გაივლის! მოვა დრო და მიხვდება ხალხი, თუ სად რა შეეშალა. სანამ არ ვისწავლით რომ ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, იქამდე ეს ქვეყანა სულ ქაოსში იქნება. არა ვართ ჩვენ განვითარებული ერი; უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ ყველაზე მაგრები და ამბიცია გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია. ჩვენში ზარმაცები და უნიჭოები ხვდებიან უფრო ხშირად "ზევით" და აბა პროგრესულს რას მოველით?! მოვა დრო და ჩვენი შთამომავლობა გაიცინებს(?) ეპოქის ამ ნაწილზე. სწორედ ამას ჰქვია უძრაობის ხანა! ცუდი კი ისაა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავთ და ბევრ ნიჭიერ ადამიანს (სანამ შეუძლიათ) არ ვაძლევთ გასაქანს. არადა ეს მთელს ერს წაადგებოდა!
სიმართლე
14 სექტემბერი 2023 22:11
3
რამდენიმე წუთი იმიტომ უტევენ რომ უბურთოდ სირბილი არ აქვთ ნასწავლი და მალე იღლებიან... ფეხბურთელი 88 წუთი დარბის უბურთოდ, რაც ესპანელებმა კარგად გვაჩვენეს და მხოლოდ 2 წუთი ეხება ბურთს.

ასწავლეთ ქართველ ფეხბურთელებს უბურთოდ სირბილი და თამაშის ხარისხი მაშინვე გაუმჯობესდება.

თუ ადგილობრივი მწვრთნელები არ მოგწონთ უცხოელი ჩამოიყვანეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ: ზრდასრული ფეხბურთელისათვის სირბილის ტექნიკის შეცვლა არ შეიძლება! ასწავლეთ მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა "სიტიში" იყენებს და სირბილის უკვე 2 ტექნიკით აღჭურვილები 90 წუთის მაღალ ტემპში თამაშს შეძლებენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
14 სექტემბერი 2023 12:48
2
გუჯა კახაძე - მენტალური მომზადების ცენტრო
127 წელიწადი რომ წერო შენი კომენტარები, შენთან მაიცნ არავინ მოდის და არც მოვა, იმიტომ რომ თვითონ არ ხარ მენტალურად მზად რომ გუნდურად და სისტემურად იმუშაო ხალხთან. ასეა ძმაო ეგა და უნდა გაიგო ადრე თუ გვიან.
გივი
14 სექტემბერი 2023 17:19
0
რა ტექნიკაა, როგორ ხდება ეგ?
ლაშა
14 სექტემბერი 2023 15:47
1
ამას ფეხბურთი ისე ესმის როგორც ჟურნალისტიკა
ყველა პროფესორია
13 სექტემბერი 2023 19:07
41

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული