"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
ღვთისავარ ანთაძეს.კარგი რა ღვთისავარ,შენც?ყოველთვის ინტერესით ვეცნობი,შენ სტატიებს და ვხედავ,რომ ძალან სწრაფი ტემპით ყალიბდები კარგ სპორტულ ჟურნალისტად(უკვე ხარ!),კარგ ანალიზსაც აკეთებ და ვენდობი კიდეც,შენს ნააზრევს,მაგრამ რატომ გვატენი,შენ და მთელი ეს საიტი,მერაბ მეტრეველის ფეისბუკ პოსტებს?რაც უნდა ის დაწეროს,თავის გვერდზე,ვინ უშლის,მაგრამ თქვენ ამას,როგორც სპეციალისტის ნააზრევს,ისე გვაწვდით,არადა ფეხბურთისა,დიდად არც აზრზეა და არც ობიექტურია,რაც საიტს მოეთხოვება.თქვენმა საიტმა,უკვე ძალიან ბევრჯერ დადეთ მისი პოსტები,სტატიის სახით და ჩვეულებრივ,საკმაოდ არაკომპეტენტურებია.იმ პოსტებსაც მეტწილად უარყოფითი შეფასებები აქვს ხოლმე და მაინც თქვენსას აგრძელებთ. იტალიაში ფედელე აიკვიატეთ,აქ მეტრეველი,რუსეთიდან ანზორ კავაზაშვილით გვიშლით ნერვებს და საკმარისი არ არის?აქ,ამ სტატიის ავკარგიანობაზეც არ არის საუბარი.ჩვენც დაახლოებით ასე ვფიქრობთ,მაგრამ თუ ვიღაცის ნააზრევს გვთავაზობთ,ისეთი მაინც ნახეთ,რომ ფეხბურთი იცოდეს.უამრავი მაღალი კლასის ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს,მწვრთნელებიც და როგორ გგონიათ,ჩემი,სხვა ვინმე,აქ პოსტების დამდების,ან მერაბ მეტრეველის აზრი უფრო კომპეტენტური და საინტერესო იქნება,მათ შეფასებაზე?
სოსო
13 სექტემბერი 2023 20:30
17
მწვრთნელი კრიტიკას ვერ უძლებს ატყობს რო საყრდენი ზონა კატასტროფა გვყავს და იქ მაინც არაფერს ცვლის ასევე ეს ეხება მობერებულ ცენტრალურ დაცვის ხაზზსაც. მწვრთნელი რომ უფრო მაღალი კლასის გვყავდეს ის სქემას აუცილებლად შეცვლიდა და 3-4-2-1 ფორმაციით გავიდოდა მოედანზე. მეკარე; მამარდაშვილი- ცენტრ: მცვ: საზონოვი, გელაშვილი, ლოჩოშვილი- ამ მცველების წინ 2 მუშა საყრდ: მარადაშვილი, მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი; ამათ წინ 2 პლეიმეიქერი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, გარემარბებად, კვარაცხელია, დავითაშვილი, და ფორვარდათ მიქაუტაძე ან ზივზივაძე. გოჩოლეიშვილი და აზაროვი გადავლენ როტაციაში. ისენი დაცვაში აიკლეს ამ ორივე თამაშში და წინაც არაფერი ღირებული უქნიათ და ამიტომ მათი შეკვეცით კრიტიკული წერტილი საყრდენი ზონა გაძლიერდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, ისენი კი უფრო შემტევი ტიპის მცველები არიან და შეცვლიან გარემარბებს დავითაშვილს გოჩოლეიშვილი ხოლო მეორე ტაიმში კვარა შეიწევა ცენტრში ჩაკვეტაძის/კიტეიშვილის მაგივრად და მის ადგილს აზაროვი დაიკავებს. მე ამ ყველა პრობლემების გათვალისწინებით ეს სქემა მგონია ჩვენი ნაკრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო მოდელად როცა შენ ცენტრს ასე იოლად ვერ გაივლიან 2 საყრდენის პირობებში და ის 2 პლეიმეიქერი უფრო მეტ ფანტაზიას შეძენს შეტევებს და უფრო მეტად მივა ბურთი ასეთ შემთხვევაში კვარა, ზურიკო, მიქაუტაძის ტრიომდე ვიდრე ეს ამ ზარალ ტაქტიკაში 3 ცენტრალური ნახევარმცველის პირობებში ხერხდებოდა.
Charley
13 სექტემბერი 2023 18:15
2
როგორც ვირმა არ იცის ხურმა რა ხილია, ისე ამ პატივცემულმა მეტრეველმა არ იცის ფეხბურთი რა ხილია
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:05
48
ამ გაქანებულმა ნაცმა "ქვეტექსტებით", თუ არ უკბინა ოცნებას, ხო გაგიჟდა? გაბოროტებულ გნაცებს ხმაც არა გაქვთ ამოსაღები, სანაიასი არ იყოს.
კუმ ფეხი გამოყოო...
13 სექტემბერი 2023 15:27
30
რა შუაშია ნაცი - რას მიაღწია ნაკრბმა სანიოლის ხელმძღვანელობით ? თუ რამეს თამაშობენ , თამაშობენ ბიჭები და არა მწვრთნელი / საცოდაობა იქნება ამ თაობის ისევე დაკარგვა , როგორც ქინქლაძის თაობა დაიკარგა /
კახაბერი
13 სექტემბერი 2023 19:17
2
დავუშვათ გავუშვით კობიაშვილი, ამით კვირკველია რამოსის დონეზე ავა? ან აბურჯანია კაზემიროსავით გაუვალი გახდება, ან მამარდა უცებ ისწავლის ფეხით ბურთის ამოტანას? ვერ ხვდებით რომ ჩვენი ფეხბურთელების დონე არის საშუალოზე დაბალი და ეს არის მიზეზი წარუმატებლობის
მამუკა
15 სექტემბერი 2023 03:59
11
ჩვენი ფეხბურთელების დონე რაც არის, იმ დონეზეც რომ ვერ ვთამაშობთ, ეგ არის პრობლემა. გუნდი მე-20 საუკუნეშია ჩარჩენილი და თანამედროვე ფეხბურთისგან ძალიან შორსაა.
ჩვენზე სუსტი შემადგენლობის გუნდები თამაშობენ თანამედროვე ფეხბურთს და ჩვენ რომ ეს ვერ ან არ გამოგვდის, სწორედაც რომ ფედერაციის და მწვრთნელის ბრალია.
dd
15 სექტემბერი 2023 09:32
1
პ.ს. და კიდევ, კვირკველიაზე და აბურჯანიაზე უკეთესი ფეხბურთელები რომ გვყავს და მაგათ არ ათამაშებენ ზუსტად ეგ არის ფედერაციის და მწვრთნელის ბრალი.
dd
15 სექტემბერი 2023 09:34
1
მერაბ მეტრეველმა თავისი ჟურნალისტურ კარიერაში პირველად თქვა სიმართლე. 100 % ვეთანხმები
დააT
14 სექტემბერი 2023 20:27
5
გასაშვები მერაბ მეტრეველია... ბოღმის ბუდე!!!
tngh
14 სექტემბერი 2023 19:45
14
არაფერი შეიცვლება
სანამ ქვეყანაში არის ხახლი, რომელიც პოლიტიკაში (მართველობაში) მოსვლას ცდილობს არა ხალხის და ქვეყნის სამსახურისთვის არამედ ქონების დასაგროვებლად მანამდე ამ ქაქში ვიქნებით.
ერთადერთი სანსი. საქართველო გახდეს ევროპა.
სადაც დანაშაული დასჯადია.
არჩევნების გაყალბება დასჯადია.
ბიუჯეტის ფლანგვა დასჯადია.
წერა კითხვის არმცოდნის დეპუტატად არჩევა სირცხვილია.
შტანგისტი და ფუტბალისტი პარლამენტში სირცხვილია.
მერიაში პლანაქეშის ძმაკაცის თანამდებობაზე დანიშვნა სირცხვილია
las
14 სექტემბერი 2023 10:21
3
მერაბია! პოლიტიკაში და ფეხბურთში ორივეში მაგრად ერკვევი
მოგელა
14 სექტემბერი 2023 03:52
27
პაატა ბურჭულაძე ტრენერათ, მერაბ მეტრეველი მასაჟისტათ და გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე
გიორგი
13 სექტემბერი 2023 21:18
51

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული