"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
სწორედ კობიაშვილის მეცადინეობით ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელებში მერაბა რო იცოდე. ბევრი სტადიონი და ბაზა გაკეთდა ამ ფედერაციის დროს წინა ფედერაციები კი გრევით იყვნენ დაინტერესებული.კობიაშვილი კი ფეხბურთს აღარ თამაშობს რო იცოდე მერაბა და სტადიონზე ვეღარ გავა.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 20:37
54
Ქომაგი კი არა ფედერაციის თანამშრომელი ხარ..ეგ სტადიონების ფული უეფამ მოგვცა და იმაზე მეტი ვიდრე დაიხარჯა .გიმეორებ იმაზე მეტი..ეგრე სუპერთასიც ჩატარდა ნუ გაბიწყდება და მერე?გაინძერით ბიძია მაგ პედერაციაში ამდენი ლგბტ საიდან შეიყარეთ
Ქომაგს
13 სექტემბერი 2023 21:47
6
არანაირი პოლიტიკა! უბრალოდ დავწერ, რომ ის შემადგებლობა, ის გუნდები, რომლებშიც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ, გაცილებით მეტს იმსახურებს... აი ამიტომაც სჭირდება ნაკრებს, გაცილებით კვალიფიციური მწვრთნელი... ერთა ლიგიდან გასვლა, ნამდვილად არ არის პანაცეა და განსაკუთრებული მიღწევა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალში!
ვახო...
13 სექტემბერი 2023 17:52
0
ძალიდან გამომდინარეობს სისწრაფე ბატონო მერაბ, რაც არასოდეს არ გვქონია. ძალა რომ არ გვაქვს საკუთარ თავზე არმუშაობის ბრალია. დილეტანტი მწვრთნელები და ფეხბურთელები რომ გვყავს ამიტომაა ეს ასე და ამგვარად. ნათელი მაგალითია ანანიძე!
გადახედეთ წამყვანი უცხოური კლუბების ფეხბურთელებს: რონალდო, ზლატანი, რამოსი, მესი, ნეიმარი, რომელსაც სწორედ რომ ზრდისას არასაკმარისი კუნთოვანი ძალის პრობლემები ჰქონდა ადრეულ წლებში, მბაპე. ამათგან ყველა უთმობს დროს სატრენაჟორო დარბაზს. არ არსებობს სხვა გზა... უბურთოდ სირბილი, შემდეგ ბურთით კვადრატის და სხვ. ვარჯიშების ჩატარებას უნდა მოსდევდეს სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფს ძალისმიერი ორთაბრძოლებისას წარმატებას. კოპრუსით ადვილად ვეღარ გვაჯობებენ. ძალის განვითარება საფუძველია სისწრაფის მომატების! და ჩვენები რას აკეთებენ? იმას, რაც ჰგონიათ რომ იციან... მატაობა-დრიბლინგი, რომელსაც დიდი სიჩქარე სჭირდება. კვარა თავიდან როცა ფორმაში იყო (და მასთან მიმიართებით თქვეს იტალიაში, ძალის მომატების შესახებ ისევე, როგორც კვერნაძის შესახებ) ძალისმიერ ორთაბრძოლებს იგებდა, გავიხსენოთ ლივერპულის კარში მისი ასისტი სიმეონეს მისამართით. ეხლა ხდება იგივე? – არა. ძალიან მარტივია. რაც უფრო სისტემატურად, დოზირებულ ფარგლებში, იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში (ზოგიერთი იქიდან არ უნდა გამოუშვა!), მით უფრო დიდხანს და სტაბილურად ითამაშებენ ფეხბურთს და მით უფრო ტრავმისკენ მიდრეკილები არ იქნებიან! და თუ არ უნდათ რძე და ყველი, დანარჩენი კი მკითხველსაც მოეხსენება თუ რა ეკუთვნის დილეტანტ მწვრთნელს თუ ფეხბურთელს...
ლაშა
14 სექტემბერი 2023 14:42
1
და რა უნდა ამ გუნდს ან ამ ფეხბურთელებს ევროპაზე?
არ შეიძლება ეს ერის თვითმიზანი იყოს,
მე განსაკუთრებით მეორე ტაიმში მქონდა განცდა რომ ამ ფეხბურთელებს ევროპაზე არაფერი არ ესაქმებათ,ნორვეგიელი რომლებიც სავარაუდოდ ასევე ვერ გავლენ ევროპაზე იყვნენ უფრო ძლიერები,სწრაფები და ტექნიკურებიც,მეათე კლასელი პირველ კლასელს რობეთამაშებაბისე იყო.
რა აზრი აქვს ვინც გინდა იყოს მწვრთნელი,
გინდა ის ფინალიც მოგვეგო მაშინ,რა უნდოდა ან იმ გუნდს ევროპაზე.
ჩვენ რო რუსები არ ვართ და მსოფლიომ რო გაგვიცნოს-ვინც აქამდე 30წელია რუკას არ დახედა საიუზი რო დაიშალა ის ალბათ არც ევროპას უყურებს და ასეა
თუ დაუმსახურებენ გავლენ,თუ არა და თავის თავსაც დააბრალონ.
Levani
13 სექტემბერი 2023 16:10
9
ახალგაზრდულის მწვრთნელი რონგადმოიყვანონ არ შეიძკება?
გიორგი
13 სექტემბერი 2023 20:45
22
გუშინ გავაკეთე კომენტარი სხვა სტატიაზე და დაბლოკა ადმინმა, არა და რა ვთქვი, საქართველო უნდა შეეშვას ფრონცქი დასავლეთ ევროპელი მწვრთნელების მოწვევას (ტოპ მწვრთნელი არ მოვა აქ), უმჯობესია სლავური წარმოშობის (არ არის აუცილებელი რუსი, თუმცა პირადად ჩემი აზრით ჯობია რუსი, არ დაიწყოთ ეხლა შოვინისტური გამოხტომები, რუსეთის ხელისუფლებისგან განასხვავეთ როგორმე) საშუალოზე მაღალი კლასის მწვრთნელი, რომლის მენტალიტეტში მარტო პრეზენტაციები და მშვიდი-დინჯი ახსნა-განმარტებები არ იქნება და ლექსიკაც კარგად მორგებული იქნება იმას რაც ჩვენ ფეხბურთელებს სჭირდებათ (ეხლა ინგლისურია მოდაში თუმცა მის უცენზურო რუსულს დარწმუნებული ვარ კარგად გაიგებენ) და ნახავთ როგორ ქუსლების საჯდომზე რტყმით ირბენენ და ითამაშებენ, აშკარად მეტი შედეგი იქნება ნაკლებ ფასად (დიდ ხელფასს არ მოითხოვს). მსგავსი გამოცდილება იმ „ბნელ“ დროში წარმატებით მუშაობდა თბილისის დინამოში, დარწმუნებული ვარ აქაც იმუშავებს.
ტიტე
13 სექტემბერი 2023 17:59
11
ნუსამ იმიტომ გაიბრწყინა, რომ ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას კარგი პრეზიდენტი ჰყავს ? ცოტა აზრზე მოდით !
სამართალი
13 სექტემბერი 2023 15:40
22
სხვაზე დაბრალება კაი ვიცით, აგერ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კინაღამ ლინჩის წესით გაასამართლეს და ერთი კვირაა რაც მოხსნეს, მაგრამ ფეხბურთელებმა თავისი თამაში აჩვენეს უპრეზიდენტოდ და ნახეთ რაც ქნეს, ფეხბურთელი უნდა დარბოდეს და ბურთს რო კარში არტყავს უნდა იტანდეს, ჯერ ფეხბურთი აქვთ სასწავლი ფეხბურთელებს!!!
ლაშა
15 სექტემბერი 2023 00:51
6
აბა დამწკრივდით და მიჰყევით ყველა ზუროსს, სანამ კიდევ გაქვთ დრო!
გენერალი
14 სექტემბერი 2023 23:45
5
Sportall.ge თან წერილი გამოაქვეყნა და თან პედერაციის კრიტიკას ბლოკავს. გაყარეთ ეგ უსაქმური მექრთამეები ფედერაციიდან!
გიორგი
14 სექტემბერი 2023 10:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული