"ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ მარცხებზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.
გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ბოლო მატჩებში კარგად არ გამოიყურებოდნენ. ბევრი უნდა გააკეთონ თამაშის გასაუმჯობესებლად. იგივე მოხდა კვეკვესკირის შემთხვევაშიც.
ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რატომ მოვიწვიე უთამაშებელი გელაშვილი? ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ.
ვერ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება“, - თქვა სანიოლმა.
ცარიელია მანდ მოთამაშე ზამენის ფეხვურთელი კაპიტნად რომ გყავს ეგ ნორმალურია?
ან საერთოდ ისეთი ფეხბურთელების გამოძახება რომლებმაც შეწყვიტეს განვითარება იმიტომ რომ მიახწიეს თავის მაქსიმუმს რა აზრი აქვს (ვოლკოვი 28 წლის აზერბაიჯანის ჩემპიონატში ეგეც ზამენაა თან გოლიც არ გაუტანია წელს) მაგას არ ჯობია ვინმე 18 წლის ბიჭი გამოიძახო ჩემპიონატიდან მოტივაციას მაინც მისცემ..
და ბოლოს არა მგონია ამ გამოძახების ამბავში თვითონ ეს კაცი იღებდეს გადაწყვეტილებას//