მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული, კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩა, თუმცა მიქაუტაძემ მერე ჰეთ-თრიკი შეასრულა, დავითაშვილმა - დუბლი და პირველი ტაიმი 6:0 დასრულდა.
სახალისო ფეხბურთი შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. მიქაუტაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა და პოკერი მიითვალა - პირველი „ჯვაროსნების“ ისტორიაში. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, სახლში კვიპროსთან გამართავს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ტაილანდი 8:0
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (34), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44), 7:0 მიქაუტაძე (57, პენ), 8:0 კვარაცხელია (67)
საქართველო: ლორია, კვირკველია, ლოჩოშვილი, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 46), შენგელია (აზაროვი 74), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (სიგუა 58), დავითაშვილი (ზივზივაძე 46), მიქაუტაძე (კვარაცხელია 58)