დღეს, 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა როტაცია დააანონსა და კვიპროსის ნაკრებთან ოფიციალურ შეხვედრამდე ბევრ ცვლილებას ველით. თუკი მარტსა და ნორვეგიასთან დაპირისპირებას გავიხსენებთ, ფრანგმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, მთლიანად შეცვალა ის თერთმეტეული, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე, მონღოლეთთან ენდო. გულშემატკივრებისთვის საინტერესოა, რამდენი დრო მიეცემა ხვიჩა კვარაცხელიას, მეკარე ლორიასა და სიგუას სასტარტოში თამაშზე უკვე გავიგეთ...
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთეს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთეს.
ვილი სანიოლი: "სანდრო კალანდაძეს ნაკრებში ინტეგრაცია გაუმარტივდა. ის ბევრს
უკვე იცნობდა. ნორვეგიაში მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ. დამეთანხმებით, ბოლო სამი წლის მანძილზე ნაკრების კარი ბევრს გავუხსენი. ეს მომავალშიც ასე იქნება.
ტაილანდთან შანსი მათ მიეცემათ, რომლებიც ბოლო დროს ცოტას თამაშობდნენ, მაგალითად, შენგელიას და სიგუას. მათ შეეძლებათ, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ. უკანასკნელი 3-4 თვის მანძილზე სიგუა ფიზიკურად კარგად განვითარდა. მისი "ბაზელში" გადასვლა ამიტომ იყო საჭირო, ეს არ ხდება აქ, საქართველოში. ხუთშაბათს მას სასტარტოში ვიხილავთ. გაბრიელის განვითარებას დიდი იმედით ვუყურებ. რა თქმა უნდა, რაც ვთქვი, ეს ეხებათ სხვებსაც - ალთუნაშვილს, ჩაკვეტაძეს... ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება მოედანზე ისახება და ეს ლოგიკური შედეგია.
მეკარეებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იერარქია გვაქვს, ტაილანდთან კი გიორგი ლორია ითამაშებს. მისთვის რთული სიტუაციაა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პირველი კიპერი იყო. ის კარგად მუშაობს და ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებს.
ტაილანდთან მატჩი კვიპროსთან მოსამზადებელი შეხვედრაა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ. თუკი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მივცემთ, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან. სწორი თამაში და მაღალი პრესინგი გვჭირდება. აზიური გუნდები უფრო მეტ ოფიციალურ მატჩს მართავენ და ტონუსში არიან. მათ სუსტი გუნდი არ ჰყავთ.
არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, იმედგაცრუებულ გულშემატკივარს გზავნილი მივაწოდო. ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, არსებობს წარმატებული და წარუმატებული პერიოდები. მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. მესმის, ბევრია იმედგაცრუებული და ასეთ დროს ეს ყველგან ასეა.
მინდა აღვნიშნო, როდესაც ქუჩაში გულშემატკივრებს ვხვდები, მათგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მსმენია. როგორც გუნდი, ერთად ვიმარჯვებთ და წარუმატებლობაც ერთად გადაგვაქვს. სოციალურ ქსელებში ანონიმური კრიტიკა ზოგჯერ ძალიან მწვავეა და არ ვიცი, ვისგან მოდის".

ბუდუ ზივზივაძე: "კლუბში ცოტას ვთამაშობ. კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებ. ამისთვის ბევრს ვცდილობ და იმედია, ყველაფერი შეიცვლება.
რამდენსაც უნდა ვთამაშობდე კლუბში, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო შეხვედრაში გავიტანე.
სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი გენდობა. ვეცდები, ნდობა გავამართლო - ცოტას ვთამაშობ და მაინც ნაკრებში ვარ.
ტაილანდს ტექნიკური გუნდი ჰყავს. ვეცდებით ლაღი, შემტევი და შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მადლობა გულშემატკივრებს გვერდით დგომისთვის და მათ ახლაც იმავეს მოვუწოდებ".
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - კვირკველია, გელაშვილი, კალანდაძე - ლობჟანიძე, სიგუა, ალთუნაშვილი, შენგელია - დავითაშვილი, ზივზივაძე, ჩაკვეტაძე.