მიქაუტაძის პოკერი და ისტორიაში საქართველოს ნაკრების რეკორდული ანგარიშით გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტაილანდი 8:0 დაამარცხა და ისტორიაში რეკორდული ანგარიშით გაიმარჯვა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული, კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩა, თუმცა მიქაუტაძემ მერე ჰეთ-თრიკი შეასრულა, დავითაშვილმა - დუბლი და პირველი
ტაიმი 6:0 დასრულდა.

სახალისო ფეხბურთი შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. მიქაუტაძემ თავის მიერ მოპოვებული პენალტი გამოიყენა და პოკერი მიითვალა - პირველი „ჯვაროსნების“ ისტორიაში. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, სახლში კვიპროსთან გამართავს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ტაილანდი 8:0
გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (34), 5:0 მიქაუტაძე (41), 6:0 დავითაშვილი (44), 7:0 მიქაუტაძე (57, პენ), 8:0 კვარაცხელია (67)

საქართველო: ლორია, კვირკველია, ლოჩოშვილი, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 46), შენგელია (აზაროვი 74), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (სიგუა 58), დავითაშვილი (ზივზივაძე 46), მიქაუტაძე (კვარაცხელია 58)


მკითხველის კომენტარები / 110 /
ამხანაგუებს რომ მონღოლეთთან და ტაილანდთან გამართავ, იმიტომ რომ სტატისტიკაში ჩაიწერო მოგებები, ამიტომ არ ეშველება ჩვენს გუნდს. მაგათ ჩამოყვანას შეეკრიბათ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ვინც ვერ ხვდება და მაღთან ეთამაშათ, ფულსაც დაზოგავდნენ და აზრიც ექნებოდა. ახლა რა მისცა ამან ან გუნდს და ან მწვრთნელს, რა დაინახა და შეაფასა ამ თამაშით?
11
ძალიან მიყვარს კვარა მაგრამ აი რაღაცნაირი უფხო ტიპაჟია ცივსისხლიანი არაა და მორჩა რა თუნდაც დააკვირდთ ბოლოს დუბლი როდის შეასრულა? ალბათ 5 წლის წინ ერთ გოლს გაიტანს კმაყოფილია ნებდება ეშვება ეცოდება მოწინააღმდეგე სათანადოთ აღარ თვლის თუ რაც გინდათ დაარქვით მაგრამ უფხოა და მორჩა რა ასეთი კი ვერასდროს გახდება სუპერ სტარი! თუნდაც მესი ხომ როგორც ფიზიკურად ისევე შინაგანად რომ შეხედავ თბილი ბუნჩულა საყვარელი ტიპაჟია ხო? მაგრამ არა ჟილკა ცივი სისხლი აქვს იმ პატარა სხეულშიც იმ ვითომ შველივით მეტყველ სახესაც ტყუილად შეყავს ხალხი შეცდომაში კვარას მესის კი არ ვადრი მე არა მე მის ხასიათს ვუსვამ ხაზს ერთი სიტყვით საერთოდ ვერ მ,ივიღე სიამოვნება რატო? საბოოლოოდ დავრწმუნდი კვარა ვარსკვლავი ვერასდროს გახდება რადგან უბრალოდ ტიპაჟია მასეთი არ აქვს მისწრაფება არაა ფსიხი დაგეშილი გოლზე განადგურებაზე!
სამუშია
22:13 12-10-2023
42
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული