საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ კვიპროსს ვერ ამარცხებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - კვიპროსი

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი,
კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
ავოეეე, სანიოოოოოლ!
ქუთაისი
17:51 15-10-2023
0
კვიპროსთან 5 მცველი, ორი შემტევი ნახევარმცველი, კვარა ცენტრფორვარდი და გვერდით ბუდუ.. აი, ეს რომ მოიხარშება ე.წ. მწვრთნელის თავში რისი იმედი უნდა გვქონდეს..
ალექს
17:56 15-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული