შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველომ ესპანეთთან 0:7 წააგო და ვალიადოლიდში მათი იმედი ნაკლებად მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში, შოტლანდიას უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა ისაუბრა.

"ორი შეხვედრა დაგვრჩა, გასვლაზე საქართველოსთან და სახლში ნორვეგიასთან. შესარჩევი ტურნირი უკვე დავძლიეთ, ამიტომ ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ვფიქრობ, პირველი ადგილის დაკავება რთულია. ძნელი წარმოსადგენია, ესპანეთმა უკანასკნელ ორ ტურში კვიპროსთან და საქართველოსთან ქულები დაკარგოს. საქართველომ საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:7 წააგო. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, ვალიადოლიდში ქულა მოიპოვონ. ამის იმედი ნაკლებად მაქვს, თუმცა დასკვნების წინასწარ გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ.

მართალი გითხრათ, მეგონა,
ბოლო ორი მატჩი გადამწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ბიჭების  სასახელოდ უნდა ითქვას, ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად ამისა, სტანდარტების და თამასის აწევაზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. კვირა საღამოს ორი დღით თურქეთში გავემგზავრებით და თბილ ამინდში მოვემზადებით. ეს აგრეთვე თბილისში ხანგრძლივ მგზავრობას შეგვიმცირებს. თურქეთში საუკეთესო სასტუმროში დავბინავდებით, სადაც ადგილები ადრევე დავჯავშნეთ.

ერთადერთი ის მაღელვებს, რომ ზედიზედ სამჯერ დავმარცხდით. რეაბილიტაციის პირველი შანსი საქართველოსთან გვექნება. ესაა მიზანი. ტურნირის პოზიტიურ ნოტზე დასრულებაა საჭირო. დარჩენილ ორ დაპირისპირებაში გამარჯვება შესანიშნავი იქნება", - ციტირებს კლარკს Daily record-ი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ესპანეთი არ ვიცი მაგრამ თქვენ უეჭველი მოგიგებთ თუ ყველა გულიანად და ჯიგრიანად ითამაშებს. თან ფეხბურთში მოგიგებთ, თქვენსავით წყალბურთს კი არ გეთამაშებით
Olee
21:37 09-11-2023
1
ბიჭებო თქვენ თუ შოტლანდიას არ მოუგოთ რა, ამ გაბრექილებს უყურე რა
საქართველო
21:52 09-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული